ლიულიაილიაკოს ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლიულიაილიაკოს ეროვნული პარკი

Parque Nacional Llullaillaco

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა ანტოფაგასტა, ჩილეს დროშა ჩილე
უახლოესი ქალაქი ანტოფაგასტა
კოორდინატები 24°43′00″ ს. გ. 68°37′00″ დ. გ. / 24.71667° ს. გ. 68.61667° დ. გ. / -24.71667; -68.61667
ფართობი 2687 კმ²
დაარსდა 1995
მმართველი ორგანო ჩილეს ეროვნული სატყეო კორპორაცია

ლიულიაილიაკოს ეროვნული პარკი (ესპ. Parque Nacional Llullaillaco) – ეროვნული პარკი ჩილეში, ანტოფაგასტის რეგიონში. მდებარეობს პუანა-დე-ატაკამის მთებში, რომელიც წარმოადგენს ანდების მთათა სისტემის შემადგენელ ნაწილს. დაარსდა 1995 წელს.

ეროვნული პარკის ფართობია 2687 კმ². სახელწოდება მიიღო ამავე პარკში მდებარე ვულკან ლიულიაილიაკოსაგან (6739 მ). აქვე მდებარეობს მთები: გუანაკეროსი (5131 მ), სორიტასი (4274 მ), სერო-ბაიო (4920 მ), აგუას-კალიენტესი (5066 მ) და პენა (5260 მ).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]