ტირინფა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიკენისა და ტირინფას არქეოლოგიური ძეგლები*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, iii, iv, vi
სია [1]
რეგიონი** აზია-ოკეანეთი
კოორდინატები 37°35′58″ ჩ. გ. 22°47′59″ ა. გ. / 37.59944° ჩ. გ. 22.79972° ა. გ. / 37.59944; 22.79972
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1999  (23-ე სესია)
ნომერი 941
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 941
ინგლ.რუს.ფრ.

ტირინფა ტირინთი, ტირინთოსი (ბერძ. Τίρυνθα) — მიკენური არქეოლოგიური ძეგლი საბერძნეთში, პელოპონესის ნახევარკუნძულზე, არგოლისის პრეფექტურაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტირინფა დასახლებული იყო ნეოლითის ხანაში. წარმოადგენდა ბორცვზე მდებარე გამაგრებულ დასახლებას. იყო აქაველთა სახელმწიფოს ცენტრი ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისში. განვითარების მწვერვალს მან ძვ. წ. 1400 -1200 წლებში მიაღწია. მისი გამორჩეული მახასიათებლები იყო მდებარეობა, ციკლოპური გვირაბები და განსაკუთრებით მისი კედლები, რომლის წყალობითაც ქალაქმა ჰომეროსისგან მიიღო ეპითეტი „ძლევამოსილკედლებიანი ტირიფნა". კედლები ქალაქს ძვ. .წ. 1400 წელს შემოავლეს. ის მოხსენიებულია ილიადაში და მოგვიანებით აღწერა პავსანია. კედლებს დატანებული ჰქონდა კოშკები, იარაღისა და სხვა სათავსოები, მისი სისქე ზოგ ადგილას აღწევდა 10 მეტრს. ციხესიმაგრე საიდუმლო გვირაბით უკავშირდებოდა მიწისქვეშა წყაროს.უძველეს დროში, ქალაქი დაკავშირებული იყო ჰერაკლესთან დაკავშირებულ მითებთან, ზოგიერთი წყარო კი მას ჰერაკლეს სამშობლოდ ასახელებს.[1] ტირინთის მეფე ძვ. წ. 1240 წელს იყო დიომედე, რომელიც ტროის ომში მონაწილეობდა. დორიელების შემოსევის შემდეგ ტირინთის აკროპოლისი ხანძარმა გაანადგურა და აქ ცხოვრება შეწყდა. აკროპოლისის ძირში არსებული ქვედა ქალაქი განაგრძობდა არსებობას ძვ. წ. 470 წლამდე, სანამ არგოსელებმა არ გაანადგურეს.

ტირინფას ცნობილ მეგარონს (სასახლე) გააჩნდა ფართო, სტუმრების მისაღები დარბაზი. სასახლის გარკვეული ნაწილი ჰერას ტაძარს წარმოადგენდა. მიკენური პერიოდის ნიწურულს, ქალაქი დასუსტდა და ახ. წ. II საუკუნეში, როდესაც მას გეოგრაფი პავსანია ეწვია, დაცარიელებულ გაუდაბნოებულ ტერიტორიას წარმოადგენდა. ტერიტორია პირველად 1884-1885 წლებში ჰაინრიხ შლიმანმა გათხარა. არქეოლოგიური სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს და მას ათენის გერმანული სკოლა, ასევე ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი აწარმოებს.

1999 წელს, ტირინფა იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2002-08-07. ციტირების თარიღი: 2002-08-07.