ეჰიმეს პრეფექტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
ეჰიმე
愛媛県

ეჰიმეს პრეფექტურა
დროშა გერბი

ქვეყანა იაპონიის დროშა იაპონია
რეგიონი შიკოკუ
შიდა დაყოფა 7 ოლქი
კოორდინატები 33°50′29″ ჩ. გ. 132°45′56″ ა. გ. / 33.84139° ჩ. გ. 132.76556° ა. გ. / 33.84139; 132.76556
მმართველი მორიუკი კატო
ფართობი 5,676.44 კმ²
მოსახლეობა 1,493,126 კაცი (2000)
სიმჭიდროვე 263 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+09:00 და Japan Standard Time
ოფიციალური საიტი pref.ehime.jp/index-e.htm
ეჰიმეს პრეფექტურა — იაპონია
ეჰიმეს პრეფექტურა

ეჰიმეს პრეფექტურა (იაპონ. 愛媛県?) პრეფექტურა სიკოკუს ჩრდილო-დასავლეთით, იაპონიაში. დედაქალაქია მაცუიამა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეიძის რესტავრაციამდე , ეჰიმეს პრეფექტურას ერქვა იიოს პროვინცია. ჰეიანის პერიოდამდე ამ ტერიტორიაზე დომინირებდნენ მეთევზეები და მეზღვაურები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ მეკობრეებსა და მონღოლების წინააღმდეგ ბრძოლაში.

შეკიგაჰარას ბრძოლის შემდეგ, ტოკუგავა სიოგუნი ამ ტერიტორიებს საკუთარ ალიანსს უქვემდებარებს, კატო იოშიაკიმ აქ ააშენა ციხესიმაგრე მაცუიამა საიდანაც დღევანდელი ქალაქი განვითარდა.

სახელი ეჰიმე მოდის კოძიკიდან და ნიშნავს - ლამაზ ქალწულს.

ეჰიმეს პრეფექტურის რუკა.
ეჰიმე სააგენტო

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეჰიმას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება სეტოს ზღვა, აღმოსავლეთიდან კაგავას და ტოკუშიმას პრეფექტურები, ხოლო სამხრეთიდან კოჩის პრეფექტურა.

კუნძულზე მდებარე ორივე მაღალმთიანეთი შედის ამ პრეფექტურაში. ასევე სანაპირო, მრავალი კუნძულებით. აჰიმეს ყველაზე დასავლეთ წერტილი არის სადამისაკის ნახევარკუნძული, რომელიც იაპონიაში ყველაზე წვრილი ნახევარკუნძულია.

ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრეფექტურაში თერთმეტი ქალაქია:

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაცუიამას ირგვლივ განვითარებულია შემდეგი ინდუსტრიები, გემთმშენებლობა, ქიმიური მრეწველობა, ნავთობის გადამუშავება, ქაღალდის და ტექსტილის წარმოება. პრეფექტურის სოფლები ძირითადად ჩრთულია სოფლის მეურნეობასა და მეთევზეობაში და განსაკუთრებით განთქმული არიან ციტრუსოვანი კულტურების მოშენებაში.

იკატას ატომური სადგური გამოიმუშავებს სიკოკუს ელექტროენერგიის დიდ წილს.

მუზეუმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]