ენერგიის შენახვის კანონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ენერგიის შენახვის კანონი არის ფიზიკის ემპირიული კანონი, რომლის მიხედვითაც იზოლირებული სისტემის სრული ენერგია დროში უცვლელი სიდიდეა. ამ კანონის შედეგად ენერგია ბუნებაში ვერც გაჩნდება და ვერც გაქრება: იგი შეიძლება მხოლოდ გადავიდეს ერთი ფორმიდან მეორეში. ერთადერთი ცვლილება, რაც შეიძლება განიცადოს ჩაკეტილი სისტემის ენერგიამ, არის ფორმის ცვლილება. მაგალითად: ქიმიური ენერგია შეიძლება გარდაიქმნას კინეტიკურ ენერგიად და ა. შ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]