ინტერნეტ-ფორუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ინტერნეტ ფორუმი (ვებ–ფორუმი), იგივე გზავნილების დაფა — ვებ–პროგრამების კლასი საიტის მომხმარებელთა ურთიერთობის ორგანიზებისათვის. ტერმინი „ფორუმი“ ზუსტად შეესაბამება ამ სიტყვის არსს. ეს არის სადისკუსიო საიტი, სადაც მომხმარებლები ერთმანეთს ესაუბრებიან გზავნილების სახით.

კონცეფცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფორუმის მუშაობის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მომხმარებლენი (ფორუმის სტუმრები) ტოვებენ საკუთარ თემებს პოსტინგის გზით მისი შემდგომი განხილვისათვის და მასში შეტყობინებების განთავსებისათვის. ყოველი ცალკე აღებული თემა ფაქტობრივად წარმოადგენს სტუმართა თემატურ წიგნს. მომხმარებლებს შეუძლიათ წარმოდგენილი თემის კომენტირება, კითხვების დასმა თემის გარშემო და პასუხების მიღება, აგრეთვე, თავადვე უპასუხონ თემაში დასმულ სხვა მომხმარებელთა შეკითხვებს, მისცენ მათ რჩევები. თემის შიგნით, შესაძლოა, აგრეთვე, გაიმართოს კენჭისყრა (ხმის მიცემის პროცედურა).

გზავნილები დახარისხებულია ამა თუ იმ სადისკუსიო თემაში და ფორუმის მონაცემთა ბაზაში სამუდამოდ ინახება. სხვადასხვა შემთხვევაში, ხდება ისე, რომ ფორუმის ან მისი განყოფილების ზედამხედველი (მოდერატორი) თვალს ადევნებს გზავნილებს და აქვეყნებს მათ მხოლოდ გადამოწმების შემდეგ. შენახული თემები შემდგომში, შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩნდეს, როგორც მონაწილეების, ასევე ინტერნეტის ნებისმიერი მომხმარებლისთავის, რომელიც ეწვევა ფორუმს.

ფორუმის თემატიკა მრავალფეროვანია და მოიცავს ცხოვრების ყველა სფეროს. ის განისაზღვრება ან ფორუმის მფლობელების ან ადმინისტრატორების ან მონაწილეთა კონტინგენტის მიხედვით. ამასთან, ფორუმები, შესაძლოა, იყოს როგორც სპეციალიზებული, მაგალითად, ეძღვნებოდეს მუსიკას ან მის რომელიმე ჟანრს, ასევე, ვიწროსპეციალიზებული – მიძღვნილი რომელიმე მუსიკალური ჯგუფის ან შემსრულებლისადმი. ასევე, ფორუმი შესაძლოა, იყოს არასპეციალიზებლი. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებლები თავად ირჩევენ თემებს საკუთარი ინტერესების მიხედვით.

შესაძლებელია, ფორუმების არსებობა როგორც დამოუკიდებლად, ასევე, რაიმე საიტის შემადგენელ ნაწილადაც.

სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფორუმი ატარებს იერარქიული სტრუქტურის სახეს. მასში შესაძლებელია რამდენიმე თემატური განყოფილების შექმნა (ქვეფორუმის), რომლებშიც მოთავსდება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებული ცალკე სადისკუსიო თემები. აქედან გამომდინარე, ვებ–ფორუმის ყველაზე გავრცელებულ იერარქიას წარმოადგენს: ქვეფორუმითემა (თემები)შეტყობინებები (პოსტები). აშირად რამდენიმე სექციას ათავსებენ ერთად და მას უწოდებენ ფორუმის ზესექციას. ამ შემთხვევაში ფორუმი იყოფა რამდენიმე ქვეფორუმად, რომელიც თავის მხრივ დაყოფილია კიდევ სექციებად. ფორუმში შეიძლება იყოს დინამიური განვითარების თემების ჩამონათვალი და მუდმივი თემების ჩამონათალი. დინამიური განვითარების თემებში რიგით მონაწილეებს შეუძლიათ შექმნან ფორუმის თემატიკის ფარგლებში ახალი თემები დამატებით.

შეტყობინებებს, ჩვეულებრივ, გააჩნიათ ასეთი სახე: „ავტორითემაშინაარსირიცხვი/დრო“. ეს შეტყობინებები და კომენტარები მასზე წარმოქმნიან ე. წ. „ტოტს“ (სახელწოდება, ჩვეულებრივ, მიღებულია დატოტვილ ფორუმებში, რომელსაც ხის მსგავსი ფორმა აქვთ) ან „თემას“ (ასევე გამოიყენება ტერმინები „ტოპიკი“, „ტოპი“ ინგლისური „topic“ – იდან და სხვ).

არსებობს ფორუმების სამი ძირითადი სტრუქტურა:

  • ხისებრი (დატოტვილი);
  • ცხრილური;
  • უნივერსალური (ან ჰიბრიდული).

ფორუმის პარამეტრებზე დამოკიდებულია ანონიმური მომხმარებლების მასზე დაშვების დონე. როგორც წესი, კონტროლის მიზნით, ფორუმის ადმინისტრაცია არ იძლევა ანონიმური გზავნილების დატოვების უფლებას.

ხისებრი (დატოტვილი)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხისებური (დატოტვილი) ფორუმები არის ფორუმები, რომლის სტრუქტურა ქმნის მკაცრ იერარქიას. მასში შეიძლება ძალიან კონკრეტული დისკუსიის წარმართვა – პასუხის გაცემისას (შეტყობინება) თქვენ ყოველთვის უთითებთ ვის პასუხობთ. ყველა შეტყობინება თემის შიგნით ამ სახით ქმნის იერარქიას. ამ ფორუმის დადებითი მხარე ის არის, რომ შესაძლებელია, მკაფიოდ მივადევნოთ თვალყური – ვინ ვისთან ურთიერთობს, ვინ ვის დაუსვა შეკითხვა და ან თავად უპასუხა სხვის მიერ დასმულ შეკითხვას. შეტყობინებათა ეს ფორმა საშუალებას აძლევს მონაწილეს იგნორირება გაუკეთოს მისთვის უინტერესო პასუხებს. მინუსები კი იმაში გამოიხატება, რომ შეტყობინების ნახვისას ყოველ ჯერზე უნდა დაკლიკოთ მის სათაურზე, რაც მოუხერხებელია, საჭიროებს დროს. ამასთან, იზრდება საინტერსესო პოსტების გამოტოვების რისკი იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა გადაწყვიტა იგნორირება გაუკეთოს ტოტის სხვა შეტყობინებებს.

ცხრილური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცხრილური ფორუმებიარის ფორუმები, რომელშიც წარმოიქმნება ფორუმის მონაწილეთა პასუხების იერარქია. ყველა შეტყობინება თემებში წარმოდგენილია ზოლებად, რის გამოც ასეთ ფორუმებს ხშირად უწოდებენ აგრეთვე, ზოლიან ფორუმს. იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს განსაზღვრა ვინ ვის პასუხობს, გამოიყენება სპეციალური ინსტრუმენტები: ციტირება; ავტორისადმი მიმართვა; და ა.შ. ცხრილური ფორუმების პლიუსია მოხერხებული ურთიერთობა, რაც მის დიდ პოპულარობაში გამოიხატება. თემაზე ხელის დაჭერისას ჩამოიშლება მისი ყველა პოსტი ან თითქმის ყველა პოსტი (თუ ისინი ბევრია, მაშინ იხსნება გვერდების მიხედვით). ძალიან ადვილია განისაზღვროს პოპულარული თემები. ამისათვის არსებობს შეტყობინებათა მთვლელი და მნახველთა რაოდენობა. ამ ფორუმების მინუსი ის არის, რომ აუცილებელია თვალყურის დევნება და შეტყობინებათა მართვა იმისათვის, რომ პოსტები თემატურად შეესაბამაბოდეს დასმულ საკითხს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თემა ცდება შინაარსს და ნაგვიანდება სხვა საკითხებით. ამისათვის, ასეთი ფორუმების არსებობა შეუძლებელია მოდერატორების გარეშე, რომლებსაც ევალებათ სეტყობინებების მართვა.

უნივერსალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსალური ფორუმები არის ფორუმები, რომლებიც სთავაზობს მონაწილეს თავად აიჩიოს ფორუმის სტრუქუტურა, გადართოს ცხრილურიდან ხისებრ (დატოტვილ) სერვისზე და პირიქით. პლიუსები: ასეთი ფორუმების დემოკრატიულობა – თავად აირჩიოს სამუშაო რეჟიმი, რომელიც მას მოსწონს. მინუსები: სამუშაოს სირთულე, რომელიც ზოგჯერ წარმოექმნება ახალდამწყებ მომხმარებლებს.

ინფორმაციის წარდგენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მომხმარებლისათვის საჩვენებლად არსებობს ორი ტიპის ინფორმაციის (პოსტების) წარდგენა

ხისებრი (დატოტვილი) — თემათა შეტყობინებების სია წარმოდგენილია იერარქიულად. ამასთან, ძველი შეტყობინების ქვემოთ განთავსებულ ყოველ ახალ შეტყობინებას შეუძლია წარმოქმნას საკუთარის განხილვის ქსელი.

ხაზოვანი (ბრტყელი) — ერთი თემის ჩარჩოებში მოქცეული შეტყობინებები ქვეყნდება ერთმანეთის მიყოლებით ხელმისაწვდომობის მიხედვით. ახალი შეტყობინებები განთავსდება როგორც უკანასკნელი (ჩვეულებრივ, ქვემოთ); კითხვა–პასუხს შორის აზრობრივი კავშირი ყალიბდება განსაკუთრებული სახით გაფორმებული ციტატების საფუძველზე.

ინფორმაციის წარდგენა ხისებრი (დატოტვილი) ფორმით ისტორიულად პირველი იყო, მოცემულ მომენტში კი გამოიყენება იშვიათად და პრაქტიკულად ისტორიას ჩაბარდა.

უფლებები და წესები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც წესი, ფორუმის წევრი რომ გახდეს მომხმარებელი უნდა გაიაროს რეგისტრაცია. რეგისტრაცია ხშირად მოითხოვს დადასტურებას მომხმარებლებლისგან ან თავად ფორუმის ადმისტრაციისგან. სტუმარს შეუძლია ავტორიზებით შევიდეს ფორუმში და მოიპოვოს ფორუმსა და მის სერვისებთან წვდომის, მოხმარების და სხვა შეღავათების უფლება. ამის შემდგომ, მომხმარებელს უფლება აქვს მოახდინოს საკუთარი პროფილის რედაქტირება. პროფილი არის გვერდი, სადაც ჩანს ინფორმაციები მოცემულ მონაწილეზე, დევს მონაწილის ავატარი (პროფილის ფოტო), მიუთითოს ავტომატურად დამატებული გამოწერები მის შეტყობინებებზე. ხელმოწერა შეიძლება იყოს სტატიკური ტექსტი ან შეიცავდეს გრაფიკულ გამოსახულებას, მათ შორის ე.წ. უზერბარებს.

ფორუმები სხვადასხვაგვარია წვდომის თვალსაზრისით. მაგალითად, ზოგან შეტყობინებების კითხვა და ახლის შექმნა შესაძლებელია არაავტორიზებული მომხმარებლების მიერ, ზოგიერთი ფორუმი მოითხოვს წინასწარ რეგისტრაციას. ასეთი ფორუმებს უწოდებენ ღია ფორუმებს და ხელმისაწვდომია ყველა მსურველისათვის. გამოიყენება შერეული ვარიანტიც – როცა ზოგიერთი თემა ხელმისაწვდომია ყველასთვის, ხოლო ზოგიერთი – მხოლოდ დარეგისტრირებული მონაწილეებისათის. ამის გარდა, კიდევ არსებობს დახურული ფორუმებიც, რომელთან წვდომაც განისაზღვრება ადმინისტრატორებისაგან პერსონალურად თითოეული მონაწილისათვის. (მაგ: მიწვევით და სხვ.). პრაქტიკაში გვხვდება ისეთი ფორუმებიც, რომლის ზოგიერთი ნაწილი ხელმისაწვდომია ყველასთვის, ხოლო ზოგიერთი ნაწილი დამალულია და მხოლოდ მიწვეულ მონაწილეებს ეძლევათ ინფორმაციაზე წვდომის უფლება.

საწყისი თემის განხილვიდან გადახრა ფორუმების უმრავლესობაზე, წესების თანახმად, შეზღუდულია. წესების დაცვას აკონტროლებენ მოდერატორები და ადმინისტრატორები — მონაწილეები აღჭურვილი არიან რედაქტირების, გადაადგილების, უცხო (არასასიამოვნო) შეტყობინებების წაშლის უფლებებით. აგრეთვე, მათ შეუძლიათ გააკონტროლონ ზოგიერთი მონაწილის ან სტუმრის წვდომა შეტყობინებასთან.

შიდასერვისები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფორუმების უმრავლესობას გააცნია პირადი შეტყობინებების სისტემა, რითაც მონაწილეებს შეუძლიათ ინდივიდუალური ურთიერთობა ელექტრონული ფოსტის ანალოგიურად.

მრავალ ფორუმს ახალი შეტყობინების შექმნისას გააჩნიათ შესაძლებლობა მიუერთონ მას ხმის მიცემის ან გამოკითხვის ჩატარების სისტემა.

ჩვეულებრივ, ფორუმებს გააჩნიათ შეტყობინებათა საკუთარი ბაზისათვის საძიებო სისტემა.

ასევე, ვებ–ფორუმებში შესაძლებელია როლური თამაშების წარმოება, რომლებმაც მიიღეს სახელწოდება ფორუმის როლური თამაშები (შემოკლებით, „ფრი“ ან ინგლისურ ვარიანტში Forum Role Play Game — FRPG)

განხილული თემების განყოფილებებით და არარეალურ დროში ურთიერთობის შესაძლებლობებით ფორუმი განსხვავდება ჩათისგან. ეს განსაზღვრავს დისკუსიების სერიოზულობას, რამდენადაც მოპასუხე მხარეებს პასუხის მოფიქრებისათვის ეძლევათ დიდი დრო. ფორუმი ხშირად გამოიყენება, როგორც სხვადასხვა სახის სამსახურებრივი კონსულტაციების ფორმა.

დღეისათვის ვებ–ფორუმები არის უპოპულარესი საშუალება მსოფლიო ქსელში ამათუ იმ თემის განსახილველად. ფორუმები თანაბრად თანაარსებობენ ბლოგებთან და მიკრობლოგებთან ერთად (მაგ: ტვიტერი). ურთიერთობის ეს ორი ფორმა პრაქტიკულად არ ჩამოუვარდება ერთმანეთს თავისი პოპულარობით.

ტექნოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვებ–ფორუმების მუშაობისათვის გამოიყენება სხვადასხვა პროგრამული პროდუქტი, ხშირად რომელიმე კონკრეტული ფორუმისათვის სპეციალიზებული. პროგრამების დეველოპერებს შორის დამკვიდრდა ტერმინი „ფორუმის ძრავა“.

პოპულარული პროგრამული უზრუნველყოფა გამოიყენება მსხვილი ფორუმების ქსელში მუშაობისას (სადაც 500 ათასზე მეტი შეტყობინებაა).

ფორუმის მუშაობა, როგორც წესი, ხშირად მოითხოვს მონაცემთა ბაზას – MySQL.

ფორუმთა სერვისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვებ–სერვისი საშუალებას აძლევს ნებისმიერ გარე მომხმარებელს შექმნას საკუთარი ვებ–ფორუმი. მომხმარებელი, დაარეგისტრირებს რა საკუთარ ფორუმს ასეთი სერვისის საიტზე (ჩვეულებრივ, ვებ–ინტერფეისის დახმარებით), იღებს ადგილს სერვისის მყარ დისკზე თავისი ფორუმის ფუნქციონირების უზრუნველყოფისათვის, კერძოდ, შეტყობინებათა შესანახად, მონაწილეთა პროფილისათვის, პარამეტრებისათვის. ამასთან, ის ავტომატურად ხდება საკუთარი ფორუმის ადმინისტრატორი (ესე იგი, იღებს შესაძლებლობას თავად მართოს ფორუმის სერვისები, მისცეს მომხმარებელს ესა თუ ის უფლება და ა.შ). ფორუმისათვის, როგორც წესი, ავტომატურად იქმნება მე–3 ხარისხის დომენი.

ყოველ სერვისს თავისი წესი და წყობა აქვს. ისინი ფორუმებს წარმოგვიდგენენ სხვადასხვა სისტემაში. როგორც წესი, სერვისს გააჩნია ერთი და იგივე „ფორუმის ძრავა“. თუმცა დღეს დღეისათვის ფართოვდება სერვისების სია, მაგრამ თითოეული ინფორმაციისათვის გამოყოფილია დისკის სივრცეში თავისი ნაწილი. სერვისისაგან დამოუკიდებლად, თითოეულ ფორუმს აქვს როგორც საკუთარი მონაცემთა ბაზა და ასევე, ყველასათვის საერთო მონაცემებიც. მომხმარებელს არ აქვს უფლება მართოს სკრიპტის (ფორუმის ძრავის) სერვისები, განსაზღვროს (შეამციროს ან გააფართოვოს) წარმოდგენილი სერვისის უფლებები და შესაძლებლობები.

რამდენადაც სერვისის მფლობელები ვალდებულნი არიან შეინარჩუნონ სერვერი (აგრეთვე მიიღონ შემოსავალი თავიანთი მოღვაწეობით), იმდენად უფასო სერვისების უმრავლესობაზე განთავსებულია ესა თუ ის რეკლამა. ამასთან, პროექტის ავტორები ადგენენ წესებს ("სამომხმარებლო შეთანხმებას"), რომლის პუნქტები უნდა დაიცვას მომხმარებელმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფორუმი იქნება გაუქმებული. (კერძოდ, დაუშვებელია სახელმწიფო კანონმდებლობის დარღვევა, რომელშიც განთავსებულია სერვერი; ამის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ მომხმარებლებს და არა სერვისის ადმინისტრაციას).

ფორუმები ქართულ ინტერნეტ-სივრცეში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინტერნეტ ფორუმების შექმნა ქართულ სივრცეში დაიწყო 2000-იანი წლების დასაწყისიდან. პირველ ფორუმებს შორის აღსანიშნავია „თბილისის ფორუმი“ და „საფიხვნო“. შემდგომში, სხვადასხვა საიტის გახსნას თან ახლდა მიმაგრებული ფორუმის გამოჩენაც. როგორც წესი, ფორუმი მიბმული იყო როგორც საინფორმაციო საიტზე, ასევე მედია ფაილების არალეგალურად გამავრცელებელ პორტალებზეც. მიუხედავად ერთგვარი ერთფეროვნებისა, იქმნებოდა თემატური ფორუმებიც (ასევე მიბმული საიტებზე), მაგალითებია - საიტ „მარანის“ ფორუმი (ღვინის შესახებ) ან სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების ფორუმი. ყველა ქართულ ფორუმს შორის „თბილისის ფორუმი“ ითვლება ყველაზე პოპულარულად - მომხმარებელთა ყველაზე დიდი რაოდენობით, თემატურად ყველაზე ნაირფეროვანი განყოფილებებით და რამდენიმე უკვე დანერგილი ტრადიციითა თუ მრავალი ჩატარებული აქციით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]