ლადაქის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლადაქის ქედი
ლადაქის ქედი
ლადაქის ქედი
კოორდინატები: 33°24′ ჩ. გ. 78°27′ ა. გ. / 33.400° ჩ. გ. 78.450° ა. გ. / 33.400; 78.450
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
უმაღლესი წერტილი გურლამანდჰატა
სიმაღლე 7728 
სიგრძე 600 კმ
ლადაქის ქედი — ინდოეთი
ლადაქის ქედი

ლადაქის ქედიქედი ჰიმალაის ჩრდილოეთით, მდინარე ინდის აუზის ზემოთში. სიგრძე 600 კილომეტრზე მეტი, სიმაღლე 7728 მეტრამდე (მთა გურლამანდჰატა). უმთავრესად აგებულია გნაისებით, გრანიტებით, აგრეთვე დანალექი ქანებით. ჭარბობს კლდოვანი დაკბილული მწვერვალები, 5500-5700 მეტრ სიმაღლეზე მოსწორების ზედაპირებია. თხემურ ნაწილში მრავალი მყინვარია. სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე გავრცელებულია მეჩხერი ბუჩქნარი, ტანდაბალი ტირიფი და კედარი; ჩრდილო-აღმოსავლეთით გაბატონებულია ცივი უდაბნოს ლანდშაფტი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]