პოიკე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პოიკე
კოორდინატები: 27°05′31″ ს. გ. 109°15′00″ დ. გ. / 27.09194° ს. გ. 109.25000° დ. გ. / -27.09194; -109.25000
ქვეყანა ჩილეს დროშა ჩილე
სიმაღლე 370 
პოიკე — წყნარი ოკეანე
პოიკე

პოიკე (ინგლ. Poike) — ჩამქრალი ვულკანი აღდგომის კუნძულზე. წარმოადგენს იმ სამი (ტერევაკა, რანო-კაუ) ვულკანიდან ერთ-ერთს, რომელიც აყალიბებს კუნძულ რაპანუის. ეკუთვნის ჩილეს. სიმაღლე 370 მ. პოიკე აღდგომის კუნძულის მწვერვალებს შორის სიმაღლით მხოლოდ ტერევაკას ჩამორჩება. პოიკე აღდგომის კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში ქმნის ფლატეებიან კლიფს, — „პოიკეს გრაბენს“, რომელიც აღნიშნავს ნაკადებს შორის საზღვარს ტერევაკიდან პოიკემდე.

უკანასკნელი ამოფრქვევა დაფიქსირდა პლეისტოცენში 230 000-705 000 წლის წინ. განსხვავებით დანარჩენი ორი ვულკანისაგან, პოიკეს კრატერი მშრალია. ვულკანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს როგევენის კონცხი, რომელსაც სახელი ეწოდა ნიდერლანდელი მოგზაურის იაკობ როგევენის პატივსაცემად, რომელმაც 1722 წელს ევროპელთაგან პირველმა მოინახულა აღდგომის კუნძული.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]