ნიეივე-ვატერვეგის არხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიეივე-ვატერვეგის არხი

ნიეივე-ვატერვეგის არხი (ნიდერლ. Nieuwe Waterweg) — სანაოსნო არხი ნიდერლანდებში, რაინისა და მაასის დელტაში. იწყება მდინარე სხერის შესართავის რაიონში და მიემართება დასავლეთისაკენ. ჰუკ-ვან-ჰოლანდთან გადის ჩრდილოეთის ზღვაში. მდინარე რაინის ხელოვნური შესართავია. აშენდა XIX საუკუნის მეორე ნახევარში. ამჟამად წარმოადგენს ევროპორტთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტს. სიგრძე 10 კმ. 1997 წელს დელტაპროექტის ფარგლებში არხისთვის ააშენეს მასლანტკერინგის ბარიერი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]