ცაგერის განძი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ცაგერის განძიძვ. წ. IX-X საუკუნეების ბრინჯაოს ნივთების განძი. აღმოჩნდა 1941 წელს ცაგერთან, ადგილ ჩიხეში. ნივთები თიხის ჭურჭელში ეწყო. შეიცავს კოლხურ ცულს, რომელიც გველის გრავირებული გამოსახულებითაა შემკული, თოხებს, სეგმენტისებრ იარაღს, ნამგლებს, სატეხს, ღარის ფრაგმენტებს, ერთმანეთში გაყრილ მასიურ რგოლებს, მილებს, ბრინჯაოსმუზარადიანი მხედრის ქანდაკებას, სპილენძის ზოდებს.

განძი დაცულია ცაგერის მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]