ალექსანდრე ლორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე ლორია
დაბადების თარიღი 23 აგვისტო, 1934(1934-08-23) (89 წლის)
დაბადების ადგილი ბათუმი, აჭარის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა მწერალი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი

ალექსანდრე ლორია (დ. 23 აგვისტო,1934, ბათუმი) — ქართველი მწერალი და ბიბლიოგრაფი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ბათუმში 1934 წელს, ცნობილი მწერლის პარმენ ლორიას ოჯახში. 1958 წელს დაამთავრა თბილისის ა. ს. პუშკინის სახელობის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი, ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და ბიბლოგრაფიის სპეციალობით. ამავე წლიდან მუშაობას იწყებს ბიბლიოთეკათმცოდნეობის კათედრაზე მასწავლებლად. 1962-1972 წლებში პედაგოგიური ინსტიტუტის ბიბლიოთეკის დირექტორი. ამ პერიოდში გაეცნო უცხოეთის მრავალ ბიბლიოთეკას, დაესწრო IFLA-ს კონგრესს კანადაში, აშშ და გერმანიაში. 1972 წელს იცავს დისერტაციას თემაზე: „კითხვის ხელმძღვანელობის ფსიქოლოგიური საფუძვლები“. 1972-1974 წლებში აღნიშნული ინსტიტუტის პრორექტორი ადმინისტრაციის დარგში. 1974-1977 წლებში ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და ბიბლიოგრაფიის ფაკულტეტის დეკანი. კითხულობდა ლექციებს ბიბლიოთეკათმცოდნეობის დარგში. ეწეოდა სამეცნიერო მუშაობას, გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო კრებული და სტატია.

1993-2002 წლებში პარალელურად მუშაობს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურის უნივერსიტეტში, კითხულბს ლექციებს. 1988-2000 წლებში ბიბლიოთეკათმცოდნეობის კათედრის გამგე. 1999 წლიდან საბიბლიოთეკო ასოციაციის გამგეობის წევრი. 2000 წლიდან დღემდე არის ჟურნალ „საქართველოს ბიბლიოთეკის“ მთავარი რედაქტორი. 2006 წლიდან ილიას ინივერსიტეტის საპატიო პროფესორი.

მეცნიერული მუშაობასთან ერთად ეწეოდა ლიტერატურულ შემოქნედებით მოღვაწეობას. მისი პირველი მოთხრობა „თხუთმეტი წლის შემდეგ“ დაიბეჭდა 1974 წელს ძირითადად მოთხრობები იბეჭდებოდა ჟურნალ პიონერში, 1984 და 1986 წლებში მის მოთხრობებს „კვამლი მთაში“ და „ეს დაუდეგარი არდადეგები“, მიენიჭა ჟურნალ პიონერის პრემიები.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამეცნიერო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საბიბლიოთეკო საქმე საქართველოში: (1921 წლამდე ). (თბილისი, 1974)
  • კითხვის ფსიფოლოგი კვლევის შესახებ: (ბიბლოფსიქოლოგია ). (თბილისი, 1974)
  • საბიბლიოთეკო საქნის ორგანიზაცია : ნაწ. 1.-თბილისი. (თბილისი, 1983)
  • საბიბლიოთეკო საქნის ორგანიზაცია : ნაწ. 2,-თბილისი. (თბილისი, 1996)
  • კითხვის კულტურა და მისი განმსაზღვრელი ფაქტორები. (თბილისი, 1986)
  • მკითხველებთან მუშაობის მეთოდები და მომსახურეობის ორგანიზაცია. (თბილისი, 1985)
  • კითხვა როგორც კვლევის საგანი: (ლექტოლოგიური პრობლემატიკა). (თბილისი, 1993)
  • საბიბლიოთეკო საქმის ისტორია: ნაკ. 1. (თბილისი, 2006)
  • საბიბლიოთეკო საქმის ისტორია: ნაკვ.2. (თბილისი, 2007)
  • სკოლის ბიბლიოთეკის შრომითი პროცესების ორგანიზაცია. (თბილისი, 2009)

მხატვრული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]