მასა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: წონა.
მასა

2 კგ მასის რკინის გირი
სიმბოლოს აღნიშვნა
SI სისტემა კილოგრამი (კგ)
ინტენსიურია? კი
შენახვადია? კი
სხვა სიდიდეებიდან
წარმოება

განზომილება
სურათები ვიკისაწყობში

მასა (აღნიშვნა: ) — ფიზიკური სიდიდე, მატერიის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი, რომელიც განსაზღვრავს მის ინერციულ და გრავიტაციულ თვისებებს.

მასის ცნება ფიზიკაში შემოიტანა ი. ნიუტონმა. ნიუტონის მოძრაობის განტოლების თანახმად, მასა არის პროპორციულოის კოეფიციენტი სხეულზე მოქმედ ძალისა და აჩქარებას შორის. ასეთი განმარტების შედეგად მასა გამოხატავს სხეულის ინერციის ზომას. მასას განსაზღვრავენ აგრეთვე, როგორც პროპორციულობის კოეფიციენტს სხეულის იმპულსსა და სიჩქარეს შორის: . ამ ორი სახით განსაზღვრულ მასას ინერტულ მასას უწოდებენ.

ნიუტონის გრავიტაციის თეორიაში მასა ვლინდება სხვა სახითაც: კერძოდ, მასა მიზიდულობის ველის წყაროა. ყოველი სხეული ქმნის მიზიდულობის ველს, რომლის სიდიდე პროპორციულია ამ სხეულის მასისა. ეს ველი იწვევს ნებისმიერი სხვა სხეულის მიზიდვას ძალით, რომელიც განისაზღვრება ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონით , სადაც არის მანძილი სხეულებს შორის, გრავიტაციული მუდმივა, და კი — სხეულთა მასები. თუ ავღნიშნავთ დედამიწის მასას, ხოლო — დედამიწის ველში მოთავსებულ რაიმე სხეულის მასას, მაშინ ამ სხეულზე მოქმედი სიმძიმის ძალა განისაზღვრება ფორმულით: , სადაც არის დედამიწის მიზიდულობის ველში თავისუფლად ვარდნილი სხეულის აჩქარება, ხოლო — დედამიწის რადიუსი (იგულისხმება, რომ სხეული დედამიწის მახლოლობაშია). მასას რომელიც შედის მსოფლიო მიზიდულობის კანონისა და სიმძიმის ძალის განმარტებაში, სხეულის გრავიტაციულ მასას უწოდებენ. ფარდობითობის თეორიის შექმნამდე მიაჩნდათ, რომ მართებულია მასის მუდმივობის კანონი. ა. აინშტაინის რელატივისტურ მექანიკაში მასა დამოკიდებული აღმოჩნდა სხეულის მოძრაობის სიჩქარეზე. სახელდობრ , სადაც არის სინათლის სიჩქარე სიცარიელეში. როცა სხეული უძრავია , მაშინ . ამიტომ -ს უწოდებენ უძრაობის მასას, ხოლო — მოძრაობის მასას. ა. აინშტაინმა აგრეთვე აჩვენა, რომ ნაწილაკის ენერგია პროპორციულია მისი მასისა, კერძოდ , ამასთან ნაწილაკის უძრაობის ენერგიაა. რელატივისტური მექანიკის თანახმად, თუ და მასის ორი ნაწილაკი ქმნის ერთ შედგენილ მდგრად სისტემას, მაშინ მისი მასა ტოლი არ იქნება ჯამისა, რადგან მასის ნაწილი დაიხარჯება ბმის ენერგიაზე. ე. წ. მასის დეფექტი ტოლი იქნება . ეს ფორმულა საფუძლად დაედო ატომბირთვების გახლეჩის დროს გამოყოფილი ენერგიის გაანგარიშებას. მაგალითად, ადვილია შემოწმება იმისა , რომ დეიტრონის მასა უფრო ნაკლებია, ვიდრე მისი შემადგენელი ნეიტრონისა და პროტონის მასების ჯამი. სხვაობა სიდიდით დეიტრონის ბმის ენერგიის ტოლი იქნება.

SI სისტემაში მასის საზომი ერთეულია — კილოგრამი (კგ), CGS სისტემაშიგრამი (გ).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=მასა&oldid=4623578“-დან