ქლორწყალბადმჟავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქლორწყალბადის მჟავა

მარილმჟავა ან ქლორწყალბადის მჟავა[1]ქლორწყალბადის წყლის ხსნარი; ძლიერი ერთფუძიანი მჟავა. უფერო (ტექნიკური მარილმჟავა მოყვითალო ფერისაა Fe, Cl2-ის და სხვა მინარევების გამო), მას ჰაერზე «კვამლი» ასდის. მისი მაქსიმალური კონცენტრაცია მასის მიხედვით 20 °C-ის პირობებში ტოლია 38 %, ასეთი ხსნარს სიმკვრივე შეადგენს 1,19 გრ/სმ³. მოლური მასა 36,46 გრ/მოლია. მარილმჟავას მარილებს - ქლორიდებს უწოდებენ.

ფიზიკური თვისებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვადასხვა კონცენტრაციის მარილმჟავის ხსნარების ფიზიკური თვისებები მოყვანილია ცხრილში:

კონცენტრ. (წონა)
c : კგ HCl/კგ
კონცენტრ. (გრ/ლ)
c : კგ HCl/მ³
სიმკვრივე
ρ : კგ/ლ
მოლურობა
მოლ
 pH 
სიბლანტე
η : მპა·წმ
კუთრი
თბოტევადობა

s : კჯ/(კგ·К)
ორთქლის
წნევა

PHCl : პა
Т
დუღილის

დუღ.ტემპ.
Т
ლღვობის

დნ.ტემპ.
10 % 104,80 1,048 2,87 M −0,5 1,16 3,47 0,527 103 °C −18 °C
20 % 219,60 1,098 6,02 M −0,8 1,37 2,99 27,3 108 °C −59 °C
30 % 344,70 1,149 9,45 M −1,0 1,70 2,60 1,410 90 °C −52 °C
32 % 370,88 1,159 10,17 M −1,0 1,80 2,55 3,130 84 °C −43 °C
34 % 397,46 1,169 10,90 M −1,0 1,90 2,50 6,733 71 °C −36 °C
36 % 424,44 1,179 11,64 M −1,1 1,99 2,46 14,100 61 °C −30 °C
38 % 451,82 1,189 12,39 M −1,1 2,10 2,43 28,000 48 °C −26 °C
20 °C-ის დროს, 1 ატმ (101 kPa)

გამაგრებისას იძლევა კრისტალოჰიდრატს შემდეგი შემადგენლობით - HCl·H2O, HCl·2H2O, HCl·3H2O, HCl·6H2O.

ქიმიური თვისებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ურთიერთქმედებს ლითონების ოქსიდებთან მარილების ხსნარებისა და წყლის წარმოქმნით:

  • ურთიერთქმედებს ლითონების მარილებთან, რომლებიც შედარებით სუსტი მჟავეებისაგან არიან წარმოქმნილნი, მაგალითად ნახშირმჟავასი:

წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარილმჟავა კოლბაში

მარილმჟავას იღებენ აიროვანი ქლორწყალბადის გახსნით წყალში. ქლორწყალბადს იღებენ წყალბადის წვით ქლორში. ლაბორატორიის პირობებში გამოიყენებენ ჯერ კიდევ ალქიმიკოსების მიერ შემუშავებულ ხერხს, სადაც ძლიერი გოგირდმჟავა ზემოქმედებს მარილებზეь:

NaCl + H2SO4(კონც.) (150 °C) → NaHSO4 + HCl

550 °C-ზე ზევით ტემპერატურაზე და სუფრის მარილის საკმაო რაოდენობისას შესაძლებელია ურთიერთქმედება:

NaCl + NaHSO4 (>550 °C) → Na2SO4 + HCl

ქლორწყალბადი მშვენივრად იხსნება წყალში. 0 °C-ზე წყლის 1 მოცულობას შეუძლია შთანქოს ქლორწყალბადის 507 მოცულობა, რაც შეესაბამება მჟავის 45 %-იან კონცენტრაციას. თუმცა ოთახის ტემპერატურაზე ქლორწყალბადის ხსნადობა უფრო დაბალია, ამიტომაც პრაქტიკაში ჩვეულებრივ გამოიყენებენ 36%-იან მარილმჟავას.

გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მრეწველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მედიცინა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კუჭის წვენის შემადგენელი ნაწილი; გაზავებულ მარილმჟავას ადრე უნიშნავდნენ უმთავრესად ისეთი დაავადებების დროს რომლებიც კუჭის წვენის სინაკლებესთან იყო დაკავშირებული.

მოხმარების თავისებურებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარილმჟავა — კაუსტიკური ნივთიერებაა, კანზე მოხვედრისას იწვევს ძლიერ დამწვრობას. განსაკუთრებულად საშიშია თვალში მოხვედრა. ჩვეულებრივ პირობებში მარილმჟავიანი ჭურჭლის გახსნისას წარმოიქმნება ქლორწყალბადის ნისლი და ორთქლი, რომლებიც აღიზიანებენ ლორწოვან გარსს და სასუნთქ გზებს.

რეაგირებს ისეთ ნივთიერებებთან, როგორიცაა ქლორიანი კირი, მანგანუმის დიოქსიდი, ან კალიუმის პერმანგანატი, წარმოქმნის ტოქსიკურ აიროვან ქლორს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მარილმჟავა საიტზე ХиМиК.ру