აფხაზეთის კომუნისტური პარტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: საქართველოს კომუნისტური პარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტი.

აფხაზეთის კომუნისტური პარტია (აფხ. Аҧсны Акомунисттә Апартиа) — პოლიტიკური პარტია სეპარატისტულ აფხაზეთში. დაარსდა 1994 წელს. პარტიის თავმჯდომარეა ლევ შამბა, ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი – ენვერ კაპბა. პარტიის წევრები გარდა მუშებისა და გლეხებისა არიან მინისტრები, სახელმწიფო კომპანიების თავმჯდომარეები, დეპუტატები.

პარტიას აქვს თავისი ბეჭდვითი ორგანო – გაზეთი „პრავდა აბხაზიი“. აფხაზეთის ყველა ქალაქსა და რაიონში ფუნქციონირებს საქალაქო და რაიონული კომიტეტები. აფხაზეთის კომუნისტური პარტია მხარს უჭერს აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების კურსს. პარტიის ხელმძღვანელობას აქვს კონტაქტები რუსეთისა და დსთ-ის იდეოლოგიურად მონათესავე სტრუქტურებთან, აფხაზეთის დამოუკიდებლობის საკითხში პარტიის პოზიციისა და ხედვის გავრცელების მიზნით. პარტიის აზრით, აფხაზეთში რუსეთის როლის დასუსტების შემთხვევაში სულ უფრო მეტად გაიზრდება თურქეთის გავლენა. პარტიას ჰყავს 2000 წევრი.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1994 წელს შეიქმნა „აფხაზეთის კომუნისტური პარტია“, როგორც დამოუკიდებელი პარტია. მხარს უჭერდა სეპარატისტული რესპუბლიკის ხელისუფლებასა და დე–ფაქტო პრეზიდენტს, ვლადისლავ არძინბას. მჭიდროდ თანამშრომლობდა რესპუბლიკურ პარტიასთან – „აფსნი“.

1997 წელს ჩატარდა აფხაზეთის კომუნისტური პარტიის II ყრილობა, რომელზედაც ახალი წესდება და პროგრამა მიიღეს.

1999 წლის ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებში კომუნისტური პარტია და პარტია „აფსნი“ საერთო პლატფორმით გამოდიოდნენ. მათი თანამშრომლობა შემდგომშიც გრძელდებოდა. 2009 წლის 12 დეკემბრის ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებში კომუნისტურმა პარტიამ, სარეგისტრაციო ვადის დარღვევასთან დაკავშირებით, საკუთარი კანდიდატის წამოყენება ვერ მოახერხა,[2] რის გამოც პარტია „ერთიანი აფხაზეთის“ მიერ წამოყენებულ სერგეი ბაგაფშის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.[3]

აფხაზეთის კომუნისტური პარტია მომხრეა აფხაზეთის დამოუკიდებლობის და შერეული ეკონომიკის. მხარს უჭერს ხელისუფლებას და მას მხოლოდ კონკრეტულ საკითხებში აკრიტიკებს. პარტიამ, რეგიონის სხვა კომუნისტებისგან განსხვავებით, დაგმო სტალინის მემკვიდრეობა.

საგარეო ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფხაზეთის კომუნისტურ პარტიას მჭიდრო კონტაქტები აქვს რუსეთის კომუნისტურ წრეებთან. ის გაწევრიანებულია კომუნისტური პარტიების კავშირი – საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიასთან (Союз коммунистических партий — Коммунистическая партия Советского Союза [1]), რომლის ლიდერიც იყო ოლეგ შენინი. საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიის XXXIV ყრილობის მიერ არჩეულ საბჭოში აფხაზეთის კომუნისტურ პარტიიდან შედიან ლევ შამბა, პაჩ ვარციცი და ალექსანდრე ტრუბიცინი, საკონტროლო–სარევიზიო კომისიაში – იური შამბა.[4]

ლიდერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნები:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კვარაცხელია, ბ. საქართველოს კომუნისტური პარტიის აფხაზეთის ორგანიზაცია სახალხო მეურნეობის აღდგენისა და შემდგომი განვითარებისათვის ბრძოლის პერიოდში (1946-1950 წწ.), დისერტაცია ისტ. მეცნ. კანდ. ხარისხის მოსაპოვებლად / სოხუმის სახელმწ. პედ. ინ-ტის სკკპ ისტ. კათედრა. - თბ., 1971;
  • გოგატიშვილი, დ. საქართველოს კომუნისტური პარტიის აფხაზეთის პარტიული ორგანიზაციის ბრძოლა სოციალისტურ მშენებლობაში ქალთა ჩაბმისათვის (1921-1941 წწ.), დისერტაცია ისტ. მეცნ. კანდ. ხარისხის მოსაპოვებლად / საქ. კპ ცკ არსებული პარტიის ინ-ტი-სკკპ ცკ არსებული მარქსიზმ-ლენინიზმის ინ-ტის ფილიალი. - სოხუმი, 1972;
  • საქართველოს კ.პ.(ბ) აფხაზეთის XVIII საოლქო პარტიული კონფერენცია / საბჭოთა აფხაზეთი. - სოხუმი, 1949;
  • Дзидзария Г. А. «Ефрем Эшба», Москва 1967.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Admin: Коммунистическая Партия Абхазии. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-24. ციტირების თარიღი: 2010-09-26.
  2. Коммунисты просят Минюст Абхазии перерегистрировать партию без возможности участия в президентских выборах. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-13. ციტირების თარიღი: 2010-09-25.
  3. Рауль Хаджимба пожаловался на власти Абхазии в Центризбирком. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-13. ციტირების თარიღი: 2010-09-25.
  4. Вестник организационно-партийной и кадровой работы. ВЫПУСК №18 (120)_XXXIV съезд СКП-КПСС. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-08. ციტირების თარიღი: 2010-09-25.