კაპიტონ აბესაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბესაძე.
კაპიტონ აბესაძე
დაბადების სახელი კაპიტონ აბესაძე
დაბადების თარიღი 25 ნოემბერი, 1900
მუხურა, ტყიბულის მუნიციპალიტეტი
გარდაცვალების თარიღი 12 ივლისი, 1987 (86 წლის)
ქუთაისი
საქმიანობა მსახიობი

კაპიტონ მელქისედეკის ძე აბესაძე (დ. 25 ნოემბერი, 1900, სოფ. მუხურა, ტყიბულის მუნიციპალიტეტი ― გ. 12 ივლისი, 1987, ქუთაისი) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1974), დაჯილდოებულია 3 მედლით.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1922 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. 1921–1926 წლებში მონაწილეობდა ქუთაისის რკინიგზის კლუბის დრამატული წრის სპექტაკლებში. 1928 წელს კოტე მარჯანიშვილმა მიიწვია მის მიერ ქუთაისში დაარსებულ თეატრში (ამჟამად თბილისის მარჯანიშვილის სახელობის თეატრი), სადაც აბესაძემ 1930-მდე იმუშავა. სხვადასხვა წლებში მოღვაწეობდა თბილისის წითელ და მოზარდ მაყურებელთა თეატრებში. 1938 წლიდან თეატრის მსახიობია. წარმატებით გამოდის სახასიათო როლებში: ყვარყვარე, მანუჩარი (პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“ და „კოლმეურნიუს ქორწინება“), ჯიბო კვანტრიშვილი, მოსე მწერალი (შალვა დადიანის „გუშინდელნი“ და „ნინოშვილის გურია“), კირკიტა (მიხეილ ჯაფარიძის „ჟამთაბერის ასული“), ხარიტონ აბზიანიძე (გერცელ ბააზოვის „მუნჯები ალაპარაკდნენ“), სკრობოტი (მაქსიმ გორკის „მტრები“), შვაჩი (ბორის ლავრენიოვის „რღვევა“) და სხვა. მონაწილეობდა ფილმებში: „დაკარგული სამოთხე“ (იმერელი გლეხი), „საბუდარელი ჭაბუკი“ (ფოსტალიონი), „ჩემი მეგობარი ნოდარი“ (მეტლე აფრასიონი) და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]