ვალდემარ IV ატერდაგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვალდემარ IV
დანიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 24 ივნისი, 1340
მმართ. დასასრული: 24 ოქტომბერი, 1375
წინამორბედი: კრისტოფერ II
მემკვიდრე: ოლაფ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1320
გარდ. თარიღი: 24 ოქტომბერი, 1375, (54-55 წლის)
მეუღლე: ჰელვიგ შლეზვიგელი
შვილები: კრისტოფერი, ლოლანის ჰერცოგი
ინგებორგი, მეკლენბურგის ჰერცოგინია
მარგრეტე I, დანიის დედოფალი
დინასტია: ესტრიდსენები
მამა: კრისტოფერ II, დანიის მეფე
დედა: ეფემია პომერანიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ვალდემარ IV ატერდაგი (დან. Valdemar Atterdag; დ. 1320 — გ. 24 ოქტომბერი, 1375) — დანიის მეფე 1340–1375 წლებში. 40-იან წლებში გააერთიანა სამეფოს ცალკეული ნაწილები, რომლებიც გერმანელ ფეოდალებს ჰქონდათ მიტაცებული. დააწესა მძიმე გადასახადები. ესტონელ გლეხთა აჯანყებამ აიძულა ჩრდილოეთ ესტონეთი ლივონიის ორდენისათვის მიეყიდა. ბალტიის ზღვის დასავლეთ ნაწილში გაბატონებისათვის ეომებოდა ჰანზას და შვედეთს. 1361 წელს დაიპყრო კუნძული გოტლანდი, მის დროს დანია-ჰანზის ახალი ომი (1367–1370) დანიის დამარცხებით დამთავრდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]