შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
შეიქმნა 28 ივლისი, 2010
სტატუსი სსიპ
ტიპი სამთავრობო სააგენტო
მიზანი მეცნიერების ხელშეწყობა სახელმწიფო დაფინანსების გზით
ატარებს სახელს შოთა რუსთაველი
ქვეყანა საქართველო
ყოფილი სახელი საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
კავშირები Coalition for Advancing Research Assessment[1]
http://www.rustaveli.org.ge/

სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის ბრძანების საფუძველზე დაარსდა, როგორც საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) უფლებამონაცვლე.

ფონდის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ-ს, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის განვითარებას.

ფონდის სტრატეგიული ხედვა შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ პროგრამას „2021-2024 ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის განვითარების მიმართულებით.

ფონდის მისიაა მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, ხელი შეუწყოს საქართველოს დამკვიდრებას მსოფლიოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში და ამით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქვეყნის სწრაფ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასა და კეთილდღეობაში.

ფონდის მიზანია ინოვაციური სამეცნიერო კვლევების ხარისხის, მნიშვნელობისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის უზრუნველყოფით ქვეყანაში მკვლევართა ახალი თაობების მომზადება, საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციებისა და სამეცნიერო საზოგადოების კვლევითი პოტენციალის ზრდა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში საქართველოს მეცნიერთა ინტეგრირების ხელშეწყობა.

ფონდს ჰყავს საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭო, რომლის წევრები არიან წამყვანი ქართველი და უცხოელი მეცნიერები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები.[2]

საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფონდი ახორციელებს სახელმწიფო საგრანტო კონკურსებს, მიზნობრივ პროგრამებსა და პროექტებს, ჩართულია საერთაშორისო სამეცნიერო ქსელებსა და ერთობლივ ინიციატივებში. ადმინისტრირებას უწევს 30-ზე მეტ საკონკურსო ეროვნულ და საერთაშორისო ბილატერალურ პროგრამას. ასევე, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში დაფინანსებულ 2 პროექტს - EURAXESS Georgia Network Startup –EuGeNes და CALIPER.

2021 წლიდან ფონდი არის ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი-ევროპაში" შემავალი შემდეგი ინსტიტუციების ეროვნული საკონტაქტო პირი საქართველოში:

  • ევროპული ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის (EIT);
  • მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების (MSCA);
  • ერთობლივი კვლევითი ცენტრის (JRC).

2016-2020 წლებში ფონდი იყო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამაში „ჰორიზონტი 2020“ შემავალი ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ეროვნული საკონტაქტო პირი საქართველოში. 2020 წლის აპრილის თვიდან შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი არის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული „Twinning“ პროექტის ბენეფიციარი ორგანიზაცია.

პროექტი ითვალისწინებს ფონდის შესაძლებლობების გაზრდას მისი უკვე არსებული და ადმინისტრირებული პროგრამების გაუმჯობესებისა და მიზნობრივი ღონისძიებების გზით, რომლებიც თანხვედრაშია ეროვნულ პრიორიტეტებსა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებთან. პროექტი ფოკუსირებულია საქართველოში ბიზნესსა და მეცნიერებას შორის თანამშრომლობაზე და ხელს უწყობს ინტერსექტორული მულტიდისციპლინარული კვლევის შესაძლებლობებს ქვეყნის მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიის სისტემის განვითარების მიმართულებით.

ფონდის მიერ წლიური საწევრო გადასახადების უზრუნველყოფის გზით საქართველოს მეცნიერებს შესაძლებლობა ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ ისეთი საერთაშორისო კვლევითი ცენტრების პროექტებში, როგორიცაა ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია (CERN) და ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტი (JIUR DUBNA).

2015 წლიდან ფონდი კოორდინაციას უწევდა 21 ინსტიტუციისგან შემდგარი კონსორციუმის წვდომას საერთაშორისო სამეცნიერო გამომცემლობა ELSEVIER-ის ელექტრონულ ბაზებთან (ScienceDirect, Scopus), ხოლო 2019 წლიდან დღემდე კონსორციუმის წევრთა რაოდენობა შეადგენს 55-ს.

2018 წელს ფონდი 15 ორგანიზაციისგან შემდგარი კონსორციუმისთვის დამატებით ახორციელებდა წვდომას Clarivate Analitics-ის ბაზებთან, ანალიტიკურ ინსტრუმენტებთან (Web of Science, Derwent Innovation). 2019 წელს ფონდი აფინანსებდა სამეცნიერო სტაჟირებას ERC-ის გრანტის ბენეფიციარებთან.

მიზნები და უპირატესობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოში სამეცნიერო საქმიანობის განვითარების ფინანსური ხელშეწყობა
  • ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი კვლევითი და ინოვაციური პროექტების დაფინანსება
  • ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მოზიდვა
  • მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშეწყობა
  • ქართული აკადემიური წრეების საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის მხარდაჭერა.

სამეცნიერო მიმართულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი პროექტებს 10 სამეცნიერო მიმართულებით აფინანსებს. ესენია:

  • ქართველოლოგიის მეცნიერებები;
  • ჰუმანიტარული, ეკონომიკური და სოციალური მეცნიერებები;
  • საინჟინრო მეცნიერებები, მაღალტექნოლოგიური მასალები;
  • საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტელეკომუნიკაციები;
  • მათემატიკური მეცნიერებები;
  • ფიზიკური და ქიმიური მეცნიერებები;
  • სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები;
  • სამედიცინო მეცნიერებები;
  • დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები და გარემო;
  • აგრარული მეცნიერებები.

კონკურსები და პროგრამები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სახელმწიფო სამეცნიერო გრანტები ფუნდამენტური კვლევებისათვის
  • სახელმწიფო სამეცნიერო გრანტები გამოყენებითი კვლევებისათვის
  • მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტები
  • საკონფერენციო გრანტები
  • უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსი
  • პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტები ახალგაზრდა მეცნიერთათვის
  • უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირების საგრანტო კონკურსი
  • სახელმწიფო გრანტების კონკურსი დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების თანახელმძღვანელობისათვის
  • საგრანტო კონკურსი „სახელმწიფო გრანტი მსოფლიოს წამყვან კვლევით ცენტრებში საერთო კვლევითი და საგანმანათლებლო პროგრამების ჩამოყალიბებისა და შემდგომში ამ პროგრამების საქართველოში გადმოტანის მიზნით“
  • ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლა
  • საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის საგრანტო კონკურსი
  • ქართული ეროვნული სამოსის კვლევის საგრანტო კონკურსი
  • ქართული საბავშვო ფოლკლორის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტი
  • სასწავლო შემეცნებითი კომპიუტერული პროგრამების საგრანტო კონკურსი
  • მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“
  • საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადა

ფონდის დირექტორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორები
დირექტორი პერიოდი
1. ლევან ცინცაძე 2005
2. არჩილ მოწონელიძე 2006
3. ნათია ჯოხაძე 2006-2007
4. მარიამ გერსამია 2007-2008
ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის დირექტორები
დირექტორი პერიოდი
1. თინათინ ბოჭორიშვილი 2007-2010
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორები
დირექტორი პერიოდი
1. სულხან სისაური 2010-2014
2. მარინე ჩიტაშვილი 2014-2017
3. მანანა მიქაბერიძე 2017-2018
4. ზვიად გაბისონია 2018-2020
5. ჯაბა სამუშია 2020-2022
6. ერეკლე ასტახიშვილი 2022- დან

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]