ალოშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალოშა
ალოშა
Campanula latifolia
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Campanula latifolia

ალოშა[1] (ლათ. Campanula latifolia) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა მაჩიტასებრთა ოჯახიდან (ლათ. Campanulaceae), 60-120 სმ სიმაღლისა, ძლიერი ფესვებით, გლუვი ან დაღარული ღეროთი, ფოთლები გრძელი, კვერცხისებრი, ბოლოში წაწვეტებული, ორივმხრივ ოდნავ შებუსული, ლურჯი მოიისფრო, დიდი ზომის (4-6 სმ სიგრძის) ყვავილები ღეროზე უხვადაა გარდიგარმო განლაგებული.

ალოშა იზრდება ხშირ კორომებად, ყვავის ივლის-აგვისტოში. გავრცელებულია ევროპასა და დასავლეთ აზიაში. საქართველოში გვხვდება სუბალპურ და ალპურ ველებში, მაღალბალახეულსა და ტყის პირებში ზღვის დონიდან 2000 მეტრამდე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Die große Pflanzen-Enzzklopädie, Bd. 1. გვ. 225

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]