დელოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დელოსი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

დელოსის მდებარეობა (წითლად)
ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iii, iv, vi
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 37°23′36″ ჩ. გ. 25°16′16″ ა. გ. / 37.39333° ჩ. გ. 25.27111° ა. გ. / 37.39333; 25.27111
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1990  (მე-14 სესია)
ნომერი 530
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 530
ინგლ.რუს.ფრ.

დელოსი (ბერძ. Δήλος) — კუნძული ეგეოსის ზღვაში. მდებარეობს წრიულად განლაგებული კიკლადის კუნძულების ცენტრში, კუნძულ მიკონოსის სიახლოვეს და წარმოადგენს საბერძნეთის უმნიშვნელოვანეს მითოლოგიურ, ისტორიულ და არქეოლოგიურ ძეგლს. კუნძულზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრები ყველაზე მასშტაბურია მთელს ხმელთაშუა ზღვის რეგიონში. სამუშაოებს აწარმოებს ათენის ფრანგული სკოლა. აქ აღმოჩენილი არაერთი არტეფაქტი გამოფენილია დელოსის არქეოლოგიურ მუზეუმსა და ათენის ეროვნულ არქეოლოგიურ მუზეუმში.

დელოსი ძველი ბერძნებისთვის წმინდა ადგილს წარმოადგენდა და მიიჩნეოდა აპოლონისა და არტემიდას სამშობლოდ. კუნძული იმდენად წმინდა ადგილად მიიჩნეოდა, რომ ბერძნები მის ბუნებრივ რესურსებს არასოდეს იყენებდნენ.

დელოსზე აღმოჩენილი ქვის ქოხები მეტყველებენ, რომ კუნძული ჯერ კიდევ ძვ. წ. III ათასწლეულში ყოფილა დასახლებული.

1990 წელს, დელოსი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: