უხრავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უხრავი

Ostrya carpinifolia
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  წიფლისნაირნი
ოჯახი:  არყისებრნი
გვარი:  უხრავი
ლათინური სახელი
Ostrya Scop., 1760
სინონიმები

უხრავი (ლათ. Ostrya) — ფოთოლმცვივანი ხეების გვარი არყისებრთა ოჯახისა. აერთიანებს 10-მდე სახეობას,[1] რომელიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. მათგან კავკასიასა და საქართველოში შერეულ ტყეებში იზრდება მხოლოდ 1 სახეობა — ჩვეულებრივი ანუ რცხილაფოთოლა უხრავი (Ostrya carpinifolia); მისი სიმაღლე 15-20 , ზოგჯერ 25 მეტრს აღწევს. დახეთქილი ქერქი და ორმაგხერხკბილა მოკლეყუნწიანი ფოთოლი აქვს. საქართველოში შედარებით ხშირად გვხვდება მესხეთში, იმერეთში, აჭარასა და აფხაზეთში. შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“. ჩვენში ბაღ-პარკებში მოშენებულია ვირჯინიული უხრავი (Ostrya virginiana), რომლის სამშობლოა ჩრდილოეთი ამერიკა.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ostrya. The Plant List. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-09-27. ციტირების თარიღი: 24 მაისი, 2021
  2. მანჯავიძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 202.