მისკეს პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროვინცია
მისკეს პროვინცია
Provincia de Mizque
ქვეყანა ბოლივიის დროშა ბოლივია
კოორდინატები 18°00′00″ ს. გ. 66°00′00″ დ. გ. / 18.00000° ს. გ. 66.00000° დ. გ. / -18.00000; -66.00000
ფართობი 2 730 კმ²
მოსახლეობა 41 062 კაცი (2005)
სიმჭიდროვე 13.3 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTCGMT -4

მისკე — პროვინცია ცენტრალურ ბოლივიაში, კოჩაბამბის დეპარტამენტში. მდებარეობს ბოლივიის აღმოსავლეთ და დასავლეთ კორდილიერას შორის, ზღვის დონიდან 2.730 მეტრზე. მისი ფართობი 2 730 კმ² -ია. სამხრეთ დასავლეთით ესაზღვრება პოტოსის დეპარტამენტს.

2005 წლის მონაცემებით, მისკეს მოსახლეობა 41 062 ადამიანს შეადგენდა, რომელთა უმრავლესობაც ადგილობრივი კეჩუას ხალხია.

პროვინციის მთავარ ეკონომიკურ საქმიანობას სოფლის მეურნეობა წარმოადგენს. ძირითადი კულტურებია კარტოფილი და სიმინდი. საშუალო წლიური ტემპერატურა 16 - 18 °C -ს შეადგენს.

მისკეს პროვინცია შედგება სამი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ 10 კანტონად იყოფა. დედაქალაქია მისკე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]