დედანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დედანი — თავდაპირველი, ავტორისეული ნაწარმოები, რომლის პირი გადააქვთ გადაწერით ან გადაბეჭდვით; სახვითი ხელოვნების ნაწარმოების ან დოკუმენტის ორიგინალი; სტამბური წესით გასამრავლებელი დედანი შეიძლება იყოს ტექსტი, ფოტოსურათი, გრაფიკული გამოსახულება და მისთ., რასაც ამზადებენ გამომცემლობაში — კითხულობენ რედაქტირების თვალსაზრისით, შემდეგ მიუთითებენ, რა შრიფტით უნდა აიწყოს ტექსტი, სათაურები, გამყოფები და სხვ.; რა ზომაზე დაკაბადონდეს გვერდები და როგორ განლაგდეს ოლუსტრაციები, ადგენენ სპეციფიკაციას ბეჭდვის ტექნოლოგიისა და აკინძვის სახეობის შესახებ და გადასცემენ სტამბას. შეიძლება დედნის კოდირება მაგნიტზე ან პერფოლენტზე. ამ თვალსაზრისით დედანს შეესატყვისება ლათინური სიტყვა-ტერმინი „ორიგინალი“ (originalis).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]