კოხედესის შტატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შტატი
კოხედესის შტატი
Estado Cojedes
დროშა გერბი

ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
ადმ. ცენტრი სან-კარლოსი
შიდა დაყოფა ანსოატეგის მუნიციპალიტეტი[1] , პაო-დე-სან-ხუან-პაუტისტას მუნიციპალიტეტი[1] , ფალკონის მუნიციპალიტეტი[1] , ხირარდოტის მუნიციპალიტეტი (კოხედესი)[1] , ლიმა-ბლანკოს მუნიციპალიტეტი[1] , რიკაურტეს მუნიციპალიტეტი[1] , რომულო-გალიეგოსის მუნიციპალიტეტი[1] , სან-კარლოსის მუნიციპალიტეტი[1] და ტინაკოს მუნიციპალიტეტი[1]
კოორდინატები 9°21′00″ ჩ. გ. 68°19′00″ დ. გ. / 9.35000° ჩ. გ. 68.31667° დ. გ. / 9.35000; -68.31667
დაარსდა 1864
ფართობი 14 800 კმ²
მოსახლეობა 300 300 კაცი (2007)
სასაათო სარტყელი UTCUTC-04:30
ოფიციალური საიტი cojedes.me.gob.ve

კოხედესი (ესპ. Estado Cojedes) — შტატი ვენესუელაში. დედაქალაქია სან-კარლოსი. მდებარეობს ცენტრალურ-დასავლეთ რეგიონში. მისი სახელი მომდინარებობს მდინარისგან, რაც ადგილობრივთა ენაზე ნიშნავს „სადაც ყველაფერი ხდება“. შტატის მთლიანი ფართობია 14 800 კმ². 2007 წლის მონაცემებით მოსახლეობა 300 300 ადამიანს შეადგენს.

ეკონომიკური აქტივობის ძირითად დარგებს მიწათმოქმედება და მეცხოველეობა წარმოადგენს. მთავარი კულტურებია სიმინდი, იამი, სორგო, ბარდა, კასავა და მანგო. მეცხოველეობაში ლიდერობს მსხვილფეხა რქოსანი საქონელი და მეღორეობა.

შტატის ამჟამინდელ ტერიტორიაზე, გადმოსახლდნენ ორინოკოს რეგიონში მცხოვრები ადგილობრივი ამერიკელები, მათი მთავარი მიზანი კოლონიზაცია და ტაკარიგუის ტბის გარშემო ტერიტორიებთან ვაჭრობის გაბმა იყო.

1750 წელს ესპანელმა კირილო ბაუტისტამ დააარსა დასახლება სანტა-კლარა-დე-კარამაკატე. არეალის შესახებ ერთ-ერთ პირველ მოხსენებებს 1760 წელს წერს ეპისკოპოსი მარტი.

დამოუკიდებლობის შემდეგ კოხედესი შედიოდა კარაბობოს პროვინციის შემადგენლობაში.

მუნიციპალიტეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციულად შტატი იყოფა 9 მუნიციპალიტეტად:

მუნიციპალიტეტი დედაქალაქი ფართობი
კმ²
მოსახლეობა
(2007)
რუკა
ანსოატეგი კოხედესი 831 16 333
ფალკონი ტინაკილიო 714 90 773
ხირარდოტი ელ-ბაული 3 468 11 579
ლიმა-ბლანკო მაკაპო 127 9 161
პაო-დე-სან-ხუან-პაუტისტა ელ-პაო 127 9 161
რიკაურტე ლიბერტადი 5 089 15 730
რომულო-გალიეგოსი ლას-ვეგასი 905 12 340
სან-კარლოსი სან-კარლოსი 1 843 97 860
ტინაკო ტინაკო 1 098 31 371

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 1.8 OpenStreetMap — 2004.