უნივერსალური ლიტვური ენციკლოპედია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უნივერსალური ლიტვური ენციკლოპედიის პირველი ტომები

უნივერსალური ლიტვური ენციკლოპედია (ლიტვ Visuotinė lietuvių enciklopedija ან VLE) — უნივერსალური ლიეტუვურენოვანი ენციკლოპედია, რომელსაც 2001 წლიდან ლიეტუვის მეცნიერებისა და ენციკლოპედიის ინსტიტუტი გამოსცემს. VLE დამოუკიდებელ ლიეტუვაში გამომავალი პირველი უნივერსალური ენციკლოპედიაა. მან უნდა ჩაანაცვლოს 1976-85 წწ გამოსული 13 ტომიანი ლიტვური საბჭოთა ენციკლოპედია. ახალი ენციკლოპედიის 20 ტომის დასრულება 2012 წლის იანვრისთვის მოხერხდა.

მოცულობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლამდე უნდა გამოვიდეს დამასრულებელი 800 გვერდიანი 25-ე ტომი დამატებითურთ. (საერთო მოცულობაში 20 000 გვერდზე მეტი იქნება).

თავდაპირველი გეგმის მიხედვით, VLE-ში 115 000 სტატიის განთავსება (აქედან 78% - საქმიანი 22% - ბიბლიოგრაფიული), 24 000 ილუსტრაციისა და 650 რუკის ჩართვა იყო გათვალისწინებული, მაგრამ რედკოლეგიის გადაწყვეტილებით 25-ტომეულში 130 000-ზე მეტი სტატია შევა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]