გაერთიანებული არაბული სახელმწიფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაერთიანებული არაბული სახელმწიფო
არაბ. الدول العربية المتحدة


 

 

1958 — 1961
 

 

დედაქალაქი არ იყო განსაზღვრული
ენა არაბული
რელიგია ისლამი
მმართველობის ფორმა კონფედერაცია

გაერთიანებული არაბული სახელმწიფო (არაბ. الدول العربية المتحدة) — ხანმოკლე ისტორიის მქონე კონფედერაცია გაერთიანებულ არაბულ რესპუბლიკასა (ეგვიპტე და სირია) და ჩრდილოეთ იემენს შორის 1958–1961 წლებში.

გაერთიანებული არაბული რესპუბლიკა სუვერენული სახელმწიფო იყო, რომელიც 1958 წელს ეგვიპტემ და სირიამ შექმნეს. ამავე წელს, მათ შუერთდა იემენის მუტავაკილიტის სამეფო, რომელსაც ეგვიპტესთან უკვე დადებული ჰქონდა თავდაცვითი პაქტი, რის შედეგადაც შეიქმნა არამდგრადი კონფედერაცია. მიუხედავად ამისა, გაერთიანებული არაბული რესპუბლიკის წევრი ქვეყნებისაგან განსხვავებით, იემენი სუვერენულ სახელმწიფოდ დარჩა. მან შეინარჩუნა გაეროს წევრობა და კონფედერაციაში ყოფნის პერიოდში, მისი საელჩოები ასევე ცაკლე იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]