ჰობიტი: მოულოდნელი მოგზაურობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰობიტი“ ამ გვერდზე გადმოდის. სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჰობიტი (მრავალმნიშვნელოვანი).
„ჰობიტი: მოულოდნელი მოგზაურობა“
ჟანრი ფენტეზი
რეჟისორი პიტერ ჯექსონი
პროდიუსერი ფრენ უოლში
კეროლაინ კენინგემი
ზეინ ვაინერი
პიტერ ჯექსონი
სცენარის ავტორი ფრენ უოლში
ფილიპა ბოიენსი
პიტერ ჯექსონი
გილერმო დელ ტორო
ნაწარმოები „ჰობიტი“
ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი
როლებში
კომპოზიტორი ჰოვარდ შორი
ოპერატორი ენდრიუ ლესნი
მონტაჟი ჯეიბეზ ოლსენი
სტუდია
დისტრიბუტორი Warner Bros.
გამოსვლის თარიღი
  • 28 ნოემბერი, 2012 (2012-11-28) (ველინგტონი (პრემიერა))
  • 12 დეკემბერი, 2012 (2012-12-12) (ახალი ზელანდია)
ხანგრძლივობა 169 წთ.[1]
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთიანებული სამეფო
დროშა: ახალი ზელანდია ახალი ზელანდია
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 200–315 მილიონი აშშ დოლარი[2][3]
შემოსავალი $1.017 მილიარდი აშშ დოლარი[4]
შემდეგი ჰობიტი: სმაუგის ნაოხარი
2013

ჰობიტი: მოულოდნელი მოგზაურობა (ინგლ. The Hobbit: An Unexpected Journey) — რეჟისორ პიტერ ჯექსონის კინოტრილოგიის „ჰობიტი“ პირველი ფილმი. იგი ეფუძნება ჯ.რ.რ. ტოლკინის რომანს „ჰობიტი“ (1937). მას მოჰყვება ორი ფილმი, „ჰობიტი: სმაუგის ნაოხარი“ (2013) და „ჰობიტი: ხუთი ლაშქრის ბრძოლა“ (2014).

ფილმში მოქმედება მიმდინარეობს შუახმელეთში. სიუჟეტის მიხედვით ჰობიტი ბილბო ბეგინსი (მარტინ ფრიმენი) ჯადოსან განდალფის მიერ ჩათრეულია მოგზაურობაში 13 ჯუჯასთან ერთად, თორინ მუხისფარის (რიჩარდ არმიტიჯი) მეთაურობით. მათი მიზანია დრაკონ სმაუგის მიერ მიტაცებული მარტოსული მთის დაბრუნება. ფილმის პრემიერა გაიმართა 2012 წლის 28 ნოემბერს, ველინგტონში, ახალ ზელანდიაში, ხოლო ძირითადი ჩვენებები დაიწყო 2012 წლის 14 დეკემბრიდან. პრემიერა საქართველოში გაიმართა 2012 წლის 20 დეკემბერს.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

თავის 111-ე დაბადების დღეზე ჰობიტი ბილბო ბეგინსი გადაწყვეტს, დისშვილ ფროდო ბეგინსისათვის დაწეროს ამბავი, რომელიც მას 60 წლით ადრე თავს გადახდა. ბილბო, თავისი მოგზაურობის აღწერამდე, იხსენებს ჯუჯა თრორის ერებორში მეფობას და იმას, თუ როგორ აყვავდა მთისქვეშეთის სამეფო, სანამ დრაკონი სმაუგი მას დაიპყრობდა. ჯუჯების ოქროს მიტაცების სურვილით სმაუგი ანადგურებს ახლოს მდებარე ქალაქ ველს, ხოლო ჯუჯებს ერებორიდან აძევებს. თრორის შვილიშვილი, თორინი გამოქცევისას ხედავს მთასთან ელფთა მეფე თრანდუილსა და მის ამალას, მაგრამ ელფები უარს ამბობენ ჯუჯათა დახმარებაზე.

წლების შემდეგ ბილბო ბეგინსს ეწვევა ჯადოსანი განდალფი და თან მოჰყავს ცამეტი ჯუჯა, მათ შორის - თორინი. ისინი ბილბოს სთავაზობენ „გამტეხის“ სახით მათ თანხლებას მოგზაურობაში, რომელიც მიზნად ისახავს სმაუგისგან ოქროს დაბრუნებას. განდალფი და რაზმი ათვალიერებენ თრორის რუკას, რომელზეც გამოსახულია მათი სამიზნე - მარტოსული მთა. ჯიუტი ბილბო მაინც უერთდება რაზმს, რომელიც ერებორისკენ მიემართება. გზად მათ მთის ტროლები იჭერენ, მაგრამ ბილბო მათ ატყუებს და როდესაც თითქმის თენდება, ჩნდება განდალფი, რომელიც ამსხვრევს დიდ ლოდს. მზის შუქი ტროლებს ქვად აქცევს. ტროლთა სამალავში მოგზაურები პოულობენ იარაღს - ელფების მიერ დამზადებულ ორკრისტსა და გლამდრინგს, ხოლო მომცრო ზომის ხმალს განდალფი ბილბოს გადასცემს.

გზად მოგზაურები ხვდებიან რადაგასტ ჟღალს, ჯადოსანს, რომელიც ბნელტევრში ცხოვრობს და ადგილობრივ ფლორასა და ფაუნას მფარველობს. იგი მათ უამბობს, რომ დოლ გულდურის ნანგრევებიდან დიდი საშიშროება მოიწევს, რომელიც ტყესაც ანადგურებს. მოგზაურებს მისდევენ ვარგებზე ამხედრებული ორკები და რადაგასტი მათ სხვა მიმართულებით იტყუებს. ლოდის ქვეშ დამალული გზით განდალფი რაზმს შუაველისკენ მიუძღვება, ხოლო ვარგებსა და ორკებს დაჭრიან ელფი მხედრები. შუაველში მოგზაურებს მასპინძლობას უწევს ნახევარელფი ელრონდი, რომელიც თრორის რუკაზე მთვარის რუნებს აღმოაჩენს. ამით ცნობილი ხდება, რომ ერებორის ფარულ კარში შესასვლელი გზა მხოლოდ დურინის დღეს, მთვარის შუქზე ხდება ხილვადი.

განდალფი ხვდება თეთრ საბჭოს - ელრონდს, გალადრიელსა და სარუმან თეთრს და ესაუბრება ჯუჯების მოგზაურობის შესახებ. იგი აგრეთვე უამბობს საშიშროებაზე, რომელიც რადაგასტმა დოლ გულდურში იხილა და შიშზე, რომ იქ მცხოვრები ნეკრომანტი, როგორც იგი საკუთარ თავს უწოდებს, სინამდვილეში საურონია. სხვები ამას სკეპტიკურად უყურებენ, ვინაიდან დარწმუნებულები არიან, რომ საურონი სამუდამოდ დამარცხდა და ნეკრომანტი არ წარმოადგენს ნამდვილ საშიშროებას.

განდალფი ყველასგან ფარულად ბილბოსა და ჯუჯებს ნისლიანი მთებისკენ აგზავნის. იქ მოგზაურებს იჭერენ გობლინები და ისინი დიდ გობლინთან მიჰყავთ. ბილბო კი იკარგება და პოულობს იდუმალებით მოცულ ბეჭედს, რომელიც იქვე მცხოვრებ გოლუმს ეკუთვნის. ბეჭედს გოლუმი კარგავს მოკლული გობლინის თრევისას. ბილბო მას ჯიბეში მალავს და გოლუმს ხვდება. ისინი გამოცანებით თამაშობენ და ბილბო იგებს - მას შემდეგ, რაც გოლუმს ჰკითხავს, თუ რას მალავს ჯიბეში. გოლუმმა, დაპირებისამებრ, უნდა გაიყვანოს გამოქვაბულიდან და სწორი გზა უჩვენოს, მაგრამ მიხვდება, რომ ბილბო მის ბეჭედს მალავს და განრისხებული, ჰობიტს მისდევს.

დიდი გობლინისგან თორინი და ჯუჯები შეიტყობენ, რომ ორკი აზოგი, რომელმაც მეფე თრორი მოკლა, გადარჩენილია და თორინის თავის მოკვეთა სწადია. ამ დროისათვის განდალფი ჩნდება და ჯუჯებს გადაარჩენს, გამოქვაბულებიდან გამოსვლამდე კი დიდ გობლინს კლავს. ბილბო აღმოაჩენს, რომ ბეჭედი მფლობელს აქრობს და გოლუმს მიჰყვება, რომელიც სინამდვილეში მას ეძებს. გასასვლელთან ბილბო ყოყმანობს და გადაწყვიტავს, გოლუმს სიცოცხლე შეუნარჩუნოს. იგი ტოვებს გამოქვაბულებს და უერთდება რაზმს, თუმცა ბეჭედზე არაფერს ეუბნება.

მოგზაურებს თავს ესხმიან აზოგი და მისი რაზმი. განდალფი და სხვები მთის ნაპირზე, ხეებზე იმალებიან, მაგრამ ვეებერთელა ვარგები ხეებს აწვებიან, ამოძირკვავენ და მთიდან აგდებენ. ერთ ხეზე აღმოჩენილი განდალფი, ბილბო და ჯუჯები გირჩებს აგროვებენ და ალმოკიდებულებს, ორკებს ესვრიან. განრისხებული თორინი ძირს ჩამოდის და აზოგს შეებმება, თუმცა დამარცხებული უგონოდ ეცემა. ბილბო მის დაცვას ცდილობს, მაგრამ საბოლოოდ მოგზაურებს არწივები გადაარჩენენ. მათ რაზმი ქაროკზე მიჰყავთ. განდალფი მოასულიერებს თორინს, რომელიც ბილბოს მადლობას უხდის. შორს ჰორიზონტზე ჩანს მარტოსული მთა, რომელშიც იღვიძებს დრაკონი სმაუგი.

როლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსახიობი როლი
მარტინ ფრიმენი ბილბო ბეგინსი
იენ მაკ-კელენი განდალფ რუხი
რიჩარდ არმიტიჯი თორინ მუხისფარი
გრემ მაკ-ტევიში დვალინი
კენ სტოტი ბალინი
ეიდენ ტერნერი კილი
დინ ო’გორმენი ფილი[5][6]
მარკ ჰედლოუ დორი
ჯედ ბროფი ნორი
ადამ ბრაუნი ორი
ჯონ კელენი ოინი
პიტერ ჰემბლტონი გლოინი
უილიამ კირჩერი ბიფური
ჯეიმზ ნესბიტი ბოფური
სტივენ ჰანტერი ბომბური
ენდი სერკისი გოლუმი/სმეაგოლი
კეიტ ბლანშეტი გალადრიელი
კრისტოფერ ლი სარუმან თეთრი
სილვესტერ მაკ-კოი რადაგასტ ჟღალი
ელაიჯა ვუდი ფროდო ბეგინსი
ჰუგო უივინგი ელრონდი[7]
იენ ჰოლმი მოხუცი ბილბო ბეგინსი
ბარი ჰამფრიზი დიდი გობლინი.[8]

პოსტ-წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისტრიბუცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარკეტინგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმის პირველი ტრეილერი პირველად წარდგენილი იქნა ჯექსონის პროდიუსერობით გადაღებული ფილმის „ტენტენის თავგადასავლები“ აშშ-ის კინოთეატრებში ჩვენებისას, 2011 წლის 21 დეკემბრიდან,[9] და ინტერნეტში იმავე დღეს იქნა გავრცელებული.[10] ჯეფ ბუშერის (Los Angeles Times) აზრით, „მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ძალიან სწრაფ მიმდინარეობდა, ფანებში ალიაქოთის გამოსაწვევად იგი საკმარისი იყო“.[11] ჯენ ჩეინი (Washington Post): „ვიზუალურად და ტონალურად, ეს ნიმუში იდეალურად ერწყმის 2001, 2002 და 2003 წლებში გამოსულ ფროდო ბეგინსის ისტორიებს. მაგრამ სიუჟეტი ტრეილერებში მთავარი არ არის. ეს ვიდეო ხელახლა გვაცნობს შუახმელეთს“. [12]

ჯექსონი, ფრიმენი, მაკ-კელენი, არმიტიჯი, სერკისი, ვუდი და სცენარის თანაავტორი ფილიპა ბოიენსი ფილმის პრომოკამპანიის ფარგლებში გამოჩნდნენ 2012 წლის ფესტივალზე San Diego Comic-Con International, სადაც წარადგინეს „მოულოდნელი მოგზაურობის“ 12 წუთიანი ნაწყვეტი.[13]

2012 წლის 8 ოქტომბერს ველინგტონის მერმა სელია უეიდ-ბრაუნმა გამოაცხადა, რომ ფილმის პრემიერასთან დაკავშირებით ახალი ზელანდიის დედაქალაქს ერთი კვირით შეეცვლებოდა სახელი და ეწოდებოდა „შუახმელეთის შუაგული“.[14]

პრემიერა კინოთეატრებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტენდი თეატრთან Embassy (ველინგტონი, ახალი ზელანდია), ფილმის „ჰობიტი: მოულოდნელი მოგზაურობა“ მსოფლიო პრემიერა

ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართა 2012 წლის 28 ნოემბერს, ველინგტონში (ახალი ზელანდია)[15], ხოლო ქვეყნის კინოთეატრებში სრულად იგი 12 დეკემბერს გამოვიდა. ევროპაში პრემიერა გაიმართა 13 დეკემბერს, ინდოეთში, კანადაში და აშშ-ში - 14 დეკემბერს[16][17] ხოლო 26 დეკემბერს - ავსტრალიაში. იგი ასევე ნაჩვენები იქნა ყოველწლიური, რიგით 65-ე სამეფო კინოჩვენებისას ლონდონში, 2012 წლის 12 დეკემბერს.[18]

ახალ ზელანდიაში წითელ ხალიჩასთან პრემიერის დღეს დაახლოებით 100.000 ადამიანი შეიკრიბა. ღონისძიება ნაჩვენები იქნა ქვეყნის სატელევიზიო ეთერით და გადაიცემოდა ინტერნეტში. [19]

DVD / Blu-Ray[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმი DVD, Blu-ray და Blu-ray 3D ფორმატებში გამოიცემა 2013 წლის 19 მარტს.[20] წლის ბოლოს გამოიცემა მეორე ვერსია, გადაღებული მასალის დამატებითი 20-25 წუთით [21]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. THE HOBBIT - AN UNEXPECTED JOURNEY (12A). British Board of Film Classification (2012-11-29). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-05. ციტირების თარიღი: 2012-11-29.
  2. Masters, Kim (October 17, 2012). 'The Hobbit:' Inside Peter Jackson and Warner Bros.' $1 Billion Gamble“. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: December 21, 2013. ციტატა: „A knowledgeable source says the first two installments cost $315 million each, and that's with Jackson deferring his fee. A studio source insists that number is wildly inflated and, with significant production rebates from New Zealand, the cost is closer to $200 million a movie.“
  3. 'Hobbit' Sequel Reigns at Box Office“. The Wall Street Journal. ციტირების თარიღი: December 21, 2013.
  4. The Hobbit: An Unexpected Journey. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: December 21, 2013.
  5. Vary, Adam B.. (24 April 2011) 'The Hobbit': Actor Rob Kazinsky, cast as dwarf Fili, drops out of movie. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 აპრილი 2011. ციტირების თარიღი: 24 April 2011.
  6. Jackson, Peter. (April 30, 2011) casting News!. Peter Jackson. ციტირების თარიღი: April 30, 2011.
  7. Holmes, Matt. (9 December 2010) Orlando Bloom Close to THE HOBBIT Return, MeKellen, Serkis, Weaving Talks Continue. ObsessedWithFilm. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 დეკემბერი 2010. ციტირების თარიღი: 29 March 2011.
  8. http://www.theonering.net/torwp/2011/06/19/45296-pj-confirms-evans-and-cumberbatch-announces-losts-evangeline-lilly-and-barry-humphries/
  9. Eames, Tom. (16 December 2011) 'The Hobbit' trailer confirmed to air before 'Tintin' in US. Digital Spy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 დეკემბერი 2012. ციტირების თარიღი: 22 September 2012.
  10. Chaney, Jen (20 December 2011). 'The Hobbit' trailer: Once more into Middle-earth“. Washington Post. ციტირების თარიღი: 22 September 2012.
  11. Boucher, Geoff (20 December 2011). „‘The Hobbit’ trailer brings back magic (and not just for fans)“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 22 September 2012.
  12. http://www.washingtonpost.com/blogs/celebritology/post/the-hobbit-trailer-once-more-into-middle-earth/2011/12/20/gIQAN9dJ8O_blog.html
  13. Vary, Adam B.. (14 July 2012) 'The Hobbit' Comic-Con panel: Peter Jackson gifts a bounty of footage upon Hall H. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 დეკემბერი 2012. ციტირების თარიღი: 25 September 2012.
  14. "Wellington: The Middle of Middle-Earth", The New Zealand Herald, 8 October 2012, http://www.nzherald.co.nz/nz/news/article.cfm?c_id=1&objectid=10839152. წაკითხვის თარიღი: 23 October 2012.
  15. Bulbeck, Pip. (6 June 2012) New Zealanders to See 'The Hobbit: An Unexpected Journey' on Nov. 28. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 24 September 2012.
  16. Facebook 'The Hobbit UK' announcement(19 October 2012). "[1]."
  17. McClintock, Pamela. (31 August 2012) Third 'Hobbit' Film Sets Release Date. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 31 August 2012.
  18. Kemp, Stuart. (24 September 2012) 'The Hobbit: An Unexpected Journey' Gets Royal Appointment. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 24 September 2012.
  19. „Live Stream of the Hobbit Premiere“. 3 News NZ. 28 November 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 დეკემბერი 2012. ციტირების თარიღი: 16 დეკემბერი 2012.
  20. The Hobbit: An Unexpected Journey. Blu-ray.com. ციტირების თარიღი: January 18, 2013.
  21. Sims, Andrew. (8 December 2012) 'The Hobbit: An Unexpected Journey' Extended Edition will run over 3 hours. Hypable. ციტირების თარიღი: 15 December 2012.