რაჭის მიწისძვრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რაჭის მიწისძვრა — 1991 წლის მიწისძვრა რაჭაში (საქართველო).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1991 წლის 29 აპრილს 9 სთ-სა და 12 წუთზე გრინვიჩის დროით მოხდა მიწისძვრა. მიწისძვრის მაგნიტუდა იყო 6.9, ხოლო ინტენსივობა ეპიცენტრში - 9 ბალი. მიწისძვრის ეპიცენტრი რაჭისა და იმერეთის მაღალმთიან სოფლებში მდებარეობდა.

მიწისძვრის ჰიპოცენტრი იყო ღრმაკეროვანი (17 კმ.) მისი ეფექტი დედამიწის ზედაპირზე 8-9 ბალით განისაზღვრა. მიწისძვრამ დააზიანა 46,000 შენობა. მსხვერპლი 114-270 ადამიანი იყო. ზარალი მაშინდელი კურსით 100 მლნ. მანეთს აჭარბებდა. განმეორებითი ბიძგები რამდენიმე თვე მეორდებოდა, მათ შორის ყველაზე ძლიერი 1992 წლის 23 ოქტომბერს, ბარისახოში დაფიქსირდა, მაგნიტუდით 6.4

აფტერშოკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიწისძვრას მოჰყვა დიდი რაოდენობით აფთერშოკები. მათგან ზოგიერთი იყო საკმაოდ ძლიერი და დამატებითი ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია.

რაჭის მიწისძვრიდან წელიწადნახევრის შემდეგ 1992 წლის ოქტომბერში მოხდა ძლიერი მიწისძვრა მაგნიტუდა 6.5, ხოლო ინტენსივობა ეპიცენტრში 8 ბალი იყო. ეპიცენტრი ბარისახოსთან მდებარეობდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]