დომნიკა კონსტანტინეპოლელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ღირსი დომნიკა კონსტანტინოპოლელიქრისტიანული ეკლესიის წმინდანი. იგი კართაგენელი იყო. კონსტანტინოპოლში ჩავიდა თეოდოსი დიდის იმპერატორობის დროს (379-395 წწ). მან ნათელიღო კონსტანტინოპოლის მაშინდელი პატრიარქის ნექტარის ხელით და მონასტერში დაემკვიდრა. გულმოდგინე მოღვაწეობით წმინდა ქალწულმა სულიერ სრულყოფილებას მიაღწია. იგი კურნავდა სნეულებს, იმორჩილებდა სტიქიებს, წინასწარ ჭვრეტდა მომავალს. სათნოებით შემკული წმიდა დედა ღრმა მოხუცებულობაში მიიცვალა 474 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • წმიდანთა ცხოვრება, ტომი I, თბილისი 2001წ.