სომატოფორმული აშლილობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დეფინიცია. აშლოლობების ჯგუფი, რომლებსაც ახასიათებთ ისეთი ფიზიკური სიმპტომების არსებობა, რომლებსაც სამედიცინო ახსნა-განმარტება (დიაგნოსტიკა) ვერ მოეძებნება, თუმცა ასეთი სიმპტომები იმდენად მძიმეა, რომ ხელს უშლის ინდივიდს ნორმალურ ფუნქციონირებაში. აშლილობების ამ ჯგუფში შეიძლება გამოვყოთ შემდეგი ფორმები: სომატიზაციის აშლილობა. ამ აშლილობისათვის დამახასიათებელია ერთდროულად მრავალი სიმპტომის არსებობა და ამავე დროს ეს სიმპტომები დაკავშირებულია სხვადასხვა ორგანოს მიმართ ჩივილთან.

რისკ-ფაქტორები/წარმოშობა. ეს აშლილობა უფრო ხშირად გვხვდება ქალებში და როგორც წესი უკუპროპორციულ დამოკიდებულებაშია პიროვნების სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსთან. მამაკაცები ამ დროს გამოირჩევიან ანტისოციალური ყოფაქცევით, ხოლო ქალებისთვის დამახასიათებელია ისტერიული ქცევა.

ფიზიკური და ფსიქიატრიული სიმპტომატიკა:

  • ერთდროულად ბევრი სიმპტომის არსებობა სხვადასხვა ორგანოების მიმართ;
  • კონკრეტული სამედიცინო დიაგნოზი ვერ დგინდება;
  • დამახასიათებელია ხანგრძლივი და რთული ავადმყოფობის ისტორია;
  • ინტერპერსონალური და ფსიქიკური პრობლემების არსებობა;
  • ადგილი აქვს, სულ ცოტა, 4 სიმპტომის ერთდროულ გამოვლენას, მათ შორის ორი გასტრონომიული ხასიათის, ერთი - სექსუალური და ერთი - ფსევდო ნევროლოგიური;
  • როგორც წესი, ასეთი პროვნება ცდილობს მკლურნალობის ჩატარებას, რადგან მისი ფუნქციონირება შემაწუხებელია;
  • ზოგადად ასოცირდება დეპრესიულ და პიროვნების აშლილობებთან და სხვადასხვა ფობიებთან.

მკურნალობა. ყველაზე მნიშვნელოვანია ერთი ძირითადი მკურნალი ექიმის არსებობა. აუცილებელია ექიმის ხანმოკლე, ყოველთვიური მონახულება. პაციენტს დაჟინებით უნდა უხსნან, რომ მისი სიმპტომები ფსიქოლოგიური ხასიათისაა. შესაბამისად , ხშირად საჭიროა ინდივიდუალური ფსიქოთერაპია.

კონვერსიული აშლილობა. აშლილობა, რომლის დროსაც ადგილი აქვს პაციენტის მიერ ერთი ან რამდენიმე ნევროლოგიური ხასიათის ჩივილს, რომლის ახსნა ვერ ხერხდება არსებული ნევროლოგიური აშლილობების მეშვეობით.

რისკ-ფაქტორები/წარმოშობა. უფრო ხშირად გვხვდება ახალგაზრდა ქალებში. აგრეთვე ხშირია დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე პირებში, სამხედროებში, დაბალი ინტელექტის მქონე ინდივიდებში. ფიზიკური და ფსიქიატრიული სიმპტომატიკა:

  • ერთი ან ორი ნევროლოგიური სიმტომის არსებობა, რომლებიც დაკავშირებულია სენსორულ და ნების ფუნქციებთან
  • მუტიზმი, სიბრმავე და პარალიზება ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია
  • სენსორულ სისტემა: ანესთეზია და პარესთეზია
  • მოტორული სისტემა: არანორმალური მოძრაობა, სისუსტე, პარალიზება, ტიკები და სხვ.
  • იდენტიფიკაცია: როგორც წესი, პაციენტები ახდენენ თავიანთი ქცევის მოდელირებას იმ პიროვნებაზე, რომელსაც ახლობლად მიიჩნევენ.

მკურნალობა. ფსიქოთერაპია მიმართული მკურნალსა და პაციენტს შორის სანდო ურთიერთობების ჩამოყალიბებისაკენ და სტრესისადმი წინააღმდეგობის უნარის განვითარებისაკენ.

იპოქონდრია. აშლილობა, რომლის დროსაც პაციენტი დარწმუნებულია, რომ მას გარკვეული სპეციფიკური დაავადება აქვს. მიუხედავად მკურნალის მიერ საპირისპიროს მუდმივად მტკიცებისა პაციენტი მაინც დარწმუნებულია დაავადების არსებობაში.

რისკ-ფაქტორები/წარმოშობა. მამაკაცებში და ქალებში ერთაირი სიხშირით გვხვდება. უფრო ხშირად - 20 -30 წლის ასაკიდან.

ფიზიკური და ფსიქიატრიული სიმპტომატიკა:

  • პაციანტი ავადმყოფობით მუდმივად შეწუხებულია;
  • წუხილი არ იკლებს, მიუხედავათდ მკურნალის მიერ ახსნა-განმარტებისა ავადმყოფობის არარსებობასთან დაკავშირებით;
  • ასეთი წუხილი საგრძნობლად აფერხებს პაციენტის ნორმალურ ცხოვრების წესს;
  • გრძელდება სულ ცოტა 6 თვის განმავლობაში.

მკურნალობა. ფსიქოთერაპია მიმართული სტრესის დაძლევისკენ და ავადმყოფობის შეგრძნებასთან ბრძოლისაკენ. მკურნალის ხშირი რეგულარული მონახულება.

სხეულის დისმორფული აშლილობა. ამ დროს პაციენტი დარწმუნებულია, რომ მისი სხეულის გარკვეული ნაწილი არანორმალურია, დეფექტურია ან დეფორმირებულია.

რისკ-ფაქტორები/წარმოშობა. უფრო ხშიარდ ემართება ქალებს, როგორც წესი 15 – 20 წლის ასაკში. ასეთ ქალებს დაქორწინების დაბალი პერსპექტივა გააჩნიათ.

ფიზიკური და ფსიქიატრიული სიმპტომატიკა:

  • ყველაზე ხშირია სახის ნაკვთებთან დაკავშირებული ჩივილი;
  • პერმანენტული სარკეში ცქერა და სხეულის შემოწმება;
  • ე.წ. ნაკლის დაფარვის მცდელობა;
  • კარჩაკეტილობა;
  • სოციალური ცხოვრებისგან თავის არიდება;
  • იწვევს ცხოვრების დონის საგრძნობ დაწევას.

მკურნალობა. ინდივიდუალური ფსიქოთერაპია მიმართული სტრესის დაძლევისკენ და რეალურობის აღქმის ტესტირებისკენ.

ტკივილის აშლილობა. ამ დროს პაციენტი ძირითადად ჩივის გარკვეული სახის ტკივილზე.

რისკ-ფაქტორები/წარმოშობა. უფრო ხშიარდ გვხვდება ქალებში, და როგორც წესი იწყბა 40 - 50 წლის ასაკის მიღწევისას.

ფიზიკური და ფსიქიატრიული სიმპტომატიკა:

  • ტკივილის შეგრძნებას ადგილი აქვს ერთ ან მეტ ანატომიურ არეში
  • ტკივილის შეგრძნება იწვევს პაციენტის მნიშვნელოვან შეშფოთებას
  • ხშიარდ თან სდევს ფსიქოლოგიური ბუნების ფაქტორები
  • სიმპტომები არ არის სიმულირებული
  • შესაძლოა არსებობდეს გადატანილი ქირურგიული ოპერაციების ან მედიკამენტოზური მკურნალობის ხანგრძლივი ისტორია
  • პაციენტების ნახევარზე მეტს აღენიშნება დეპრესია.

მკურნალობა. მკურნალობის დასაწყისშივე პაციენტს უნდა განემარტოს ტკივილის შესაძლო ფსიქოლოგიური წარმოშობის ბუნება. შესაძლოა ანტიდეპრესანტების გამოყენება, ჰიპნოზი. აუცილებელია ინდივიდუალური ფსიქოთერაპია ჩივილის შესაძლო ფსიქოლოგიური ბუნების გამოსავლენად.

სიმულაციური აშლილობა. ამ დროს პაციენტი გააზრებულად ავითარებს თავის თავში სამედიცინო თუ ნევროლოგიურ სიმპტომებს. ძირითადი მიზანია - ავდმყოფის როლის მორგება, ზოგჯერ ჰოსპიტალიზაციის მღწევის მიზნითაც კი.

რისკ-ფაქტორები/წარმოშობა. უფრო ხშიარდ გვხვდება მამაკაცებში და სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პირებში. ასეთი სიმტომატიკით გამორჩეული ბავშვები, როგორც წესი ადრეულ ასაკში განიცდიდნენ ჩაგვრას, რომელიც ხშირად ჰოსპიტალიზაციით სრულდებოდა.

ფიზიკური და ფსიქიატრიული სიმპტომატიკა:

  • ბევრ პაციენტს ხშირი ქირურგიული ჩარევისგან მუცლის არე აქვთ დასერილი
  • თუკი ანალიზების შედეგები უარყოფითია ამაში ადანაშაულებენ ექიმებს და მათ ჩივილით ემუქრებიან.
  • ადვილად ბრაზდებიან ავადმყოფობის მდგომარეობასთან დაკავშირებული შეკამათების შემთხვევაში.

მკურნალობა. როგორც წესი მკურნალობის მაგივრად გამოიყენება შესაბამისი მენეჯმენტი. ფსიქიატრი უნდა იყოს მომზადებული შესაძლო „კონტრ-გადატანის“ ეფექტის, ანუ მკურნალის მიერ პაცენტის ქმედებაზე გამოკვეთილი უარყოფითი რეაქციის შესაძლო წარმოშობისკენ.

სიმულაცია. ამ დროს პაციენტი გააზრებულად ავითარებს თავის თავში სამედიცინო თუ ნევროლოგიურ სიმპტომებს რათა ამგვარი ქმედებისგან მიიღოს გარკვეული მოგება, მაგ. ფული, სამუშაოსგან თავის არიდება და სხვ. იგი არ წარმოადგენს ფსიქოლოგიურ აშლილობას.

რისკ-ფაქტორები/წარმოშობა. უფრო ხშიარდ გვხვდება მამაკაცებში, განსაკუთრებით სასჯელაღსრულების და სამხედრო დაწესებულებებში, ქარხნებში, ა.შ.

ფიზიკური და ფსიქიატრიული სიმპტომატიკა:

  • უმეტესობა ამჟღავნებს სუბიექტურ სიმპტომატიკას
  • დამახასიათებელია ხშირი წუხილი და ასეთი წუხილის ნორმალურ ფუნქციონირებაზე გავლენის მნიშვნელოვანი გაზვიადება
  • უფრო დაკავებულია მოგების მიღწევაზე ფიქრით, ვიდრე სიმტომებთან ბრძოლით.

მკურნალობა. პაციენტს საშუალება უნდა მიეცეს, რომ არ შეირცხვინოს თავი სხვების წინაშე, რაც უნდა იქნეს მიღწეული ამ უკანასკნელთან დაპირისპირების თავიდან აცილების მეშვეობით. კონფრონტაციის შემთხვევაში პაციენტი უფრო ღიზიანდება და მკურნალობას ნაკლებად ექვემდებარება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Harold L. Kaplan, Benjamin J. Sadock; Synopsis of Psychiatry. Lippincott Williams & Wilkins, 2007; 1470p.
  2. Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders; Fourth edition, American Psychiatric Association, 2000. 943p.