ბავარიის ზეგანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბავარიის ზეგანი
ბავარიის ზეგანი
ბავარიის ზეგანი
კოორდინატები: 48° ჩ. გ. 12° ა. გ. / 48° ჩ. გ. 12° ა. გ. / 48; 12
ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
ბავარიის ზეგანი — გერმანია
ბავარიის ზეგანი

ბავარიის ზეგანი (გერმ. Bayerisches Alpenvorland) — საშუალომთიანი შემაღლება გერმანიაში. გადაჭიმულია ბოდენის ტბის აღმოსავლეთით. ჩრდილოეთიდან მას შვაბიისა და ფრანკონიის იურის და ბოჰემიის მასივის სამხრეთი კიდეები ეკვრის. შუა ნაწილში ის მაქსიმალურად განიერია, დასავლეთი და აღმოსავლეთი ნაწილები კი უფრო ვიწროვდება. სამხრეთიდან პლატო შემოფარგლულია, თითქმის, სწორხაზოვანი ბავარიისა და ზალცბურგის ალპების კედლით. პლატოს მთელი ჩრდილო კიდის გასწვრივ, მეტწილად ფართო ხეობაში, მიედინება ზემო დუნაი. მას ერთვიან მდინარეები, რომლებიც პლატოს გადაკვეთენ, მათ შორის უდიდესნი (ილერი, ლეხი, იზარი, ინი) ალპებში იბადებიან, მათი შენაკედები და ღელეები კი პლატოს ბორცვიან მაღლობებზე იღებენ სათავეს. გეოლოგიური აგებულებისა და რელიეფის ხასიათით წააგავს შვეიცარიის ზეგანს.

უმეტესად აგებულია უმეტესად მოლასებით. რაიონის სამხრეთი და დასავლეთი ნაწილების რელიეფშიც აგრეთვე დიდ როლს თამაშობენ ალპებიდან გამყინვარების დროს ჩამოტანილი ბოლომორენული რკალისებური სერები და ფლუვიოგლაციალური რიყეების ფართო მაღალი ტერასები, რომლებშიც მდინარეთა ხეობებია შეჭრილი. ამ ტერასებს შორის უძველესნი დაფარული არიან ლიოსისებური თიხამიწებით. რეგიონში ყველაზე დიდი ქალაქია მიუნხენი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Добрынин Б. Ф. Физическая география Западной Европы, М., 1948.