სან-კარლოსი (ვენესუელა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
სან-კარლოსი
San Carlos

კათედრალი, სან-კარლოსი
დროშა გერბი

ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
შტატი (ვენესუელა)|ვენესუელის შტატები|შტატი კოხედესი
კოორდინატები 9°39′30″ ჩ. გ. 68°35′24″ დ. გ. / 9.65833° ჩ. გ. 68.59000° დ. გ. / 9.65833; -68.59000
დაარსდა 27 აპრილი, 1678
ცენტრის სიმაღლე 152
მოსახლეობა 110.000 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 6,6 კაცი/კმ²
სატელეფონო კოდი 0258
საფოსტო ინდექსი 2201
ოფიციალური საიტი sancarlos-cojedes.gov.ve
სან-კარლოსი (ვენესუელა) — ვენესუელა
სან-კარლოსი (ვენესუელა)

სან-კარლოსი (ესპ. San Carlos) — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ ვენესუელაში, კოხედესის შტატის დედაქალაქი. მდებარეობს მდინარე ტირგუას გასწვრივ, მთიანეთისა და ვაკეების შერწყმის ადგილზე, ზღვის დონიდან 152 მ სიმაღლეზე.

2010 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 110.000 კაცს. დაარსდა 1678 წლის 27 აპრილს,[1] კაპუცინელი მისიონერების მიერ. კოხედესისა და პორტუგესის შტატების გაყოფამდე სან-კარლოსი იყო ფალკონის შტატის დედაქალაქი. კომერციული ცენტრია, განვითარებულია სოფლის მეურნეობა, ამრავლებენ საქონელს. მოჰყავთ შაქრის ლერწამი, სიმინდი, ბრინჯი.

ქალაქი გაშენებულია ავტომაგისტრალზე, რომლის მეშვეობით უკავშირდება ვენესუელის ქალაქებს: აკარიგუას, გუანარეს, ბარკისიმეტოსა და ვალენსიას.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Alcaldías Digitales. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-02-20. ციტირების თარიღი: 2011-10-27.