ამბროსე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამბროსე — XV-XVI საუკუნეების ქართველი მხატვარი-კალიგრაფი, წარმოშობით სამცხედან, ათაბაგ ქაიხოსრო I ჯაყელის (1498-1500) გაზრდილი.

1498 წელს ამბროსეს გადაუწერია და შეუმკია „ფსალმუნნი“. 1500 წელს მას ახლადაღსაყდრებულმა ათაბაგმა მზეჭაბუმა დაავლა ქაიხოსრო I-ის სულის მოსახსენიებლად შეწირულობების განაწილება აღმოსავლეთ საქრისტიანოს სამონასტრო კერებისთვის. ამბრისე ეწვია ათონის მთას, სადაც მოაჭედინა ან თვით მოჭედა პორტაიტის ღვთისმშობლის ხატი. 1501 წელს ამბროსე გაემგზავრა იერუსალიმს და აქ ოთხთავი გადაწერა. შესაძლოა ის იყოს XVI საუკუნის I ნახევარში ალასტნის ჭალთა წმ. გიორგის მონასტერში გადაწერილი მეტაფრასის ერთ-ერთი ანდერძ-მინაწერში მოხსენიებული ამავე მონასტრის წინამძღვარი ამბროსე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]