ღარიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ღარიანი
არაბ. غريان‎

ღარიანი 1940-იან წლებში
ქვეყანა ლიბიის დროშა ლიბია
რეგიონი ტრიპოლიტანია
რაიონი ელ-ჯაბალ-ელ-ღარბი
კოორდინატები 32°10′11″ ჩ. გ. 13°01′00″ ა. გ. / 32.16972° ჩ. გ. 13.01667° ა. გ. / 32.16972; 13.01667
ცენტრის სიმაღლე 700
მოსახლეობა 38 740 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTC+2
ღარიანი — ლიბია
ღარიანი

ღარიანი (არაბ. غريان‎) — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ ლიბიაში, ელ-ჯაბალ-ელ-ღარბის რაიონში. 2007 წლამდე იყო ღარიანის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ღარიანი ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია ნაფუსის ქედზე, არეალში, რომელიც ძირითადად ბერბერებითაა დასახლებული.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღარიანი ფეცანსა და ნაფუსის მთებს შორის არსებულ სავაჭრო გზაზე მდებარეობდა. 1884 წელს აქ ოსმალებმა ქალაქის საბჭო დააარსეს.[1]

XX საუკუნის დასაწყისში, ღარიანი ლიბიაში იტალიელთა შემოჭრის წინააღმდეგობის ცენტრი იყო.

2011 წელს, ქალაქი კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ ამბოხებაში აღმოჩნდა ჩრთული. 2 მარტს ის სამთავრობო ძალებმა აიღეს.[2] მეამბოხეების ხელში იგი 15 აგვისტოს გადავიდა.[3]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Anderson, Lisa (1984). „Nineteenth-Century Reform in Ottoman Libya“. International Journal of Middle East Studies (16(3)): 325–348, 331.
  2. „Battle rages over Libyan oil port“. Al Jazeera. 3 March 2011. ციტირების თარიღი: 16 October 2011.
  3. „Libya rebels take Garyan, south of Tripoli-witness“. Reuters Africa. Reuters. 18 August 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 სექტემბერი 2012. ციტირების თარიღი: 16 October 2011.