არგუმენტების დრო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არგუმენტების დრო
რეჟისორი ხათუნა ვაშაძე
წამყვანი ზვიად ავალიანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ენა ქართული
წარმოება
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი მაკა ასათიანი
პროდიუსერ(ებ)ი მიხეილ ჭაბუკაშვილი
ხანგრძლივობა 1,5 სთ
ეთერში 21 მაისი, 2013 — დღემდე
საიტი


არგუმენტების დრო — საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „მეორე არხზე“. გადაცემაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა იმ კანონპროექტების განხილვას, რომლებიც პარლამენტის მიერ საბოლოო მოსმენით ჯერ არ არის მიღებული. სტუდიაში მოწვეული სტუმრები არიან კონკრეტული კანონპროექტის ავტორი და ოპონენტი, რომლებიც განიხილავენ კანონპროექტის დადებით და უარყოფით მხარეებს. საკითხის განხილვაში ასევე მონაწილეობენ დარბაზში მოწვეული სტუმრები: ექსპერტები, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები.

გადაცემის ფორმატი ასევე ითვალისწინებს კვირის აქტუალური თემის განხილვას, რომელშიც ასევე ექსპერტები, სხვადასხვა პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.

თოქ-შოუს მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოებას ამა თუ იმ კანონის არსის მნიშვნელობისა და მისი აუცილებლობის გააზრებაში. აქტუალურ თემასთან დაკავშირებული გადაცემები გამოკვეთს საზოგადოების დამოკიდებულებას უმნიშვნელოვანესი პრობლემებისადმი და წარმოაჩენს მათი გადაჭრის გზებს.

გადაცემა პირდაპირ ეთერში გადის კვირაში სამჯერ, სამშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს 21:30 საათზე. კვირაში ერთი დღე ეთმობა პარლამენტის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვას, ორი დღე კი კვირის აქტუალურ თემებს.

თოქ-შოუს წამყვანია ზვიად ავალიანი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]