იოდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იოდი
53I
126.90
4d10 5s2 5p5
იოდი, 53I
ზოგადი თვისებები
მარტივი ნივთიერების ვიზუალური აღწერა მოშავო-მორუხო ფერის ლითონური ბზინვარების კრისტალები
სტანდ. ატომური
წონა
Ar°(I)
126.90447±0.00003
126.90±0.01 (დამრგვალებული)
იოდი პერიოდულ სისტემაში
წყალბადი ჰელიუმი
ლითიუმი ბერილიუმი ბორი ნახშირბადი აზოტი ჟანგბადი ფთორი ნეონი
ნატრიუმი მაგნიუმი ალუმინი სილიციუმი ფოსფორი გოგირდი ქლორი არგონი
კალიუმი კალციუმი სკანდიუმი ტიტანი ვანადიუმი ქრომი მანგანუმი რკინა კობალტი ნიკელი სპილენძი თუთია გალიუმი გერმანიუმი დარიშხანი სელენი ბრომი კრიპტონი
რუბიდიუმი სტრონციუმი იტრიუმი ცირკონიუმი ნიობიუმი მოლიბდენი ტექნეციუმი რუთენიუმი როდიუმი პალადიუმი ვერცხლი კადმიუმი ინდიუმი კალა სტიბიუმი ტელური იოდი ქსენონი
ცეზიუმი ბარიუმი ლანთანი ცერიუმი პრაზეოდიმი ნეოდიმი პრომეთიუმი სამარიუმი ევროპიუმი გადოლინიუმი ტერბიუმი დისპროზიუმი ჰოლმიუმი ერბიუმი თულიუმი იტერბიუმი ლუტეციუმი ჰაფნიუმი ტანტალი ვოლფრამი რენიუმი ოსმიუმი ირიდიუმი პლატინა ოქრო ვერცხლისწყალი თალიუმი ტყვია ბისმუტი პოლონიუმი ასტატი რადონი
ფრანციუმი რადიუმი აქტინიუმი თორიუმი პროტაქტინიუმი ურანი (ელემენტი) ნეპტუნიუმი პლუტონიუმი ამერიციუმი კიურიუმი ბერკელიუმი კალიფორნიუმი აინშტაინიუმი ფერმიუმი მენდელევიუმი ნობელიუმი ლოურენსიუმი რეზერფორდიუმი დუბნიუმი სიბორგიუმი ბორიუმი ჰასიუმი მეიტნერიუმი დარმშტადტიუმი რენტგენიუმი კოპერნიციუმი ნიჰონიუმი ფლეროვიუმი მოსკოვიუმი ლივერმორიუმი ტენესინი ოგანესონი
Br

I

At
ტელურიიოდიქსენონი
ატომური ნომერი (Z) 53
ჯგუფი 17 ჯგუფი (ჰალოგენები)
პერიოდი 5 პერიოდი
ბლოკი p-ბლოკი
ელექტრონული კონფიგურაცია [Kr] 4d10 5s2 5p5
ელექტრონი გარსზე 2, 8, 18, 18, 7
ელემენტის ატომის სქემა
ფიზიკური თვისებები
აგრეგეგატული მდგომ. ნსპ-ში მყარი სხეული
დნობის
ტემპერატურა
113.7 °C ​(386.85 K, ​​236.66 °F)
დუღილის
ტემპერატურა
184.3 °C ​(457.4 K, ​​363.7 °F)
სიმკვრივე (ო.ტ.) 4.933 გ/სმ3
სამმაგი წერტილი 386.65 K, ​12.1 კპა
კრიტიკული წერტილი 819 K, 11.7 მპა
დნობის კუთ. სითბო 15.52 კჯ/მოლი
აორთქ. კუთ. სითბო 41.57 კჯ/მოლი
მოლური თბოტევადობა 54.44 ჯ/(მოლი·K)
ნაჯერი ორთქლის წნევა
P (პა) 1 10 100 1 k 10 k 100 k
T (K)-ზე 260 282 309 342 381 457
ატომის თვისებები
ჟანგვის ხარისხი −1, +1, +2, +3, +4, +5, +6, +7
ელექტროდული პოტენციალი
ელექტრო­უარყოფითობა პოლინგის სკალა: 2.66
იონიზაციის ენერგია
  • 1: 1008.4 კჯ/მოლ
  • 2: 1845.9 კჯ/მოლ
  • 3: 3180 კჯ/მოლ
ატომის რადიუსი ემპირიული: 140 პმ
კოვალენტური რადიუსი (rcov) 139±3 პმ
ვან-დერ-ვალსის რადიუსი 198 პმ

იოდის სპექტრალური ზოლები
სხვა თვისებები
ბუნებაში გვხვდება პირველადი ნუკლიდების სახით
მესრის სტრუქტურა ორთორომბული ბაზოცენტრირებული
თბოგამტარობა 0.449 ვტ/(·K)
კუთრი წინაღობა 0.013 ნომ·მ (0 °C)
მაგნეტიზმი პარამაგნეტიკი
მაგნიტური ამთვისებლობა −88.7×10−6 სმ3/მოლ
დრეკადობის მოდული 7.7 გპა
CAS ნომერი 7553-56-2
ისტორია
აღმომჩენი და პირველი მიმღებია ბერნარ კურტუა (1811)
იოდის მთავარი იზოტოპები
იზო­ტოპი გავრცე­ლება­დობა ნახევ.
დაშლა
(t1/2)
რადიო.
დაშლა
პრო­დუქტი
123I სინთ 13 სთ ε, γ 123Te
124I სინთ 4.176 დღ-ღ ε 124Te
125I სინთ 59.40 დღ-ღ ε 125Te
127I 100% სტაბილური
129I კვალი 1.57×107 წ β 129Xe
131I სინთ 8.02070 დღ-ღ β, γ 131Xe
135I სინთ 6.57 სთ β 135Xe

იოდი[1][2] (ლათ. Iodum < ძვ. ბერძნ. ἰώδης — „იისფერი“; ქიმიური სიმბოლო — ) — ელემენტთა პერიოდული სისტემის მეხუთე პერიოდის, მეჩვიდმეტე ჯგუფის (ძველი კლასიფიკაციით — მეშვიდე ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის, VIIა) ქიმიური ელემენტი. მისი ატომური ნომერია 53, ატომური მასა — 126.90, tდნ — 113.7 °C, tდუღ — 184.3 °C, სიმკვრივე — 4.933 გ/სმ3. მოშავო-მორუხო ფერის ლითონური ბზინვარების კრისტალები. ქიმიურად აქტიური არალითონი, მიეკუთვნება ჰალოგენების ჯგუფს. ბუნებრივი იოდი შედგება ერთი სტაბილური იზოტოპისაგან. 1811 წელს იოდი აღმოაჩნა ფრანგმა ქიმიკოსმა ბ. კურტუამ.

სახელწოდება და აღნიშვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელემენტის სახელწოდება შემოთავაზებულ იქნა გეი-ლუსაკის მიერ და მოდის ძვ. ბერძნ. ἰώδης, ιώο-ειδης (უშუალოდ «იისფერი»), რაც დაკავშირებულია ორთქლის ფერზე, რომელსაც აკვირდებოდა ფრანგი ქიმიკოსი ბერნარ კურტუა, ზღვის წყალმცენარეების ნაცრის მარილწყალის გახურებით კონცენტრირებულ გოგირდმჟავაში. მედიცინაში და ბიოლოგიაში მოცემულ ელემენტს და მარტივ ნივთიერებას ჩევეულებრივ უწოდებენ იოდს - Jod, მაგალითად «იოდის ხსნარი», ძველი დასახელების ვარიანტის შესაბამისად, რომელიც არსებობდა ქიმიურ ნომენკლატურაში მე-XX საუკუნის ნახევრამდის.

თანამედროვე ქიმიურ ნომენკლატურაში გამოიყენება იოდი - Iod. ასეთი მდგომარეობაა ბევრ ენაში რუსულში, გერმანულში დ.ა.შ. 1950 წელს საერთო და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირის მიერ დასახელების შეცვლისთანავე შეცვლილი იქნა მისი აღნიშვნაც J შეიცვალა I.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოდი აღმოჩენილ იქნა 1811 წ. ბერნარდ კურტუას მიერ ზღვის წყალმცენარეებში, ხოლო 1815 წ. ჟოზეფ ლუი გეი-ლუსაკი მას განიხილავდა როგორც ქიმიურ ელემენტს.

ასევე არის ლეგენდა იმის შესახებ რომ იოდი "აღმოჩენილ" იქნა ბერნარდ კურტუას კატის მიერ, რომელმაც შემთხვევით გატეხა იატაკზე ბოთლები ზემოთ დასახელებული რეაგენტებით, შიგთავსი ერთმანეთში აირია, რის შემდეგაც დაიწყო იისფერი ორთქლის გამოყოფა.

ბუნებაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოდი

იოდი საკმაოდ იშვიათი ელემენტია. მისი კლარკის რიცხვია 400 მგრ/ტ. მაგრამ იოდს აქვს ერთი თავისებურება - ის ბუნებაში მეტად გაბნეულია. თუმცა ის არაა მეტად გავრცელებული ელემენტი, იოდი არის თითქმის ყველგან. იოდიდების სახით არის ზღვის წყალში (20 — 30 მგრ ტონა წყალში). არის ცოცხალ ორგანიზმებში, ყველაზე მეტია წყალმცენარეებში (5 კგ - 1 ტონა გამხმარ ზღვის კომბოსტოში (ლამინარია)). ასევე ცნობილია ბუნებაში თავისუფალი სახით, როგორც მინერალი, მაგრამ ასეთი შემთხვევები ერთეულებია - ვეზუვის თერმული წყალროები და კუნძ. ვულკანოზე (იტალია). ბუნებრივი იოდიდების მარაგი შეფასებულია 15 მლნ ტ., რომლის მარაგის 99 % მდებარეობს ჩილეში და იაპონიაში. ახლა ამ ქვეყნებში მიმდინარეობს იოდის ინტენსიური მოპოვება, მაგალითად, ჩილეს Atacama Minerals აწარმოებს 720 ტ-მდე იოდს წელიწადში. იოდის მინერალებში ყველაზე ცნობილია — ლაუტარიტი Ca(IO3)2. იოდის ზოგი მინერალი — იოდობრომიტი Ag(Br, Cl, I), ემბოლიტი Ag(Cl, Br), მაიერსიტი CuI·4AgI.

ნედლეულს იოდის სამრეწველო მიღებისათვის ნავთობიან ქვეყნებში წარმოადგენს ნავთობის ჭაბურღილის წყლები, ეს როდესაც სხვა ნავთობის არ მქონე ქვეყნებში ნედლეულად წყალმცენარეები გამოიყენება, ასევე ჩილეს (ნატრიუმიანი) სელიტრის ხსნარებისაგან[3].

ფიზიკური თვისებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოდის ორთქლი.

ბუნებრივი იოდი შედგება მხოლოდ ერთი იზოტოპისაგან — იოდ-127. გარე ელექტრონული შრის კონფიგურაციაა 5s2p5. ნაერთებში ავლენს შემდეგ ჟანგვის ხარისხს −1, 0, +1, +3, +5 და +7 (ვალენტობა I, III, V და VII).

იოდის ნეიტრალური ატომის რადიუსი ტოლია 0,136 ნმ, იონური რაიუსები I, I5+ და I7+-თვის ტოლია, შესაბამისად, 0,206; 0,058-0,109; 0,056-0,067 ნმ. იოდის ნეიტრალური ატომის თანმიმდევრული იონიზაციის ენერგია ტოლია, შესაბამისად: 10,45; 19,10; 33 ევ. პოლინგის სკალით იოდის ელექტროუარყოფითობა ტოლია 2,66, იოდი მიეკუთვნება არალითონებს.

იოდი ჩვეულებრივ პირობებში - მყარი მოშაო-რუხი ფერის ნივთიერებაა ლითონური ბზინვარებით და სპეციფიკური სუნით. მის ორთქლს აქვს დამახასიათებელი იისფერი, ისეთივე, როგორც ორგანული არაპოლარული გამხსნელების ხსნარებს, მაგალითად ბენზოლში — რომელიც განსხვავდება პოლარული სპირტის ხსნარებისაგან. იოდი ოთახის ტემპერატურაზე წარმოადგენს მუქი-იისფერ კრისტალებს მცირედი ბზინვარებით. ატმოსფერული წნევის პირობებში გახურებისას ის სუბლიმირდება, და გარდაიქმნება იისფერ ორთქლად; გაცივებისას ორთქლი კრისტალიზირდება, თხევად მდგომარეობაში გადასვლის გარეშე. ამით პრაქტიკულად სარგრებლობენ იოდის გაწმენდისას არააქროლადი მინარევებისაგან.

ქიმიური თვისებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოდი მიეკუთვნება ჰალოგენები ჯგუფს.

წარმოქმნის რიგ მჟავეებს: იოდწყალბადმჟავას (HI), ქვეიოდოვანი მჟავა (HIO), იოდოვანმჟავა (HIO2), ქვეიოდმჟავა (HIO3) და იოდმჟავა (HIO4).

ქიმიურად იოდი საკმაოდ აქტიურია, თუმცა უფრო ნაკლებად ვიდრე ქლორი და ბრომი.

Hg + I2 = HgI2
I2 + H2 = 2HI
I2 + H2S = S + 2HI
  • იოდი წყალში გახსნისას ნაწილობრივ რეაგირებს მასთან:
I2 + H2OHI + HIO,     pKc=15.99

იზოტოპები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილია 37 იოდის იზოტოპი მასური რიცხვით 108-დან 144-მდე. მათ შორის მხოლოდ 127I წარმოადგენს სტაბილურს, დანარჩენი იზოტოპების ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს 103 მკწმ-დან 1,57×107 წლამდე; ზოგი იზოტოპი გამოიყენება თერაპიულ და დიაგნოსტიკური მიზნებით.

რადიოაქტიური ნუკლიდი 131I იშლება β-ნაწილაკების გამოსხივებით (სავარაუდოდ ყველაზე მაქსიმალური ენერგიით — 0,248, 0,334 და 0,606 მევ), ასევე γ-კვანტების გამოსხივების ენერგიით 0,08 - 0,723 მევ[4].

იოდის იზოტოპების მახასიათებლები[5]
მასური
რიცხვი
შემცველობა
ბუნებრივ ნარევებში,
%
გამოსხივების
სახეობა
ნახევარდაშლის
პერიოდი
118  — ~10 წთ
119  — β+ 18 წთ
120  — ე.მ. 1,1 სთ
121  — β+; γ 1,5 სთ
122  — β+ 3,5 წთ
123  — ე.მ.; γ 13 სთ
124  — ე.მ.; β+; γ 4,5 დღე
125  — ე.მ.; γ 60 დღე
126  — ე.მ.; β+; β-; γ 13 დღე
127 100
128  — ე.მ.; β-; γ 25 წთ
129  — β-; γ 1,72×107 წ.
130  — β-; γ 12,5 სთ
131  — β-; γ 8,05 დღე
132  — β-; γ 2,26 სთ
133  — β-; γ 20,8 სთ
134  — β-; γ 53 წთ
135  — β-; γ 6,7 სთ
136  — β-; γ 1,5 წთ
137  — β-; n 19,3 წმ
138  — β- 5,9 წმ
139  — β- 2,7 წმ

გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მედიცინაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოდის 5 %-იანი სპირტის ხსნარი

იოდის 5-პროცენტიანი სპირტის ხსნარი გამოიყენება დაზიანებული (გახლეჩილი, გაჭრილი ან სხვა სახის დაზიანება) კანის ირგვლივ დეზინფექციისათვის, მაგრამ არ შეიძლება მისი მიღება ორგანიზმში იოდის ნაკლებობის დროს. იოდის შეერთების პროდუქტები კრახმალთან, სხვა მაღალმოლეკულარულ ნაერთებთან (ე.წ. «ლურჯი იოდი» — იოდინოლი, იოქსი, ბეტადინი და სხვა) წარმოადგენენ უფრო სუსტ ანტისეპტიკებს.

ალტერნატიულ (არაოფიციალურ) მედიცინაში მას ფართოდ უკეთებენ რეკლამას, თუმცა მისი გამოყენება ექიმის დანიშვნის გარეშე საფუძველს მოკლებულია.

როგორც ანტისეპტიკს მას უკვე გამოიყენებენ სულ უფრო იშვიათად, იოდის სპიერტის ხსნართან ერთად გამოიყენება ბრილიანტის მწვანე, ფუკორცინი, პიოქტანინი, წყალბადის ზეჟანგის ხსნარებს და სხვას.

კონტრასტული რენტგენოგრაფიაში და კომპიუტერულ ტომოგრაფიაში ფართოდ გამოიყენება იოდშემცველი კონტრასთული პრეპარატები.

ტექნიკაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შუქის წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აკუმულატორების წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელექტრომობილების ლითიუმ-იოდის აკუმულატორებში იოდი გამოიყენება როგორც დადებითი ელექტროდის (მჟანგავის) კომპონენტი.

ლაზერული თერმობირთვული სინთეზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოგიერთი იოდორგანული ნაერთი გამოიყენება იოდის აღგზნებული ატომების ზეძლიერი გაზის ლაზერების წარმოებაში.

რადიოელექტრონული მრეწველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოლო წლებში იოდზე მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნილებამ, თხევადკრისტალური დისპლეების წარმოებასთან ერთად.

იოდის მოხმარების დინამიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოდის მსოფლიო მოხმარება 2005 წელს შეადგინა 25,5 ათასი ტონა.

ბიოლოგიური როლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოდი მიეკუთვნება მიკროელემენტებს და ყველა ცოცხალ ორგანიზმშია. მისი შემცველობა მცენარეებში დამოკიდებულია მისი ნაერთების არსებობაზე წყალსა და ნიადაგში. ზოგიერთი ზღვის წყალმცენარეები (ზღვის კომბოსტო, ანუ ლამინარია, ფუკუსი და სხვა) აგროვებენ 1 %-მდე იოდს. იოდი შედის ღრუბელის ჩონჩხის ცილებში და ზღვის ჭიებში.

იოდი და ფარისებრი ჯირკვალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცხოველებში და ადამიანში იოდი შედის ჰორმონის შემადგენლობაში, რომელსაც გამოიმუშავებს ფარისებრი ჯირკვალი — ტიროქსინი და ტრიიოდტირონინი, რომლებიც მრავალმხრივ ზემოქმედებენ ორგანიზმის ზრდაზე, განვითარებაზე და ნივთიერებათა ცვლაზე.

ადამიანს ორგანიზმში (სხეულის წონა 70 კგ) აქვს 12-20 მგრ იოდი. ადამიანის იოდის დღეღამური მოხმარება განისაზღვრება წლოვანებით, ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე და სხეულის წონაზე. ნორმალური კომპლექტაციის შუა ხნის ადამიანი იოდის დღეღამური დოზა შეადგენს 0,15 მგრ.[6]

იოდის არ არსებობა ან მისი უკმარისობა რაციონში (რაც ტიპიურია ზოგიერთი ადგილმდებარეობისათვის) იწვევს დაავადებებს (ენდემური ჩიყვი, კრეტინიზმი, ჰიპოტირეოზი). ამის გამო იმ ადგილებში სადაც იოდის ბუნებრივი დეფიციტია სუფრის მარილში პროფილაქტიკური მიზნით ამატებენ კალიუმის იოდიდს, ნატრიუმის იოდიდს ან კალიუმის იოდატს (იოდირებული მარილი).

იოდის უკმარისობა იწვევს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებას. ასევე იოდის მცირედი უკმარისობისას შეიმჩნევა დაღლილობა, თავის ტკივილი, ხასიათის დაკარგვით, ბუნებრივ სიზარმაცე, ნერვოზულობა და გაღიზიანება; სუსტდება მეხსიერება და ინტელექტი. დროთა განმავლობაში ჩნდება არითმია, იწევს მაღლა არტერიალური წნევა, სისხლში ეცემა გემოგლობინი.

ტოქსიკურობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოდი ძლიერი საწამლავია. სასიკვდილო დოზა 3 г. იწვევს თირკმლების, გულ-სიხლძარღვთა სისტემის დაზიანებას. იოდის ორთქლის ჩასუნთქვისას ჩნდება თავის ტკივილები, ხველება, სურდო, შეიძლება იქნეს ფილტვების შეშუპება. თვალის ლორწოვან გარსზე მოხვედრისას ჩნდება ცრემლდენა, თვალის ტკივილი და სიწითლე. შიგნით მოხვედრისას ჩნდება საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, ტემპერატურის მომატება, ღებინება, ფაღარათი, ენაზე მუქი საფარი, გულის ტკივილები და პულსის აჩქარება. ერთი დღის შემდეგ შარდში ჩნდება სისხლი. 2 დღის შემდეგ ჩნდება თირკმლების უკმარისობა და მიოკარდიტი. მკურნალობის გარეშე მოწამლვა შეიძლება სასიკვდილო შედეგით დამთავრდეს[7].

იოდის ზღვრული დასაშვები კონცენტრაცია წყალში არის 0,125 მგრ/დმ³, ჰაერში 1 მგ/მ³.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დოლიძე ვ., ციციშვილი ვ., „ოთხენოვანი ქიმიური ლექსიკონი“, თბ., 2004, გვ. 98
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 194.
  3. http://chls.web-box.ru/novosti/pochemu-roshal-protiv-joda[მკვდარი ბმული]
  4. WWW Table of Radioactive Isotopes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-22. ციტირების თარიღი: 2011-03-27.
  5. ქიმიკოსის ცნობარი / რედკოლ.: ნიკოლსკი ბ.პ. და სხვები., მე-2., გასწ, ტ. 1, მ.-ლ.: ქიმია, 1966.
  6. იოდის დეფიციტი და იოდოდეფიციტური დაავადებები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-25. ციტირების თარიღი: 2012-01-25.
  7. მავნე ქიმიური ნივთიერებები. V-VIII ჯგუფის ელემენტების არაორგანული ნაერთები / რედკოლ. ფილოვი ვლ, მ.: ქიმია33000 ეგზ., ISBN 5-7245-0264-X.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=იოდი&oldid=4593862“-დან