საცივის ჭა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საცივის ჭა — კარსტული წარმონაქმნი საქართველოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, ასხის კირქვულ პლატოზე, მაიდანის შუა ნაწილში. ზღვის დონიდან 2200 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში.

ჭის ხილული ნაწილის სიღრმეა 15-20 მ. მისი ჩასასვლელი 1-4 მ სიგანისა და 25 მეტრის სიგრძის ნაპრალს წარმოადგენს. გვხვდება თოვლი და ადგილობრივი გამოფიტვის მასალა. ჰავა სტატიურია. თოვლდნობისას წარმოიშობა პატარა ნაკადული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966.