ვოსტოჩნაია კოლექცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„ვოსტოჩნაია კოლექცია“ (რუსულად „Восточная коллекция“ [ვოსტოჩნაია კოლლექციჲა] - ქართულად „აღმოსავლური კოლექცია“) — რუსეთის სახელმწიფო ბიბლიოთეკის (შემოკლებით РГБ - ერ-გე-ბე) სამეცნიერო-პოპულარული ილუსტრირებული ჟურნალი, რომელიც ყოველკვარტალურად გამოდის.
ჟურნალის პირველი ნომერი გამოვიდა 1999 წელს. 2000 წელს ჟუნალის გამოცემა შეწყდა. 2001 წლიდან კვლავ განახლდა ჟურნალის რეგულარული გამოცემა უფრო დაზუსტებული კონცეფციით.
ჟურნალის დევიზია „ჟურნალი ყველასათვის, ვისაც აღმოსავლეთი აინტერესებს“. აქ იბეჭდება კულტუროლოგიური, ისტორიული და რელიგიოლოგიური ხასიათის სტატიები და ესსეები, საარქივო დოკუმენტები, მოგზაურთა ნარკვევები, ინტერნეტ-რესურების მიმოხილვები.
ჟურნალი ვოსტოჩნაია კოლექცია აღმოსავლეთით დაინტერესებულ მკითხველს ხშირად წარმოუდგენს და აცნობს აგრეთვე სხვადასხვა მუზეუმების კოლექციებს, წიგნების კრებულებსა და გამოცემებს, რომელთა შორის დღემდე არაერთი საინტერესო მასალა გამომზეურებულა რუსეთის სახელმწიფო ბიბლიოთეკის ფონდებიდანაც.
პუბლიკაციათა გეოგრაფია მოიცავს რუსეთს, აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებს. ჟურნალს ყველა ნომერს თან ერთვის რეზიუმე ინგლისურ ენაზე.

სარედაქციო საბჭო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ვოსტოჩნაია კოლექცია“-ს თავმჯდომარეა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის (РАН) ა.მ. გორკის სახელობის მსოფლიო ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი აკადემიკოსი ალექსანდრ კუდელინი (რუს. Александр Куделин).

სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალის საბჭოს წევრები:

  • როსტისლავ რიბაკოვი (რუს. Ростислав Рыбаков),
  • სერგეი კუკუშკინი (რუს. Сергей Кукушкин),
  • მიხაილ მეიერი (რუს. Михаил Мейер),
  • ნატალია ჟუკოვსკაია (რუს. Наталия Жуковская),
  • ტატიანა მეტაქსა (რუს. Татьяна Метакса),
  • ალექსანდრ მეშჩერიაკოვი (რუს. Александр Мещеряков),
  • ეკატერინა ნიკონოროვა (რუს. Екатерина Никонорова),
  • მიხაილ პიოტროვსკი (რუს. Михаил Пиотровский),
  • ბორის რიფტინი (რუს. Борис Рифтин),
  • ევგენი სატანოვსკი (რუს. Евгений Сатановский),
  • მიხაილ ტიტარენკო (რუს. Михаил Титаренко),
  • დიმიტრი ფროლოვი (რუს. Дмитрий Фролов).

მთავარი რედაქტორია ალექსანდრ პოლეშჩუკი (რუს. Александр Полещук).

რედაქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟურნალის რედაქციის წევრები არიან:

  • იგორ მელანინი (რუს. Игорь Меланьин) - მთავარი რედაქტორის მოადგილე, პასუხისმგებელი მდივანი,
  • ირინა გოლუბევა (რუს. Ирина Голубева),
  • ნატალია სევერნაია (რუს. Наталья Северная),
  • ოლესია სმოლინა (რუს. Олеся Смолина),
  • ლეონიდ იაკიმოვიჩი (რუს. Леонид Якимович).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]