ჰერმან ფეგელაინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰერმან ფეგელაინი
Hermann Fegelein

ჰერმან ფეგელაინი როგორც
სს-შტანდარტენფიურერი
ეროვნება    გერმანელი
დაბადების თარიღი 30 ოქტომბერი, 1906
დაბადების ადგილი ანსბახიგერმანიის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 28 აპრილი, 1945 (38 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბერლინი, მესამე რაიხი
კუთვნილება  ვაიმარის რესპუბლიკა
 მესამე რაიხი
ჯარის სახეობა  ვაფენ-სს
სახმელეთო ჯარები
სამხედრო კავალერია
სამხედრო სამსახურის წლები 1925–1945
წოდება  სს-გრუპენფიურერი და ვაფენ-სს-ის გენერალ-ლეიტენანტი
მეთაურობდა <span class="wikidata-claim" data-wikidata-property-id="P598კავალერიის დივიზია
ფლორიან გაიერი" data-wikidata-claim-id="Q57676$6864A4FD-5D49-42C6-9BAA-ACE8FAF3A148">8th SS Cavalry Division Florian Geyer
ბრძოლები/ომები

II მსოფლიო ომი

ჯილდოები  რაინდის ჯვარი
 რკინის ჯვარი
 გერმანული ჯვარი
კავშირი ვალდემარ ფეგელეინი (ძმა)
მარგარეტ ბრაუნი (მეუღლე)
ევა ბრაუნი (მეუღლის და)
სამსახურიდან გადადგომა 28 აპრილი, 1945
(მიზეზი: დახვრეტა)
ჰერმან ფეგელეინი და ვილჰელმ ბიტრიხი
ჰერმან ფეგელეინი, ბერნჰარდ გრისე, ჰაინც გუდეკე და რუდოლფ ფანიერი

ჰანს გეორგ ოტო ჰერმან ფეგელაინი (აგრეთვე ცნობილი როგორც ჰერმან ფეგელაინი; 30 ოქტომბერი 190628 აპრილი 1945) — იყო სს-გრუპენფიურერი და ვაფენ-სს-ის გენერალ-ლეიტენანტი ნაცისტურ გერმანიაში. ის ადოლფ ჰიტლერის გარემოცვის წევრი და ევა ბრაუნის დის მარგარეტ ბრაუნის მეუღლე იყო. მისი ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი ძალები პასუხისმგებელნი არიან 17,000 სამოქალაქო პირის სიკვდილში, რომლებიც 1941 წელს ბელორუსიის სსრ-ში ჩატარებული სადამსჯელო ოპერაციის პრიპიატის ჭაობების დროს დაიღუპნენ.

ისტორიკოსები უილიამ შირერი და იან კერშოუ მას ახასიათებენ, როგორც ცინიკურ და სამარცხვინო პიროვნებას.[1] გერმანელი არქიტექტორი, სახელმწიფო მოღვაწე და მესამე რაიხის შეიარაღების მინისტრი ალბერტ შპეერი ჰერმანს მოიხსენიებდა, როგორც "ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი ადამიანი ჰიტლერის გარემოცვაში".[2] ჰერმან ფეგელეინი იყო ოპორტუნისტი, რომელიც ჰაინრიხ ჰიმლერისთვის თავის მოწონებას ცდილობდა, რათა მისიგან საუკეთესო დავალებები მიეღო და კარიერაშიც სწრაფი წინსვლა ჰქონოდა.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰერმან ფეგელაინი დაიბადა ანსბახში, ბავარიაში გადამდგარი ობერლეიტენანტის ჰანს ფეგელეინის ოჯახში. იმის გამო, რომ ახალგაზრდა ჰერმანი მამის საცხენოსნო სკოლაში (რომელიც მიუნხენში მდებარეობდა) მუშაობდა, ცხენზე ჯირითი კარგად იცოდა და ამავე სპორტის სხვადასხვა შეძიბრებებშიც მონაწილეობდა. ამ პერიოდში ჰერმანი შეხვდა ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ერთ-ერთ წევრს კრისტიან ვებერს. მოგვიანებით ფეგელეინი სწორედ კრისტიან ვებერის დახმარებით მოხვდა შუცშტაფელში (სს-ში).

1925 წელს, მიუნხენის უნივერსიტეტში ორწლიანი სწავლის შემდეგ, ჰერმანი კავალერიის მე-17 პოლკს (გერმ: Reiter-Regiment 17) შეუერთდა. 1927 წლის 20 აპრილს, იგი შეუერთდა მიუნხენში ბავარიის სახელმწიფო პოლიციას, როგორც კადეტი ოფიცერი.[3] მიუნხენში ყოფნისას ჰერმანი ნაციონალ-სოციალიზმის მომხრე გახდა და ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტიაში გაწევრიანდა (გაწევრიანების ნომერი: 1,200,158), ხოლო 1930 წელს მოიერიშე ქვედანაყოფს (მქ-ს) (გერმ: (SA) Sturmabteilung) შეუერთდა. 1933 წლის 10 აპრილს კი ჰერმანი შუცშტაფელში (სს-ში) გადავიდა (გაწევრიანების ნომერი: 66,680). ის სს-ის საცხენოსნო ჯგუფის ლიდერი გახდა, რომლის ერთ-ერთი წევრიც იყო ჰერმანის ძმა ვალდემარ ფეგელეინი.

ჰერმანი მეთვალყურეობდა 1936 წლის ზაფხულის ოლიმპიადაში მონაწილე გერმანიის საცხენოსნო გუნდის მომზადების კურსებს. ფეგელეინმა ასევე მოიგო 1937 წლის გერმანული ჯირითისა და გახედვნის დოღის საერთაშორისო ტურნირი, რომელიც ასევე მოიგო ჰერმანის დედამ, 1939 წელს კი მისმა ძმამ ვალდემარმა.[4] 1937 წლის 25 ივლისს სს-რაიხფიურერმა ჰაინრიხ ჰიმლერმა, სს-სამხრეთ ოლქის სპეციალური ბრძანებით, მიუნხენში დააარსა მთავარი ველოსიპედისტთა სკოლა (გერმ: Haupt-Reitschule München), ამავე დღეს ჰერმან ფეგელეინი დაინიშნა სკოლის ხელმძღვანელად და მიენიჭა სს-შტანდარტენფიურერის წოდება.[3] ჰერმან ფეგელეინი იყო ოპორტუნისტი, რომელიც ჰაინრიხ ჰიმლერისთვის თავის მოწონებას ცდილობდა, ჰიმლერიც ხშირად ასაჩუქრებდა ჰერმანს, საჩუქართა უმეტესობა ცხენებთან და ცხენოსნობასთან იყო დაკავშირებული.[3][5]

მეორე მსოფლიო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1939 წლის სექტემბერში, პოლონეთში შეჭრის შემდეგ, ფეგელეინი ხელმძღვანელობდა SS Totenkopf Reiterstandarte-ს (თავის ქალის გამოსახულებიანი საცხენოსნო პოლკი). რა დროსაც მათი გარნიზონი დეკემბრამდე მდებარეობდა ვარშავაში. მოგვიანებით რაზმი გაიყო ორ პოლკად. 1939 წლის 7 დეკემბერს ჰერმნანის ქვედანაყოფი კამპინოს ტყეში მოხვდა მასიურ სროლაში. 1941 წლის 23 აპრილს ფეგელეინი და მისი ქვედანაყოფი ამხილეს ფულისა და ფუფუნების სხვადასხვა საგნების ქურდობაში. მოგვიანების ფეგელეინი სასამართლოს სასჯელს ჰაინრიხ ჰიმლერის დახმარებით გადაურჩა.

ჰერმანი ასევე აქტიურად იბრძოდა აღმოსავლეთ ფრონტზე, რა დროსაც იგი ხელმძღვანელობდა სს-ის კავალერიის 1-ლი დივიზიას 1941 წლის ზაფხულიდან. აგვისტოში ჰაინრიხ ჰიმლერის ბრძანებით სს-ის კავალერიის დივიზია ჰერმან ფეგელეინის ხელმძღვანელობის ქვეშ აღმოჩნდა.

1941 წლის 17 ივლისს ჰაინრიხ ჰიმლერის ბრძანებით ფეგელეინის პოლკი შეუერთდა სს-ობერგრუპენფიურერ ერიხ ფონ დემ ბახ-ზელევსკის, რათა მონაწილეობა მიეღოთ ბელორუსიის სსრ-ში ჩატარებულ სადამსჯელო ოპერაცია პრიპიატის ჭაობებში, რომელის მიზანიც ბელორუსიის სსრ-ში ებრაელებისა და პარტიზანების აღმოჩენა და განადგურება იყო. ორი საფეხურისგან შემდგარი ოპერაცია 1941 წლის 19 ივლისს დაიწყო, ფეგელეინმა ერიხ ფონ დემს მოხსენება ჩააბარა, სადაც აღნიშნავდა, რომ მან და მისმა ხალხმა 13,788 ებრაელი გაანადგურეს და ის ასევე ითხოვდა სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილ ჯარისკაცებს ოპერაციის პირველი საფეხურის მსვლელობის დროს. მეორე საფეხურის ბოლოსთვის, რომელიც აგვისტოს ბოლო ორ თვეს გასტანა, ფეგელეინი იუწყებოდა, რომ როგაჩოვის რეგიონში ყველა ებრაელი მოკლული იყო და კიდევ 3,500 სხვა.

1941 წლის 21-22 დეკემბერს ჰერმანი სამხედრო მოქმედებების დროს საბჭოთა სნაიპერის ტყვიით დაიჭრა. 1942 წლის 20 აპრილს ფეგელეინი დაინიშნა სს-ის კავალერიის მე-8 დივიზია ფლორიან გაიერის მეთაურად და ისევ აღმოსავლეთ ფრონტზე დაბრუნდა 1943 წლის სექტემბრამდე.

მას შემდეგ რაც ფეგელეინი რუსეთის ფრონტზე სამხედრო მოქმედებებისას მესამედ დაიჭრა, ჰიმლერმა 1944 წლის 1 იანვრისთვის ჰერმანი ჰიტლერის შტაბის თანამშრომლად გადაიყვანა, როგორც მისი მოკავშირე ოფიცერი და სს-ის წარმომადგენელი. 1944 წლის 10 ივნისს იგი დააწინაურეს და გახდა სს-გრუპენფიურერი და ვაფენ-სს-ის გენერალ-ლეიტენანტი. 1944 წლის 20 ივლისის შეთქმულებისას ჰერმანიც იმ დროისთვის მგლის ბუნაგში იმყოფებოდა და აფეთქების დროს მარცხენა ბარძაყში უმნიშვნელო ჭრილობა მიიღო. ჰერმანი ხშირად ამზეურებდა იმ ადამიენების ჩამოხრჩობის ამსახველ პოტოებს რომლებმაც მისი მკვლელობის მცდელობაში მიიღეს მონაწილეობა.[6]

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეგელეინის პოლიტიკურად მოტივირებული ქორწილი ევა ბრაუნის დასთან მარგარეტ ბრაუნთან 1944 წლის 3 ივნისს ზალცბურგში შედგა. ისტორიკოსების უილიამ შირერისა და იან კერშოუს აზრით ჰერმანმა მარგარეტი კარიერაში წინსვლისათვის გამოიყენა.[1][7] ცერემონიას მოწმის სტატუსში ესწრებოდნენ ადოლფ ჰიტლერი, ჰაინრიხ ჰიმლერი და მარტინ ბორმანი.[5] ზეიმი რომელმაც ორ დღეს გასტანა ადოლფ ჰიტლერისა და მარტინ ბორმანის მთის სახლში არწივის ბუდეში გაიმართა.[8] ფეგელეინი ცნობილი იყო როგორც ფლეიბოი და ბევრი ქორწინებაგარეშე საქმეც ჰქონდა.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1945 წლის აპრილში, როდესაც ჰაინრიხ ჰიმლერი ფოლკე ბერნადოტის დახმარებით დასავლელ მოკავშირეებთან დანებების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა,[7] ჰერმან ფეგელეინმა რაიხის კანცელარიის ბუნკერი დატოვა, 27 აპრილს კი სს-ობერშტურმბანფიურერმა პეტერ ჰოგლმა ბერლინის აპარტამენტებში შეიპყრო, რა დროსაც ჰერმანს სამოქალაქო სამოსი ეცვა და შვეიცარიაში ან შვედეთში გასამგზავრებლად ემზადებოდა. ჰერმანს თან მიჰქონდა ფული (როგორც გერმანული, ისე უცხოური კუპიურებით) და ძვირფასეულობა, რომელთა ნაწილიც ევა ბრაუნს ეკუთვნოდა. ჰოგლმა ასევე აღმოაჩინა დოკუმენტებიანი ქეისი, რომელიც ადასტურებდა, რომ ჰაინრიხ ჰიმლერი დასავლელ მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.[7] როგორც ცნობილია, როდესაც ჰერმანი შეიპყრეს და ფიურერბუნკერში დააბრუნეს, იგი ნასვამი იყო.

ჟურნალისტმა ჯეიმზ ო'დონელმა 1970 წელს წარმოადგინა ვრცელი ინტერვიუ, სადაც დეტალურად იყო აღწერილი, თუ რა მოხდა შემდგომში. ვაფენ-სს-ის გენერალმა ვილჰელმ მონკემ, რომელიც სამხედრო დეზერტირების სასამართლოს თავმჯდომარეობდა, ჯეიმზ ო'დონელს უთხრა, რომ ადოლფ ჰიტლერმა მას ტრიბუნალის მოწყობა უბრძანა. მონკემ მოაწყო სასამართლო, რომლის ნაფიცი მსაჯულები იყვნენ ვილჰელმ ბურგდორფი, ჰანს კრებსი, იოჰან რატენჰუბერი და თავად ვილჰელმ მონკეც. ჰერმან ფეგელეინმა, რომელიც ისევ მთვრალი იყო, უარი თქვა ჰიტლერისთვის პასუხის გაცემაზე და განაცხადა, რომ ის მხოლოდ ჰიმლერის წინაშე იყო პასუხისმგებელი. ჰერმანი იმდენად მთავარი იყო, რომ ის მხოლოდ ტიროდა და პირღებინება ჰქონდა. მას ფეხზე წამოდგომაც კი არ შეეძლო და იატაკზეც კი მოშარდა. მონკე მძიმე მდგომარეობაში იყო, რადგან გერმანიის სამხედრო კანონის მიხედვით, სასამართლო პროცესის დროს ბრალდებული საღ გონებაზე მყოფი და ჯანმრთელი უნდა ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ფეგელეინის დეზერტირობა აშკარა იყო და ის უდავოდ დამნაშავე იყო, მონკემ ოქმი დახურა და ბრალდებული გენერალ რატენჰუბერსა და მის უსაფრთხოების რაზმს გადასცა. ამის შემდეგ მონკეს ჰერმან ფეგელეინი აღარ უნახავს.[9]

იმ დროს როდესაც ჰერმანი დააკავეს, მისი ცოლი მარგარეტ ბრაუნი ფეხმძიმედ იყო (ბავში მაისის დასაწყისში დაიბადა). ჰიტლერი განიხილავდა გაეთავისუფლებინა ის დასჯის გარეშე ან მონკეს ჯარისთვის გადაეცა.[10] ჰიტლერის მდივანმა, ტრუდელ იუნგემ განაცხადა, რომ ევა ბრაუნი ჰიტლერს სთხოვდა ჰერმანის გათავისუფლებასა და მისი საქციელის გამართლებას ცდილობდა. საბოლოოდ, ჰერმან ფეგელეინი 28 აპრილს რაიხ კანცელარიის ეზოში ჩაიყვანეს და "დახვრიტეს როგორც ძაღლი".[11] როხუს მიშმა, ფიურერბუნკერის უკანასკნელმა გადარჩენილმა, ამ ანგარიშსწორების სადავო ასპექტებზე ისაუბრა ჟურნალისტ ჯეიმზ ო'დონელთან 2007 წლის ინტერვიუში. მიშის თქმით, ჰიტლერს ფეგელეინის სიკვდილით დასჯის ბრძანება არ გაუცია, მან მხოლოდ მისი ჩამოქვეითება ბრძანა. მიშმა თქვა, რომ მან ჰერმან ფეგელეინის მკვლელის ვინაობა იცოდა, თუმცა მის გამხელაზე უარი განაცხადა.[12]

შთამომავლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰერმანის მშობლები და ძმა ვალდემარი ომს გადაურჩნენ.[5] მისი მეუღლე მარგარეტიც რომელმაც მემკვიდრეობით ევასგან სხვადასხვა ძვირფასეულობა მიიღო, ომს გადაურჩა. 1945 წლის 5 მაისს მას შეეძინა გოგონა რომელსაც ევა ბარბარა ფეგელეინი დაარქვა.[5] 1971 წლის 5 აპრილს ევამ თავი მოიკლა, მას შემდეგ რაც მისი მეგობარი ბიჭი ავტოკატასტროფამ იმსხვერპლა. 1954 წელს მარგარეტ ბრაუნ-ფეგელეინი საცხოვრებლად მიუნხენში გადავიდა და ხელახლა დაქორწინდა. მარგარეტი 1987 წელს გარდაიცვალა, 72 წლის ასაკში.[5]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1945 წლის 28 აპრილს ჰერმან ფეგელეინი ადოლფ ჰიტლერის ბრძანებით დახვრიტეს, რის შედეგადაც მას ყველა წოდება, სამკერდე და ორდენი ჩამოერთვა.[9][17]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 შირერი, უილიამ (1960). The Rise and Fall of the Third Reich. ნიუ-იორკი, აშშ: Simon & Schuster. ISBN 978-0-671-62420-0. 
  2. ფესტი, იოახიმ (2006). Die unbeantwortbaren Fragen: Notizen über Gespräche mit Albert Speer zwischen Ende 1966 und 1981 (გერმანული). ჰამბურგი: Rowohlt. ISBN 978-3-499-62159-8. 
  3. 3.0 3.1 3.2 იოახიმსეილერი, ანტონ [1995] (1999). ჰიტლერის უკანასკნელი დღეები: ლეგენდა, ცხადი, სიმართლე. ლონდონი, დიდი ბრიტანეთი: Brockhampton Press. ISBN 978-1-86019-902-8. 
  4. იეგარი, ჰანს-ეკარტ. (18 მაისი 2004) Als Hitlers Schwager das Spring-Derby gewann გერმანული. Hamburger Abendblatt online. ციტირების თარიღი: 7 იანვარი 2012.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 მილერი, მაიკლ (2006). Leaders of the SS and German Police, Vol. 1. სან-ხოსე, კალიფორნია: R. James Bender. ISBN 978-93-297-0037-2. 
  6. გიორტემაკერი, ჰეიკე (2011). ევა ბრაუნი: ცხოვრება ჰიტლერთან ერთად. ნიუ-იორკი, აშშ: Alfred A. Knopf. ISBN 978-0-307-59582-9. 
  7. 7.0 7.1 7.2 კერშოუ, იან (2008). Hitler: A Biography. ნიუ-იორკი, აშშ: W. W. Norton & Company. ISBN 978-0-393-06757-6. 
  8. (2005) The Hitler Book: The Secret Dossier Prepared for Stalin. New York: Public Affairs. 
  9. 9.0 9.1 ო'დონელი, ჯეიმზ (1978). The Bunker: The History of the Reich Chancellery Group. ბოსტონი, აშშ: Houghton Mifflin. ISBN 978-0-395-25719-7. 
  10. ფესტი, იოახიმ (2002). Inside Hitler's Bunker: The Last Days of the Third Reich. ნიუ-იორკი, აშშ: Picador. ISBN 978-0-312-42392-6. 
  11. იუნგე, ტრუდელ (2004). Until the Final Hour: Hitler's Last Secretary. ნიუ-იორკი, აშშ: Arcade. ISBN 978-1-55970-728-2. 
  12. სიმონ, რალფი (30 ივნისი 2007). „Interview With Hitler's Bodyguard: The Secrets of Hitler's Last Living Aide“. Der Spiegel. SPIEGEL-Verlag. ციტირების თარიღი: 10 სექტემბერი 2012.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 ბერგერი, ფლორიან (1999). Mit Eichenlaub und Schwertern. Die höchstdekorierten Soldaten des Zweiten Weltkrieges (გერმანული). ვენა, ავსტრია: Berger. ISBN 3-9501307-0-5. 
  14. 14.0 14.1 ტომას, ფრანცი (1997). Die Eichenlaubträger 1939–1945 Band 1: A–K (გერმანული). ოსნაბრუკი, გერმანია: Biblio-Verlag. ISBN 3-7648-2299-6. 
  15. პაცვალი, კლასუ; შერზერი, ვეიტ (2001) Das Deutsche Kreuz 1941–1945 Geschichte und Inhaber Band II (გერმანული). ნორდეშტედტი, გერმანია. ISBN 3-931533-45-X. 
  16. 16.0 16.1 16.2 ფელგიბელი, ვალტერ-პეერ [1986] (2000). Die Träger des Ritterkreuzes des Eisernen Kreuzes, 1939–1945: Die Inhaber der höchsten Auszeichnung des Zweiten Weltkrieges aller Wehrmachtteile (გერმანული). ფრიდბერგი, გერმანია: Podzun-Pallas. ISBN 978-3-7909-0284-6. 
  17. შერზერი, ვეიტ (2007). Ritterkreuzträger 1939–1945 Die Inhaber des Ritterkreuzes des Eisernen Kreuzes 1939 von Heer, Luftwaffe, Kriegsmarine, Waffen-SS, Volkssturm sowie mit Deutschland verbündeter Streitkräfte nach den Unterlagen des Bundesarchives (გერმანული). იენა, გერმანია. ISBN 978-3-938845-17-2. 

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
სს-ბრიგადენფიურერი გუსტავ ლომბარდი
სს კავალერიის მე-8 დივიზია ფლორიან გაიერის მეთაური
აპრილი 1942აგვისტო 1943
შემდეგი:
სს-ობერგრუპენფიურერი ვილჰელმ ბიტრიხი
წინამორბედი:
სს-ბრიგადენფიურერი გუსტავ ლომბარდი
სს კავალერიის მე-8 დივიზია ფლორიან გაიერის მეთაური
14 მაისი 194313 სექტემბერი 1943
შემდეგი:
სს-გრუპენფიურერი ბრუნო შტრეკენბახი
წინამორბედი:
სს-გრუპენფიურერი ბრუნო შტრეკენბახი
სს კავალერიის მე-8 დივიზია ფლორიან გაიერის მეთაური
22 ოქტომბერი 19431 იანვარი 1944
შემდეგი:
სს-გრუპენფიურერი ბრუნო შტრეკენბახი