ფოტიოს I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფოტიოს I

ფოტიოს I (ბერძ. Φώτιος) — ბიზანტიელი საეკლესიო მოღვაწე, მეცნიერი და მწერალი. ორგზის იყო კონსტანტინოპოლის პატრიარქი (858-867 და 877-886 წწ.). დაუპირისპირდა რომის პაპს და 878 წელს ბიზანტია რომის საეკლესიო მორჩილებისაგან დაიხსნა. ხელს უწყობდა ბიზანტიის ეკლესიის გავლენის გავრცელებას სლავებზე (ბულგარეთი, მორავია და რუსეთი).

ფოტიოს ეკუთვნის ეგზეგეტიკური და დოგმატიკური ხასიათის 324 ტრაქტატისაგან შემდგარი თეოლოგიური ნაშრომი „ამფილოქია“. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფოტიოსის 2 თხზულება: „ბიბლიოთეკა“ ანუ „მირიობიბლიონი“ და „ლექსიკონი“. „ბიბლიოთეკა“ 280 თავისაგან შედგება და შეიცავს ანტიკური ეპოქის თხზულებათა შესახებ ცნობებსა და ექსცერპტებს ამ თხზულებათაგან. „ლექსიკონი“ განმარტებითი ხასიათისაა. მისი სრული ტექსტი აღმოჩნდა 1959 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ურუშაძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 374.;
  • Patrologiaecursus completus, series Graeca, ed. J. P. Migne, t. 102-104;
  • Photius, Biblioteque, ed. par R. Henry, t. 1-6, P., 1959-71.