ურბანული გეოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი ნიუ-იორკი — მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ურბანული ადგილი.

ურბანული გეოგრაფია, გეოურბანისტიკაეკონომიკური გეოგრაფიის დარგი,[1] რომელიც შეისწავლის საქალაქო ცენტრებთან დაკავშირებულ კომპლექსურ ანალიზებსა და პრობლემებს. როგორც საზოგადოებრივი გეოგრაფიის გამოყენებითმა დარგმა განიცადა რამდენიმე ცვლილება თავისი პარადიგმების მდგომარეობის მიხედვით.

პირველი პარადიგმა „ნაკვეთი“, რომელიც საკუთრივ ურბანული გეოგრაფიის ჩამოყალიბებით დასრულდა — წარმოიშვა ქალაქის ტრადიციული გაგებით „დიდი ქარხანის“ სახით, რომელშიც შესაძლებელია გამოითვალოს ცხოვრებისუნარიანობის ძირითადი პარამეტრები და შემდგომ სისტემურ პრობლემებზე დაფუძნებული მოვლენების პროგნოზირებისა და წინსვლითი რეაქციების საკითხები. ასეთმა მიდგომამ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ XX საუკუნის 60-70-იან წლებში საზოგადოებრივი გეოგრაფიის ამ დარგმა — ურბანულმა გეოგრაფიამ მეთოდოლოგიური საფუძვლების ცვლილება განიცადა.

პირველი ცნობები ურბანული გეოგრაფიის შესახებ მოცემულია ძველი ბერძენი ფილოსოფოსების შრომებში. პლატონი (ძვ.წ. 428/427 — 348/347) აღწერდა ქალაქის იდეალურ მოდელს, არისტოტელე (ძვ. წ. 384 ― 322) იკვლევდა პოლისების ორგანიზაციას. აღორძინების ეპოქაში მოღვაწე ანტონიო ფილარეტე (დაახლ. 1400 ― 1469) თავის შრომებში აღწერს ქუჩებისა და არხების სისტემას, საცხოვრებელი ადგილების ნორმებს, ვაჭრობის ორგანიზაციის წესებს. XX საუკუნის დასაწყისში ურბანული გეოგრაფია განიცდიდა დიფერენციაციას. 1909 წელს ქალაქ ლონდონში დაფუძნდა მსოფლიოში პირველი ურბანული დიზაინი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • В. Л. Глазычев., Урбанистика. - М.: Издательство «Европа», 2008. ISBN 978-5-9739-0148-6.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]