ლოს-მოჩისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ლოს-მოჩისი
Los Mochis
გერბი

ქვეყანა მექსიკის დროშა მექსიკა
შტატი სინალოა
კოორდინატები 25°47′00″ ჩ. გ. 108°59′37″ დ. გ. / 25.7834972° ჩ. გ. 108.9937417° დ. გ. / 25.7834972; -108.9937417
დაარსდა 1893
ცენტრის სიმაღლე 10
მოსახლეობა 256 613 კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTC-7, ზაფხულში UTC-6
სატელეფონო კოდი 668
ოფიციალური საიტი http://www.ahome.gob.mx/
Map of Mexico Demis.png
Map of Mexico Demis.png

ლოს-მოჩისი (ესპ. Los Mochis) — ზღვისპირა ქალაქი მექსიკაში, სინალოის შტატში, აომეს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. 2010 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 256 613 ადამიანს შეადგენს, რაც მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 61 პროცენტია.

ლოს-მოჩისი ჩიუაუა-ალ-პასიფიკოს რიკინიგზის დასავლეთ ტერმინალია, რომელიც თვალწარმტაც სპილენძის კანიონში გაივლის. ეს რკინიგზა პრეზიდენტმა პორფირიო დიასმა დაამტკიცა, როგორც აშშ-ის ქალაქ კანზასისა და წყნარიოკეანისპირა ქალაქ ტოპოლობამპოს მსხვილფეხა რქოსანი საქონლით ვაჭრობის დამაკავშირებელი არტერია.

ქალაქი 1893 წელს ამერიკელმა უტოპისტმა სოციალისტებმა დააარსეს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]