ტენტაკულიტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტენტაკულიტები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  მოლუსკები
კლასი:  ტენტაკულიტები
ლათინური სახელი
Tentaculita

ტენტაკულიტები (ლათ. Tentaculita) — ამომწყდარი ზღვის მოლუსკების კლასი. ცხოვრობენ სილურულ და დევონურ პერიოდებში. ჰქონდათ 3—7 სმ სიგრძის, კონუსისებრი, გლუვი ან სკულპტურირებული ნიჟარა, რომლის ღრუ განივი ტიხრებით დაყოფილი იყო კამერებად. ყველაზე დიდ, წინა კამერაში მოლუსკის სხეული იყო. ტენტაკულიტების მნიშვნელობა აქვთ დევონური პერიოდის ნალექების სტრატიგრაფიისათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]