სტეფანი მაიერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტეფანი მაიერი
ინგლ. Stephenie Meyer
დაბადების თარიღი 24 დეკემბერი, 1973(1973-12-24)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] (50 წლის)
დაბადების ადგილი ჰარტფორდი, კონექტიკუტი, აშშ[2] [11]
საქმიანობა მსახიობი, სცენარისტი, კინოპროდიუსერი, მწერალი, რომანისტი, სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი, საბავშვო მწერალი, ბიზნესმენი, კინოსცენარისტი[12] და მეწარმე[12]
ენა ამერიკული ინგლისური და ინგლისური ენა
მოქალაქეობა  აშშ[2]
ალმა-მატერი ბრიგამ იანგის უნივერსიტეტი და Chaparral High School
ჟანრი ფენტეზი და სასიყვარულო რომანი
Magnum opus ბინდი და მასპინძელი
ხელმოწერა
საიტი stepheniemeyer.com

სტეფან მორგან მაიერი (ინგლ. Stephenie Meyer) (დ. 24 დეკემბერი, 1973 )— ამერიკელი მწერალი.

დაიბადა ამერიკაში 24 დეკემბერს 1973 წელს. მან ბავშვობა გაატარა არიზონაში. ჰყავს ორი და და სამი ძმა. მომავალი მეუღლე კრისტიანი გაიცნო მოზარდობისას და მასთან 1994 წელს იქორწინა.

1995 წელს სტეფანმა დაამთავრა ბრაიგამ იანგის სახელობის უნივერსიტეტი შტატ იუტაში. მან მიიღო ბაკალავრიატი ინგლისური ენის მცოდნეობაში. სტუდენტობის პერიოდში იგი ძალიან ბევრს კითხულობდა და ეცნობოდა თანამედროვე ფენტეზის ჟანრის წიგნებს.

სტეფანის გადმოცემით 2003 წლის 2 ივნისს[13] მან სიზმარში ნახა მდელოზე წამოწოლილი შეყვარებული წყვილი, მისი თქმით ბიჭი ვამპირი იყო, რომელსაც გოგონას სუნი თავბრუს ხვევდა. 29 წლის დიასახლისმა და სამი შვილის დედამ გადაწყვიტა ჩაეწერა თავისი იდეები, ხოლო სამი თვის შემდეგ მან 500 ფურცლიანი რომანი ბინდი დაწერა. მან ლიტერატურულ აგენტებს მიუტანა თავისი რომანი, ხოლო ამის შემდეგ გამოსცა წიგნი რომელმაც მეიერს 750 ათასი დოლარი მოუტანა.

რომანი უპირველეს ყოვლისა გამოიცა თინეიჯერების გულების დასაპყრობად. იგი დაიბეჭდა და გაყიდვაში გამოვიდა პირველად ამერიკაში 2005 წელს და შემაშფოთებელი წარმატებით გაიყიდა. ამის შემდეგ ყოველ წელს სტეფანიმ გადაწყვიტა გამოეცა ახალ ახალი საგები ახალი მთვარე დაბნელება და განთიადი. ყოველ წიგნში მთხრობელი არის განუმეორებელი ბელა სუონი თუმცა მესამე ნაწილის ბოლო თავი მოთხრობილია ჯეიკობ ბლექის მიერ და ამან იმხელა სიმპატია დაიმსახურა მკითხველებისაგან, რომ სტეფანმა გადაწყვიტა ბოლო წიგნის გარკვეული ნაწილის მთხრობილი ჯეიკობი ყოფილიყო.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართული დასახელება ორიგინალური დასახელება ISBN
2005 ბინდი Twilight 0-316-16017-2
2006 ახალი მთვარე New Moon 0-316-16019-9
2007 დაბნელება Eclipse 978-0316160209
2008 განთიადი Breaking Dawn 031606792X
2008 მასპინძელი The Host 0-316-16017-2
2010 ბრი ტენერის მოკლე მეორე სიცოცხლე The Short Second Life of Bree Tanner 978-5-17-068736-7
2010 შუაღამის მზე (დაუმთავრებელი) Midnight sun
2011[14] ოფიციალური გიდი Twilight Saga Official Guide
(დაგეგმილია) სული The Soul
(დაგეგმილია) მაძებარი The Seeker

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  2. 2.0 2.1 2.2 Literatuur Vlaanderen — 1999.
  3. Moredock J. Encyclopædia Britannica
  4. NooSFere — 1999.
  5. Mormon Literature & Creative Arts
  6. BD Gest'
  7. ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  8. Vegetti Catalog of Fantastic Literature
  9. Babelio — 2007.
  10. Munzinger Personen
  11. 11.0 11.1 https://mormonarts.lib.byu.edu/people/stephenie-meyer/
  12. 12.0 12.1 Czech National Authority Database
  13. The Story Behind ''Twilight''. StephenieMeyer.com. ციტირების თარიღი: 2010-08-01.
  14. The Twilight Saga: The Official Illustrated Guide. ციტირების თარიღი: 2011-03-12.