ელექტრორკალური ღუმელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ელექტრორკალური ღუმელებში სითბოს წყაროდ გამოიყენება ელექტროენერგია, განსხვავებით თხევად, მყარ და აირად სათბობიან ღუმელებისაგან. ელექტროღუმელები შეიცავს სამუშაო არეს ელექტროდებით და დენმიმყვანებით, ელექტროდების დამჭერ და გადასაადგილებელ მექანიზმს, ღუმლის საბრუნავ მექანიზმსა და კაზმის ჩასატვირთ მოწყობილობას.

ელექტროღუმლის სამუშაო სივრცე შემოფარგლულია: ზემოდან კამარით, გვერდებიდან კედლებით და ფერდოებით და ქვემოდან - ქვედით. ელექტრორკალური ღუმელებში მეტალურგიული აგრეგატები მარტივია და ავტომატიზირებული., საწყისი მასალები სწრაფად ხურდება ნებისმიერ ტემპერატურამდე., ტემპერატურა ზუსტად რეგულირდება., მაქსიმალური სითბო გამოიყოფა იქ, სადაც ეს აუცილებელია., გამოყოფილი ნამწვი და პროდუქტები მინიმალურია, რაც იძლევა ვაკუუმში ან მაღალი წნევის ქვეშ პროცესის წარმართვის საშუალებას.

ელექტრორკალურ ღუმელებში ხარისხობრივად შესაძლოა გამოდნობილ იქნეს ისეთი ლეგირებული და მაღალლეგირებული ფოლადები, რომელთა გამოდნობაც შეუძლებელია მარტენის ღუმელში ან კონვერტერებში. შესაძლოა ლითონების ლეგირება ისეთი ელემენტებით, რომლებიც ჟანგბადისკენ მაღალი სწრაფვით ხასიათდებიან (ალუმინი, ტიტანი და სხვა). სხვა ღუმელებისგან განსხვავებით ელექტროღუმელებში შესაძლებელია ფოლადის უფრო ღრმა განჟანგვა, რის შედეგადაც მიღებული ფოლადი ხასიათდება არლითონური ჩანართებისა და გოგირდის დაბალი შემცველობით.

განასხვავებენ ფუძე ელექტრორკალურ და მჟავა ელექტრორკალურ ღუმელებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • იაკობაშვილი ს. მეტალურგია. გვ. 269, თბილისი, 1987 წელი