პრჟემისლ II (პოლონეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პრჟემისლ II
Przemysł II

პრჟემიშლ II. ნახატი იან მატეიკო
პოლონეთი, პოლონეთის (კრაკოვის) მთავარი
კორონაცია: 1295, პოზნანი
მმართ. დასაწყისი: მთავარი-1290, მეფე - 1295
მმართ. დასასრული: მთავარი - 1291, მეფე - 1296
წინამორბედი: მთავრის - ანრი IV (ჰენრიხ IV) პრობუსი, მეფობის - "-"
მემკვიდრე: მთავრის - ვაცლავ II ჩეხი, მეფობის - ვაცლავ II ჩეხი
სხვა წოდებები: პოლონეთის მეფე
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 14.10.1257
დაბ. ადგილი: პოზნანი
გარდ. თარიღი: 8.02.1296
გარდ. ადგილი: როგოზნო, დასაფლავებულია წმ. სტანისლავისა და ვაცლავის საკათედრო ტაძარი ვაველში
მეუღლე: 1- ლიუდგარდა მეკლენბურგელი,
2- რიკსა შვედელი,
3-მალგოჟატა ბრანდებურგელი
შვილები: იხ. ქვემოთ
დინასტია: პიასტების დინასტია
მამა: პრჟემიშლ I
დედა: ელჟბეტა ვროცლავსკაია
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

პრჟემისლ II ან პრჟემისლავ II (პოლ. Przemysł(aw) II, ლათ. Primislaus, 14 ოქტომბერი 1257, პოზნანი — 8 თებერვალი 1296, როგოზნო) — დიდი პოლონეთის (ვერიკოპოლსკის) ჰერცოგი პოზნანში 1273 წლიდან, დიდი პოლონეთის ჰერცოგი კალიშში 1279 წლიდან, მცირე პოლონეთის (მალოპოლსკის) ჰერცოგი კრაკოვში 1290-1291 წლებში, 1294 წლიდან აღმოსავლეთ პომორიეს ჰერცოგი და 1295 წლიდან პოლონეთის მეფე. პრჟემიშლ I სილეზიელის ვაჟი და წარმოადგენდა პიასტების დინასტიის ველიკოპოლსკი ტოტს. დაბადებისთანავე ის იზრდებოდა თავისი ბიძის ბოლესლავ ღვთისმოსავის კარზე. საკუთარი მამული - პოზნანის სამთავრო - მიიღო 1273 წელს. ექვსი წლის შემდეგ, ბიძის სიკვდილის შემდგომ, გახდა დიდი პოლონეთის მთავარი. მმართველობის დასაწყისში ანგაჟირებდა სილეზიის საქმეებს, 1281 წელს თანამშრომლობდა და მოგვიანებით კი კონკურირებდა ვროცლავის მთავარ ანრი IV (ჰენრიხ IV), ამ პოლიტიკამ გამოიწვია აჯანყება რომელიც ორიენტირებული იყო ზარემბოვ პროსლასკოს ოჯახზე და გამოიწვია რუძკის მიწის დროებითი დაკარგვა გამოიწვია. გნეზნოს არქიეპისკოპოსთან იაკუბ სვინკასთან თანამშრომლობით მიისწრაფოდნენ პიასტების სამთავროების გაერთიანებისაკენ. მას არ ჰქონდა საკმარისი მხარდაჭერა ადგილობრივ თავად-აზნაურთაგან, რათა კონკურირება გაეწია პიასტების დინასტიის სხვა შტოს წარმომადგენელისათვის ვლადისლავ I ლოკიტეკისათვის და ხვდებოდა საფრთხეების ზრდას ჩეხეთის მართველის ვაცლავ II-ის მხრიდან, ბოლოს გადაწყვიტა დაეტოვებინა მცირე პოლონეთი (მალოპოლსკი), რომელივ მაშინ პრჟემისლოვიჩების სამფლობელოში იყო.

წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრჟემისლ II იყო პოზნანის მთავრის პრჟემისლ I-ის და ელჟბეტას ანრი II ღვთისმოსავის (Henryka II Pobożnego) ქალიშვილის ერთადერთი ვაჟი და ამასთან მეხუთე ყველაზე უმცროსი შვილი. პრჟემისლ II-ის დები იყვნენ: კონსტანცია, ეფროსინია, ანნა და ეუფემია.

როგორც ველიკოპოლსკის ქრონიკა (Kronika wielkopolska) აღნიშნავს [1] სახელი მისცეს მამის სიკვდილისთანავე 1257 წლის 4 ივნის. სახელის ფორმა მაგ დროის თანამედროვეებთან ჟღერს როგორც - პრჟემისლ (Przemysł) როგორც "ჭკვიანი", "ბრძენი". მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს რომ სიტყვა -Przemysł ნიშნავს წარმოებას მრეწველობას, აქვს აზრი განვიხილოთ როგორც - პრჟემისლავის სახელის წარმოების სწორი ადრეული ფორმა[2]. სხვა სახელი რომლითაც ველიკოპოლსკის მთავარი მოხსენიებულია [3]. თანამედროვეების მიერ współczesnym mu Roczniku kołbackim არის პეტრო - პეტრე, ოსვალდ ბალცერი თვლის მას ღია შეცდომად.

პრჟემისლ II დაიბადა 1257 წლის 14 ოქტომბერს ქალაქ პოზნანში. დიდი პოლონეთის ქრონიკის მიხედვით, ცნობილია რომ ის გამთენიისას დაიბადა[4], თავდაპირველი ტექსტების მიხედვით, როდესაც ელიზავეტამ ვაჟი გააჩინა, პოზნანი დილამდე მღეროდა სადიდებელ სიმღერებს. როდესაც სასულიერმა პირებმა ვაჟის დაბადება გაიგეს გაიხარეს და იგალობეს Te Deum Laudamus [5]. პრჟემისლი დაიბადა მამის სიკვდილის ოთხნახევარი თვის შემდეგ.

ბოლესლავ ღვთისმოსავის მეურვეობის ქვეშ (1257-1273)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრჟემისლის დაბადებისას მამამისი იყო პოზნანის სამთავროს ნომინალური მმართველი. მასზე და სამთავროზე მეურვეობა თავის თავზე დედასთან - ელიზავეტასთან ერთად[6] აიღო ბიძამისმა მთავართმა ბოლესლავ ღვთისმოსავმა მეუღლეთურთ 1256 წ. მიუხედავად კალიშის მთავრის მეურვეობისა პრჟემისლი პოზნანის სასახლეში დარჩა და გაიზარდა დედასთან ერთად, 1265 წ. 16 იანვარს თავის მამულში გარდაიცვალა მთავრის დედა ელზავეტა. ამის შემდეგ მასზე მეურვეობას მხოლოდ ბიძამისი ბოლესლავი ახორციელებდა. პრჟემისლ II-ის განალების შესახებ ცოტაა ცნობილი. დიპლომატიური წყაროებიდან ცნობილი მისი მხოლოდ ორი მასწავლებლის სახელი: დრაგომირი და პრჟიბისლავა[7]

პრჟემისლ II, გრაფიკა, ალექსანდრ ლასერი

ომი ბრანდებურგთან, პრჟემისლ II-ის ლაშქრობა ნოვა მარჩიში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრჟემისლ II მეორედ მოიხსენიება მაშინ როდესაც ბიძამისმა მთავარმა ბოლესლავ ღვთისმოსავმა 1272 წელს ის ნომინალურად დანიშნა ბრანდებურგზე გალაშქრების სარდლად. ფაქტობრივ სარდლად იყო პოზნანის ვოევოდი პრჟედპელკი და კალიშის კასტელიან იანკო. ექსპედიციამ სტარტი აიღო 27 მაისს, და ჰქონდა კონკრეტული მიზანი - ხელში ჩაეგდოთ და გაენადგურებინათ დაენდრიათ ახლად აშენებული ციხე-სიმაგრე შტრცელნახ კრაენსკი (ან თუ კი შეუძლებელი იქნებოდა მაშინ ნოვი მარჩიის ტერიტორიის განადგურება დაცარიელება), სადაც ახალგაზრდა მთავრის საბრძოლო ხელოვნება უნდა დახვეწილიყო. ამ ქმედებას დაწვრილებით მაგრამ არასრულად მოგვითხრობს ველიკოპოლსკის ქრონიკა [8], იმიტომ რომ ციხე-სიმაგრე შტრელცე მოკლე მაგრამ ძალიან სასტიკი ბრძოლის შემდეგ, მაინც იქნა დაპყრობილი დიდი პოლონეთის მიერ. დიდი პოლონეთის მემატიანის გადმოცემით, ციხე-სიმაგრისათვის ბრძოლის დროს ცოტა გადარჩა მთავრის გარემოცვიდან, მხოლოდ ცოტა რაინდმა შეძლო გადარჩენა. როდესაც მიზნის რეალიზაციის შემდეგ რაინდი მებრძოლები დაიშალნენ სახლებში, პრჟემისლმა მიიღო კონფიდენციალური შეტყობინება, რომ დრზენიუს (Drzeniu, Drezdenku) ციხე-სიმაგრეს, იცავს მხოლოდ რამდენიმე გერმანელი მებრძოლი რაინდი. ახალგაზრდა მთავარმა, მიუხედავად იმისა რომ მას მხოლოდ მიუწვდებოდა ხელი შეიარაღებული ძალების მხოლოდ მცირე ნაწილზე, მაინც გადაწყვიტა ჩქარი თავდასხმა განეხორციელებინა. გაკვირვებულმა მოწინააღმდეგემ, იმის შიშით რათა არ გაეზიარებინათ ციხე-სიმაგრე შტრცელნახ კრაენსკის ბედი გადაწყვიტეს თვითონ ჩაებარებინათ ქალაქი თავისუფლების სანაცვლოდ. პრჟემისლ II-ს თავისიანებთან ერთად ტრიუმფალურად შეეძლო დაბრუნებულიყო სახლში.

ამა წელს მივიდნენ გადაწყვეტილებამდე შეეკრათ პირველი კავშირი გდანსკის პომორიის მთავართან მსცივოჟემ II-სთან. ეს სამთავროს პოლიტიკური გაერთიანების მიზნით თავისი ძმისა და ბიძის ბრანდებურგის მარკგრაფის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში, ის შეპირდა დანციგის გდანსკის ოკუპირებული მიწების (რომლის განთავისუფლება პომორიეს მთავარს მარტო არ ძალუძდა) განთავისუფლებას, დახმარების სანაცვლოდ. ველიკოპოლსკი-პომორიის ერთიანი ლაშქრობით გდანსკში შეძლეს ოკუპირებული მიწები გაენთავისუფლებინათ ბრანდებურგისაგან. ამის შემდეგ პომორიის მთავარმა გადაწყვიტა სეპარატული ხელშეკრულება დაედო ბრანდებურგთან, ამიტომ ბოლესლავმა გადაწყვიტა უფრო სერიოზული მოკავშირე მოეძებნა დიდი პოლონეთისათვის, ამ მიზნით ბოლესლავმა დაიწყო საერთო ენის გამონახვა დასავლეთპომორიის მთავართან ბარნიმემ I-თან (Barnimem I).

პრჟემისლ II-ის დაქორწინება ლუდგარდაზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიღწეული შეთანხმებების განსამტკიცებლად ბოლესლავ ღვთისმოსავმა გადაწყვიტა პრჟემისლის დაქორწინება დასავლეთპომორიის მთავრის შვილიშვილზე და მის აღზრდილზე ლუდგარდაზე[9] (ის იყო მაკლენბურგის (meklemburg) მთავრის ჰაინრიხ I-ის (ჰენრიხ I) და ანასტასია პომორიელის ქალიშვილი). რისთვისაც პრჟემისლი წავიდა პომორიეში საცოლის დასანიშნავად. ქორწილის შემდეგ ცოლ-ქმარი ცოტა ხნიდ დაცილდნენ. პრჟემისლი დაბრუნდა პოზნანში რათა ბიძასთან ერთად მოემზადებინათ მეუღლის საზეიმო შემოსვლა პოზნანში. იმავე წელს ახალგაზრდა ქმარი პრჟემისლი მისი ბიძა მეუღლითურთ, პოზნანის ეპისკოპოსი კლაუსი და სხვა წარჩინებულები შეეგებნენ დედოფალს დიდი პოლონეთის საზღვართან ქალაქ დრეზდენკაში და იქიდან გამოუძღვნენ პოზნანისაკენ. მთავრის მიერ კავშირის დამყარება დასავლეთ პომერანიასთან მიმართული იყო ბრანდებურგის წინააღმდეგ, რის საპასუხოდ 1274 წელს მარკგრაფმა გაილაშქრა დიდ პოლონეთში, მათ გასაკვირად ველიკოპოლიანებს დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, და მიაღწიეს პოზნანს, აიღეს და გადაწვეს[10]. მხოლოდ მაშინ საჩქაროდ შეკრებილი ჯარებით გააძევეს ბრანდებურგის მებრძოლი რაინდები.

პრჟემისლ II, პოზნანის დამოუკიდებელი მთავარი (1273–1279)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრჟემისლ II-ის ბუნტი ბიძის წინააღმდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრჟემისლ II პოზნანის დამოუკიდებელი მთავარი გახდა 1273 წელს. ახალგაზრდა მთავარზე მემკვიდრეობის გადაცემის ნიუანსები მთლად ნათელი არ არის. წყაროებზე დაყრდბობით ცნობილია ის რომ დამოუკიდებელად გამოცემული პირველი დოკუმენტი დატირებულია 1273 წლის 1 ოქტომბრით, ველოკოპოლსკის „dux Poloniae” (książę (wielko)polski) მთავრის სტილში. გაცილებით დიდ ინფორმაციას გადმოცემს დოკუმენტი რომელიც გამოშვებულია 1289 წლის 25 აგვისტოს, გნეზნოს ვოიტოვის პეტრო ვინიარჩჟიკოვს მიერ სადაც: პრჟემისლი მადლიერებას გამოხატავს ორი სოფლის მცხოვრებლების მიმართ გნეზნოს ციხიდან თავის დაღწევაში დახმარებისათვის (არსად არაა მითითებული თუ როდის მოხდა ეს ინციდენტი)[11] ამ დოკუმენტის წინა გამოშვება სპეციალისტების აზრით შემდეგნაირად გამოიყურებოდა: პრჟემისლ II ბიძამისის დიდი ხნის მეურვეობით უკმაყოფილომ, ზოგიერთი დიდი პოლონეთის ძლიერი წარჩინებულის დახმარებით, გადაწყვიტა თავისი მემკვიდროების უფლებების დაცვა. ამ ეტაპზე არაა ცნობილი იყო თუ არა რაიმე შეიარაღებული ინციდენტი მათ შორის, და ყოველ შემთხვევაში პრჟემისლის მეტად დაჟინებული მოთხოვნებმა გამოიწვია მისი გნეზნოს ციხე-სიმაგრეში ჩამწყვდევა.

პრჟემისლ II კავშირი ანრი IV მართალთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გნეზნოდან გაქცევის შემდეგ მთავარი გაემართა ქვემო სილეზიაში, ვროცლავის მთავრის ანრი IV (ჰენრიხ IV) მართალის მეურვეობის ქვეშ. ანრისა და პრჟემისლს შორის კავშირი ბოლესლავი რთულ სიტუაციაში ჩააყენა, იმიტომ რომ ის პოლონელი მთავრების კოალიციაში შედიოდა რომელიც გაერთიანებული იყვნენ ბოლესლავ V , ლეშეკ შავი და კონრად II. ალბათ, ამით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ ბოლესლავმა ალბათ შერიგების მიზნით გამოუყო პრჟემისლს პოზნანის რაიონი ჯერ კიდევ 1273 წელს[12]. პრჟემისლ II ამის სანაცვლოდ არათუ შეწყვიტა ღია პოლიტიკური თანამშრომლობა ვროცლავის მთავართან არამედ გადაწყვიტა დახმარებოდა ბიძამის ვლადისლავ ოპოლსკის წინააღმდეგ ლაშქრობაში (რომელიც ჩეხეთის მეფის და ანრი IV მართლის მოკავშირე იყო). ეს იყო საპასუხო რეაქცია ვლადისლავის ცდაზე ჩამოეცილებინა ბოლესლავი მალოპოლსკის მმართველობიდან 1273 წლის პირველ ნახევარში. ასე რომ, დიდი ალბათობით შეიძლება ვამტკიცოთ რომ ჯერ კიდევ 1273 წელს კონფლიქტი ბოლესლავსა და პრჟემისლს შორის უკვე გადაწყვეტილია. 1274-1279 წლებში ცნობილია მთავრის მხოლოდ ოთხი დოკუმენტი, მათ შორის ორი ბიძასთან ერთად გამოშვებული.

ანრი IV-ის დატყვევება ბოლესლავ II როგატკის მიერ და სტოლეცის ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვროცლავისა და კრაკოვის მთავარი ანრი IV მართალი

უფრო მეტია ცნობილი მთავრის საგარეო პოლიტიკის შესახებ. პრჟემისლის მეგობრული ურთიერთობა ანრი IV-სთან შენარჩუნდა, მიუხედავად დროებითი შესუსტებისა განსაკუთრებით 1273 წლის შემდეგ. რასაც არ მოიტანია რეალური ცვლილებები, მხოლოდ მოვლენების შემდეგ რომელიც განვითარდა 1277 წლის 18 თებერვალს ვროცლავის ახლოს ელჩში, პოზნანის მთავარი იძულებული იყო უარი ეთქვა ღია მხარდაჭერაზე მის მიმართ[13]. შემდეგ იყო ვროცლავის მთავრის დატყვევება და დაატუსაღება ბიძამისის ბოლესლავ II როგატკის მიერ, ის ჩაამწყვდიეს ციხე-სიმაგრე ლეგნიცაში. როგატკის მიერ ანრი IV-ის გატაცებისა და დატყვევების მიზეზი იყო მისი ხელიდან გამოეგლიჯა მიწის ნაწილი რომელიც მისი აზრით მას ეკუთვნოდა როგორც მემკვიდრეობა თავისი ძმის ანრი III თეთრის სიკვდილის შემდეგ (ანრი III თეთრი იყო ანრი IV-ის მამა). ამის ორგანიზაციისას ბოლესლავ II-მ გამოიყენა ანრის საერთაშორისო მოურვის ჩეხეთის მეფის პრჟემისლ ოტოკარ II-ის დასუსტება, რომელიც 1276 წელს იძულებული იყო დაქვემდებარებოდა გერმანიის მეფეს რუდოლფ ჰაბსბურგელს. პრჟემისლ II ხელმძღვანელობდა რა ანრისადმი დახმარების სურვილით (ალბათ იყო პოლიტიკური შეთანხმებები) გადაყვიტა აეღო თავზე ინიციატივა, და ჩაუდგა სათავეში პოზნანის, ვროცლავის (რომლებიც როგორც წესი ანრის ეთგულები იყვნენ) და გლოგოვის (ამ მიწების მთავრის ანრი III-ის მეთაურობით) მებრძოლ რაინდებს და შეიარაღებულ ძალებს რათა გაენთავისუფლებინათ მთავარი ანრი IV ლეგნიცის ციხიდან[14]. ლეგნიც-იავორსკების ძალების სათავეში იყვნენ ბოლესლავ როგატკა და მისი უფროსი ვაჟი ანრი V სილეზიის მთავარი და ლეგნიცის ბატონი. ორი მტრული არმიის შეტაკება მოხდა 1277 წლის 24 აპრილს ზაბკოვიც სლასკის ახლოს სოფელ სტოლეცთან. ბრძოლა იმ დროისათვის ძალიან სისხლიანი იყო და მიმდიანრეობდა თითქმის მთელი დღე. თავიდან თითქოს ჩანდა რომ იმარჯვებდა პოზნან-გლოგი-ვროცლავის კოალიცია, სიტუაცია ისეთი ნათელი ჩანდა რომ ლეგნიც-იავორსკის ჯარი ბოლესლავ II და ჯარის ნაწილი გაიქცა ბრძოლის ველიდან. თუმცა მისი ვაჟი ანრი V არ შემცბარა და ამხნევებდა თავის მებრძოლ რაინდებს, თითქოს წაგებულ ბრძოლას წარმატებად აქცევდა, და ამასთან სრულ გამარჯვებად. მაგრამ ეს ლეგნიცის მთავრისთვის იყო, როგორც იან დლუგოში წერდა თავის ქრონიკაში, სალხინო გამარჯვება, რადგანაც "ამ ბრძოლაში იმდენად ბევრი ადამიანი დაიღუპა რომ, ლეგნიცის რაინდებმა გაიმარჯვეს მაგრამ, მათ არ შეეძლოთ დამარცხებულებზე ჯავრის ყრა, რადგანც მათმა ძვირი ფასი გადაიხადეს გამარჯვებისათვის"[15]. დატყვევება, თუ კი მას ჰქონდა ადგილი, გრძელდებოდა ძალიან მოკლე დროის განმავლობაში. საწინააღმდეგო არგუმენტს წარმოადგენს ის, რომ არაფერია ცნობილი რამენაირი დანაკარგის შესახემ რომელიც პოზნანის მთავარს განეცადოს განთავისუფლების სანაცვლოდ.

თანამშრომლობა ჩეხეთის მეფესთან პრჟემისლ ოტაკარ II-სთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1277 წელს ჩეხეთის მეფემ პრჟემისლ ოტაკარ II-მ ჩეხეთის საზღვარისპირა ოპავიეში მოაწყო პოლონელი მთავრების შეკრება. საშუალება არ გვაქვს განვაცხადოთ თუ რომელი მთავრები იყვნენ კრებაზე და განვსაზღვროთ ზუსტი თარიღი. ისტორიკოსები ფიქრობენ რომ, ეს შეიძლება ყოფილიყვნენ: ანრი IV მართალი, ბოლესლავ მორცხვი, ლეშეკი, ვლადისლავ ოპოლსკი სინამიდან, ანრი გლოგოვსკი პრჟემისლ II-სთან ერთად. არის ცნობილი პილიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც იქ იქნა მიღებული, შემდეგ განვითარებული მოვლენების მიხედვით შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ ეს იყო სამხედრო თანამშრომლობის საკითხი. გადამწყვეტი ბრძლისათვის, სადაც პრჟემისლ ოტაკარ II დამარცხბდა რუდოლფ ჰაბსბურგთან ბრძოლასთან რომელიც მოხდა 1278 წლის 25 აგვისტოს. ერთი მესამედ ჩეხების არმიასთან ერთად კავშირში უნდა ყოფილიყვნენ პოლონების არმიასთან. პრჟემისლ II მათ შორის არ იყო, რადგან ის ლაძიაში იყო

ურთიერთობის გაუმჯობესება ბოლესლავ ღვთისმოსავთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრჟემისლ II-ს სილეზიისა და ჩეხეთის საქმეებში ჩარევა, მიუხედავად მათი ინტერესების მკვეთრი განსხვავებისა, არ გამოუწვევია რაიმენაირი ახალი გართულება ახალგაზრდა მთავარსა და ბიძამის ბოლესლავ კალიშს შორის, რაც მოწმობს მათ მიერ 1278 წლის 6 იანვარს ერთად გამოცემული დოკუმენტი[16]. არის ასევე არა ერთი დამამტკიცებელი საბუთი იმისა რომ პრჟემისლს და ბოლესლავ ღვთისმოსავს სიცოცხლის ბოლოსათვის მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ.

პრჟემისლ II, დიდი პოლონეთის მმართველი (1279-1290)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრჟემისლ II-ის უზენაესი მმართველობის დამყარება გაერთიანებულ დიდ პოლონეთში (ველიკოპოლსკაში)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაერთიანება გამოდგა მეტად მყარი და იყო იმ დიდი პოლონეთის საზღვრების ფარგლებში (ვროცლავის სამთავროს საზღვრების გამოკლებით), არსებობდა ის პრჟემისლ II-ის მმართველობის ბოლომდე. მაგრამ, მიუხედავად ველიკოპოლსკას თვითშეგნების გაერთიანებისა, პოზნანისა და კალიშ-გნეზნოს მხრიდან გრძელდებოდა გამოყოფაზე ბრძოლა თითქმის მე-18 საუკუნის ბოლომდე. კაზიმირ დიდის დროს მოხდა გაყოფა პოზნანისა და კალიშის სავოევოდებად.

თანამშრომლობა მთავრებთან და ურთიერთობა მეზობლებთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოქვეყნებული დოკუმენტების ანალიზი გვიჩვენებს რომ, თავისი დიდ პოლონეთში მმართველობის პირველ პერიოდში პრჟემისლ II ეყრდნობოდა შემდეგ თავად-აზნაურებს: ეპისკოპოსი იოან გერბიჟუ (Gerbiczu) პოზნანი, კალიშ კანცლერი (1288 წლიდან ერთი საერთო კანცელარიის შექმნის შემდეგ "cancellerius tocius Polonie") შემდგომ პოზნანის ეპისკოპოსი ანდრეი ზარემბიე (Zarembie), გნეზნოს პოდკომორზი სეძივო (Sędziwo), პოზნანის ვოევოდი ბენიამინი და გნეზნოს ვოევოდი არკემბოლძი (Arkemboldzie). სხვა ახლომდგომნი იყვნენ პოზნანის პოდკომორჟი ვოიცეხ კრისტანოვიჩი ლუბრზადან (Lubrza), პოზნანის კასტელანი ტომისლავ ნალეჩი, კალიშის კასტელანი მაციე, ვიელუნის კასტელანი სტეფანე, პოზნანის მოსამართლე ნიკოლაი ლოძი, პოზნანის კანცლერი ვინსენტ ლოძი, მთავართა შთამომავლობის ნოტარიუსები: ტილონი, იასკო და ნიკოლაი (რომლებიც ძმები იყვნენ)[31].

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ა. სვიეჟავსკი (A. Swieżawski), პრჟემისლი პოლონეთის მეფე (Przemysł król Polski), ვარშავა 2006, ფ.95-96.
  2. როგორც ანალოგიური მაგალითი სახელისა ვლადისლავ (Władysław) რომლის ადრეული ფორმაა ვლადკო (Włodko), კ. იასინსკი, ველიკოპოლსკი პიასტების გენეალოგია. ვლადისლავ ოდონიცას შთამომავლობა, ჩვენი პიასტები ("ქალაქ პოზნანის ქრონიკები", № 2 / 95), პოზნანი 1995, წ. 1939-1940.
  3. ზოგჯერ ტიტულტურა (ფაქტობრივი მმართველობის გარეშეც) მმართველისა გამოიყენებოდა უფრო გვიან წლებში, np. przy okazji zjazdu w Kaliszu w 1293 r., Codex diplomaticus Maioris Poloniae , wyd.
  4. დიდი პოლონეთის ქრონიკა, ვარშავა 1965 წ., 119, ფ. 260-26
  5. ბ. ნოვაცკი, პრჟემისლ II, დიდი პოლონეთის მთავარი, პოლონეთის მეფე 1257–1295, პოზნანი 1995, s. 43.
  6. მაგრამ ეს არ ვრცელდება პოზნანის სამთავროზე, კმაყოფილდებოდა მხოლოდ ქვრივის სამფლობელოს პოზნანის შემოგარენით. ტ. იურეკი, ელიზაბეტა, პიასტების ბიოგრაფიული ლექსიკონი, რედაქტორი ს. შჩური და კ. ოზოგი, კრაკოვი 1999, ფ. 414
  7. მათი სახელები არის ბოლესლავ ღვთისმოსავის 1267 წლის 8 ნოემბრის დოკუმენტში. ამ დოკუმენტში პირცელად მოიხსენიება დიდი პოლონეთის ახალგაზრდა მთავარი. იხ. პოლონეთის დიპლომატიური კოდექსი (Codex diplomaticus Poloniae), ტ. I, N ° 52. იხ. ა. სვიეჟავსკი, პრჟემისლ II პოლონეთის მეფე, ვარშავა 2006, ფ 92-93.
  8. დიდი პოლონეთის (ველიკოპოლსკი) ქრონიკა, ვარშავა 1965, ks. 161, ფ. 295–297.
  9. ეს არის თანამედროვე ვერსია სახელისა რომელიც წყაროში წერილია შემდეგ ფორმებში ლუკარდის, ლუკართა, ლუკარია (Lucardis, Lucartha, Lukeria). იხ. ბ. ნოვაკი, პრჟემისლ II, დიდი პოლონეთის მთავარი, პოლონეთის მეფე 1257-1295, პოზნანი 1995, ფ. 54
  10. Wspominki poznańskie, [w:] MPH SN, t. VI, Warszawa 1962, s. 125. Por. A. Swieżawski, Przemysł. Król Polski, Warszawa 2006, s. 95.
  11. KDW, t. II, nr 639.
  12. კ. ოზოგი, პრჟემისლ II, [w:] პიასტოვიე. ბიოგრაფიული ლექსიკონი, კრაკოვი 1999, ფ. 154, და ა. სვიეჟავსკი, პრჟემისლი. პოლონეთის მეფე, ვარშავა 2006, ფ. 96-97. ბ. ნოვაცკი, პრჟემისლ II დიდი პოლონეთის მთავარი, პოლონეთის მეფე 1257–1295, პოზნანი 1995, ფ. 58
  13. Ojciec Henryka IV Prawego, Henryk III Biały, był rodzonym bratem matki Przemysła II.
  14. კ. ოზოგი, პრჟემისლ II, [w:] პიასტოვიე. ბიოგრაფიული ლექსიკონი, კრაკოვი 1999, ფ. 155.
  15. იან დლუგოში (J. Długosz), Roczniki, czyli kroniki sławnego Królestwa Polskiego, თავი. VII, ფ. 250
  16. KDW, t. I, nr 473