ბანდუნგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ბანდუნგი
ინდონ. Kota Bandung
დროშა გერბი


Gemah Ripah Wibawa Mukti
ქვეყანა ინდონეზიის დროშა ინდონეზია
პროვინცია დასავლეთი იავა
შიდა დაყოფა Bandung Kulon[1] , Babakanciparay[1] , Bojongloa Kaler[1] , Bojongloa Kidul[1] , Astana Anyar[1] , Regol[1] , Lengkong[1] , Bandung Kidul[1] , Buahbatu[1] , Rancasari[1] , Gedebage[1] , Cibiru[1] , Panyileukan[1] , Ujungberung[1] , Cinambo[1] , Arcamanik[1] , Antapani[1] , Mandalajati[1] , Kiaracondong[1] , Batununggal[1] , Sumur Bandung[1] , Andir[1] , Cicendo[1] , Bandung Wetan[1] , Cibeunying Kidul[1] , Cibeunying Kaler[1] , Coblong[1] , Sukajadi[1] , Sukasari[1] და Cidadap[1]
კოორდინატები 6°54′53″ ს. გ. 107°36′35″ ა. გ. / 6.91472° ს. გ. 107.60972° ა. გ. / -6.91472; 107.60972
მმართველი Yana Mulyana
დაარსდა 25 სექტემბერი, 1810
პირველი ხსენება 1488
ფართობი 167,67 კმ²
ცენტრის სიმაღლე 768
მოსახლეობა 2 393 633 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 14 000 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+7
სატელეფონო კოდი +62 361
საფოსტო ინდექსი 40111–40973
საავტომობილო კოდი D
ოფიციალური საიტი bandung.go.id
ბანდუნგი — ინდონეზია
ბანდუნგი

ბანდუნგი (ინდონ. Kota Bandung) — ქალაქი ინდონეზიაში, დასავლეთ იავის პროვინციის დედაქალაქი, ქვეყნის მესამე უდიდესი ქალაქი და 2,4 მლნ მცხოვრებით (2010) მეორე უმსხვილესი მეტროპოლისი.[2] მდებარეობს ზღვის დონიდან 768 მეტრზე, ჯაკარტიდან დაახლოებით 140 კმ–ით სამხრეთ–აღმოსავლეთით. წლის განმავლობაში, ბანდუნგში ყველაზე დაბალი ტემპერატურაა ინდონეზიის ქალაქებს შორის. გაშენებულია მდინარის აუზში, გარსშემორტყმულია ვულკანური მთებით. სწორედ ეს კარგი ბუნებრივი დამცავი სისტემა გახდა ჰოლანდიის ოსტინდოეთის კომპანიის მთავრობის გეგმისა, კოლონიური დედაქალაქი ბატავიიდან ბანდუნგში გადაეტანათ.

XVIII საუკუნეში ჰოლანდიელმა კოლონისტებმა მთების გარშემო ჩაის პლანტაციები გააშენეს. ასევე გაიყვანეს გზა, რომელიც ამ პლანტაციებს დედაქალაქთან აკავშირებდა. ქალაქის ჰოლანდიელმა მაცხოვრებლებმა მისი მუნიციპალიტეტად გარდაქმნა მოითხოვეს, რაც 1906 წელს იქნა მიღწეული და შედეგად, ბანდუნგი თანდათან პლანტაციების მფლობელთათვის განკუთვნილ საკურორტო ქალაქად გარდაიქმნა, მდიდრული სასტუმროებით, რესტორნებით, კაფეებით; გაიხსნა ევროპული ბუტიკები, რის გამოც ქალაქს ზედემტსახელად იავის პარიზიც კი უწოდეს (ნიდერლ. Parijs van Java).

მას შემდეგ, რაც 1945 წელს ინდონეზიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ქალაქმა სწრაფი განვითარება და ურბანიზაცია იწყო, რის შედეგადაც ბანდუნგი იდილიური ქალაქიდან მჭიდროდ დასახლებულ (16 000 ადამიანი კმ²–ზე) მეტროპოლისად გადაიქცა. სწრაფად გამოილია ბუნებრივი რესურსები, მათი დიდი ნაწილი დაცულმა მაღლობებმა, ვილებმა და სხვა უძრავმა ქონებამ დაიკავა. მიუხედავად იმისა, რომ ბანდუნგს დღემდე ბევრი პრობლემა აქვს, იგი მაინც ბევრ იმიგრანტს და დამსვენებელს იზიდავს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]