პილარი (პარაგვაი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
პილარი
Pilar

ტაძარი პილარში
დროშა

ქვეყანა პარაგვაის დროშა პარაგვაი
დეპარტამენტი ნიეემბუკუს დეპარტამენტი
კოორდინატები 26°52′12″ ს. გ. 58°18′00″ დ. გ. / 26.87000° ს. გ. 58.30000° დ. გ. / -26.87000; -58.30000
დაარსდა 1779
ფართობი 1 130 კმ²
ცენტრის სიმაღლე 126
ოფიციალური ენა ესპანური ენა და გუარანის ენა
მოსახლეობა 28 716 კაცი (2008)
სიმჭიდროვე 25 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-4, ზაფხულში UTC-3
სატელეფონო კოდი 786
საფოსტო ინდექსი 2800
ოფიციალური საიტი http://municipalidaddepilar.com/v2/
პილარი (პარაგვაი) — პარაგვაი
პილარი (პარაგვაი)

პილარი (ესპ. Pilar) — ქალაქი პარაგვაიში, ნიეემბუკუს დეპარტამენტში. მდებარეობს მდინარე პარაგვაიზე, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, დედაქალაქ ასუნსიონიდან 358 კმ-ის მოშორებით. პილარი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთი რეგიონის კომერციისა და მმართველობის სფეროში.

ქალაქი 1779 წლის 12 ოქტომბერს პორტუგალიელმა პედრო მელომ დააარსა. დასახლების თავდაპირველი სახელი ვილია-დე-ნიეემბუკუ იყო, ახლომდებარე მდინარე ნიეემბუკუდან გამომდინარე. ოთხი წლის შემდეგ, ესპანელმა მღვდელმა მარსიალ ანტონიო ულიამბრემ სახელი გადაარქვა და თავის მშობლიურ ქალაქ სარაგოსაში მდებარე პილარის ღვთისმშობლის ბაზილიკის (Catedral-Basílica de Nuestra Señora del Pilar) პატივსაცემად ვილია-დელ-პილარი უწოდა.

ქალაქის საბჭოს ძველ შენობას ის ნაგებობა წარმოადგენდა, სადაც პრეზიდენტმა ფრანსისკო სოლანო ლოპესმა პარაგვაის ომების დროს, ცნობილი და გამომწვევი ფრაზა წარმოსთქვა: „არასოდეს იქნება წმინდა ძღვენი ჩემი ქვეყნისათვის მისი მარცხი ჩემი ხელებიდან“.

ქალაქის ცენტრში მრავალი ისეთი შენობაა, რომელიც პილარის დაარსების დროით თარიღდება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]