სუნთქვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადამიანის სუნთქვის დიაფრაგმული ტიპი

სუნთქვაადამიანის, ცხოველების, მცენარეებისა და მრავალი მიკროორგანიზმის დისიმილაციის ძირითადი ფორმა. სუნთქვა არის: ფიზიოლოგიურ პროცესთა ერთობლიობა, რომლის შედეგადაც ორგანიზმი იღებს ჟანგბადს და ათავისუფლებს ნახშირორჟანგს. იგი მოიცავს ჰაერის ცვლას ატმოსფეროსა და ფილტვის ალვეოლებს შორის (ფილტვის ვენტილაცია), აირთა ცვლას ფილტვის ალვეოლების ჰაერსა და ალვეოლების სისხლძარღვებში მიმდინარე სისხლს შორის (აირთა დიფუზია ფილტვებში, გარეგანი სუნთქვა), სისხლის მიერ აირთა ტრანსპორტს (ჟანგბადისა — ფილტვებიდან ქსოვილებში, ხოლო ნახშირორჟანგისა — ქსოვილებიდან ფილტვებში), აირთა ცვლას დიდი წრის კაპილარებში სისხლსა და ქსოვილებს შორის (აირების დიფუზია ქსოვილებში).[1]

ქსოვილებში ჟანგბადი მოიხმარება საყუათო ნივთიერებების დასაჟანგავად (ქსოვილთა სუნთქვა), რის შედეგადაც თავისუფლდება ენერგია და წარმოიშობა ნახშირორჟანგი.[2]

სასუნთქ მოძრაობათა საშუალებით ხდება ფილტვების ვენტილაცია, ე.ი. ფილტვების ალვეოლებში ჰაერის განახლება, რათა ალვეოლურ ჰაერში О2-ის პარციალური წნევა იყოს მეტი, ხოლო ნახშირორჟანგისა — ნაკლები, ვიდრე მათი წნევა ალვეოლების ირგვლივ კაპილარებში გამავალ ვენურ სისხლში.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ჭანიშვილი შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 605-606.
  2. Pocock, Gillian; Richards, Christopher D. (2006) Human physiology : the basis of medicine, 3rd, Oxford: Oxford University Press, გვ. 311. ISBN 978-0-19-856878-0. 


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.