ანტიგენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ანტიგენი (ლათ. antigenum) — ორგანიზმისათვის უცხო ნივთიერება, მაღალმოლეკულური კოლოიდური ნაერთი, უმთავრესად მცენარეული, ბაქტერიული ან ცხოველური ცილა ან ცილის კომპლექსი პოლისაქარიდთან. კანქვეშ, კუნთებსა ან სისხლში შეყვანის შემდეგ ორგანიზმში წარმოიქმნება ანტისხეულები. ანტიგენს აქვს წარმოქმნილ ანტისხეულებთან სპეციფიკურ რეაქციაში შესვლის უნარი. ანტიგენური თვისებები ახასიათებს აგრეთვე გველის, მორიელის, ფუტკრის, ზოგიერთი ობობის შხამს. ერთი ცხოველის ცილა ანტიგენია იმავე სახის სხვა ცხოველისათვის. ამით არის გამოწვეული ქსოვილის გადანერგვისას ქსოვილიანი შეუთავსებლობის რეაქციას იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც ქსოვილი გადანერგილია ერთი იდენტური ტყუპის ცალიდან - მეორეზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]