ჰილოძოიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰილოძოიზმის ერთ-ერთი წარმომადგენელი თალესი

ჰილოძოიზმი (ბერძნ. hylē აქ – ნივთიერება, მატერია და zoē – სიცოცხლე) — ფილოსოფიური მოძღვრება, რომლის თანახმად, მთელი სამყარო არის ცოცხალი, გასულიერებული. ტერმინი ჰილოძოიზმი შემოიღო ინგლისელმა ფილოსოფოსმა რალფ კადუორთმა XVII საუკუნეში.

ჰილოძოიზმს უპირისპირდება მექანიციზმი. ჰილოძოიზმის საწყისი ფორმაა ანიმიზმი. მისი თავისებური სახეა — პანფსიქიზმი. ჰილოძოიზმის წარმომადგენლები არიან ძველი ბერძენი ნატურფილოსოფოსები (თალესი, ანაქსიმანდრე, ანაქსიმენე, ჰერაკლიტე, ემპედოკლე), სტოიკოსები.

რენესანსის ეპოქაში იგი აღადგინეს იტალიელმა ნატურფილოსოფოსებმა (ბერნარდინო ტელეზიო, ჯორდანო ბრუნო). ჰილოძოიზმის ელემენტებს შეიცავს XVIII საუკუნის ფრანგი მატერიალისტების — დენი დიდროსა და ჟან ბატისტ რობინეს შეხედულებები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]