ლოლარდები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროტესტანტიზმი
რეფორმაცია

რეფორმაციამდელი მოძრაობები

ჰუსიტები  • ლოლარდები  • ვალდენსები  • ჩეხი ძმები


რეფორმაციის მოძრაობები

ანგლიკანიზმი • კალვინიზმი • ლუთერანობა • ცვინგლიანობა • ჰუგენოტები


ახალი რეფორმაციული მოძრაობები

ანაბაპტიზმი • ახალსამოციქულო ეკლესია • ბაპტიზმი • კონგრეგაციონალიზმი • პიეტიზმი • პურიტანები • მეთოდიზმი • მენონიტები • ამიშები • კვაკერები • პრესვიტერიანობა


XX საუკუნის პროტესტანტული მოძრაობები

პენტეკოსტალიზმი • რევივალიზმი • ევანგელიკალიზმი • ფილიპინების დამოუკიდებელი ეკლესია


ლოლარდები (ინგლ. lollards)[ა] — სახალხო ერეტიკული მოძრაობის წარმომადგენლები XIV საუკუნის ბოლოსა და XV საუკუნის დასაწყისის ინგლისში. ინგლისურ წყაროებში სახელწოდება „ლოლარდები“ 1380-იანი წლებიდან გამოიყენებოდა ჯონ უიკლიფის მიმდევრების მიმართ (ლოლარდების მსგავს იდეებს 1360-იანი წლებიდან გამოთქვამდნენ მოხეტიალე მქადაგებლები, მ.შ. უოტ ტაილერის აჯანყების მონაწილე ჯონ ბოლი). თავდაპირველად ლოლარდების მოძრაობის ცენტრი ოქსფორდის უნივერსიტეტი იყო, შემდგომში იგი გავრცელდა შუა ინგლისისა და კენტის ქალაქელთა, მცირე მიწისმფლობელთა, აგრეთვე თავადაზნაურობის მცირე ნაწილს შორის. ლოლარდები ცნობდნენ მხოლოდ ბიბლიის ავტორიტეტს, ხაზს უსვამდნენ პირადი ღვთისმოსაობისა და ღმერთისათვის ადამიანის რჩეულობის მნიშვნელობას. უარყოფდნენ კათოლიკური დოქტრინის მრავალ ელემენტს (ზიარებასთან გარდმოარსების სწავლებას, ხატებისა და წმინდანთა ნაწილების თაყვანისცემას და სხვ.), გამოდიოდნენ საეკლესიო იერარქიისა და ქონების წინააღმდეგ. 1401 წელს ინგლისის მეფე ჰენრი IV-მ ლოლარდთა წინააღმდეგ მიიღო სტატუტი, რომელიც მათ, როგორც ერეტიკოსთა დაწვას ითვალისწინებდა. ლოლარდების 1414 და 1431 წლების აჯანყებები სასტიკად ჩაახშეს. მათმა იდეებმა გავლენა იქონია გვიანი შუა საუკუნეების ინგლისის ერეტიკულ მოძრაობებზე, ასევე ინგლისური რეფორმაციის რადიკალურ მიმდინარეობებზე.[1]

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მხ. რ. lollard; ერთ-ერთი ვერსიით, საშუალო ნიდერლანდური lollaert(d)-დან, სიტყვა-სიტყვით — მობუტბუტე.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Мереминский С. Г. Лолларды // Большая российская энциклопедия. т. 17. — М., 2011. — стр. 766.